ქართულ-ჩინურ ურთიერთობები შესამჩნევად თბება. თუმცა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ და ქვეყნის ხელმძღვანელობისა და მმართველი პარტიის განცხადებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადაყვანის თაობაზე, ქართულმა საზოგადოებამ  არაერთმნიშვნელოვნად აღიქვა. ამ გადაწყვეტილებას მომხრეებიც და მგზნებარე მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდა. მოსაზრებები ექსპერტთა საზოგადოებაშიც გაიყო.

როგორც ცნობილია, 11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შესვლა და ქვეყანაში 30 დღე დარჩენა შეუძლიათ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს გადაწყვეტილება „რაც შეიძლება მეტი ჩინელი ტურისტის მოზიდვისა და ჩინური ინვესტიციების მოცულობის გაზრდის ინტერესით“ განმარტა.

გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ მიიღეს, რომელსაც თავად ღარიბაშვილი ძალიან წარმატებულად მიიჩნევს.

Ираклий Гарибашвили

ქართულ სოც.  ქსელებსა და საექსპერტო საზოგადოებებში გამოთქვა მოსაზრება, რომ პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხიც განიხილებოდა.

ამ თემაზე საუბრისას ლევან დავითაშვილმა განმარტა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით ბევრი საერთაშორისო კომპანიაა დაინტერესებული, მათ შორის ჩინურიც. მისი თქმით, ანაკლიის პროექტი არის წმინდა კომერციული პროექტი, რომელმაც მაღალი ტვირთბრუნვა უნდა უზრუნველყოს.

„იცით რომ, მე მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩინეთში. ჩინეთი არის მეორე ეკონომიკა მსოფლიოში და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება ჩინეთთან, მეტი ინვესტიციების და ტურისტების მოზიდვა ჩინეთიდან. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს დღეიდან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამავე მიზანს უნდა ემსახურებოდეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ფრენების რაოდენობის გაზრდა და ახალი მიმართულებების დამატება. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, საწყის ეტაპზე საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოველდღიურად ერთი რეისი განხორციელდება, სამომავლო გეგმებში კი ფრენების რაოდენობა ჩინეთის  სხვადასხვა ქალაქებიდანაც გაიზრდება.

ქართულ სოც.  ქსელებსა და საექსპერტო საზოგადოებებში გამოთქვა მოსაზრება, რომ პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხიც განიხილებოდა.

ამ თემაზე საუბრისას ლევან დავითაშვილმა განმარტა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით ბევრი საერთაშორისო კომპანიაა დაინტერესებული, მათ შორის ჩინურიც. მისი თქმით, ანაკლიის პროექტი არის წმინდა კომერციული პროექტი, რომელმაც მაღალი ტვირთბრუნვა უნდა უზრუნველყოს.

Леван Давиташвили

 

ანაკლიის პორტი გახდება ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, დამაკავშირებელი რგოლი აზიისა და ევროპის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. რაც შეეხება ჩინური კომპანიების დაინტერესებას, მოგეხსენებათ, რომ ჩინური კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ისინი საკმაოდ კონკურენტუნარიანი იყვნენ გარკვეული პროექტების განხორციელებაში. ვადასტურებ, რომ ანაკლიის პროექტის მიმართ არის ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, მაგრამ მხოლოდ  ისინი არ არიან დაინტერესებულნი. ამ პროექტის მიმართ ინტერესს ბევრი საერთაშორისო, კვალიფიციური და გამოცდილი კომპანია იჩენს“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, კომპანიების შერჩევა, რომლებიც ამ პროექტში მიიღებენ მონაწილეობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება. პირველი, შეფასების ეტაპი ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება. მეორე ეტაპზე განმცხადებლების ტექნიკური პირობები დაზუსტდება. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დაიწყებს მოლაპარაკებებს იმ კომპანიებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს კონკრეტულ ტექნიკურ პირობებზე შესათანხმებლად.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში აქტიურ მარკეტინგულ საქმიანობას გეგმავს.

„ქართულ ტურისტულ კომპანიებს ჩინეთში ჩავიყვანთ და ადგილობრივ ბიზნესმენებთან კონტაქტების დამყარებაში დავეხმარებით. საქართველოში ჩამოვიყვანთ ჩინურ ტურისტულ კომპანიებს , მოვაწყობთ ერთობლივ გაცვლით ტურებს“, – განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

საქართველოს ხელისუფლების ამგვარმა აქტიურობამ  ოპოზიცია აღაშფოთა, რომლის ლიდერებმა ცალსახად განაცხადეს, რომ საქართველომ თავის საგარეო პოლიტიკაში პროდასავლურ კურსს გადაუხვია და რუსული გზა აირჩია.

გიგი ბოკერია

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი ბოკერიას განცხადებით, შექმნილ ვითარებაში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება ეკონომიკური გადაწყვეტილება კი არ არის, არამედ გეოპოლიტიკური დაკვეთა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ საქართველო  ნატოს წევრი  და თავისუფალი სამყაროს ნაწილი გახდეს, რწთა რუსული აგრესიისგან დაცული იყოს, რუსეთის მოკავშირე ჩინეთის მისამართით აკეთებს განცხადებებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა რომან გოცირიძემ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას შეცდომა უწოდა. ის ეჭვობს, რომ საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ქვეყანას უარი ეთქვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე.

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ზრახვებთან დაკავშირებით ქართველ ექსპერტთა საზოგადოებაში მოსაზრებები განსხვავებულია. ზოგიერთი ექსპერტი აშკარად აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას ჩინეთის მიმართულებით გააქტიურების გამო და ანაკლიის პროექტში ჩინური კომპანიების ჩართვას ქვეყნის უსაფრთხოების პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს. სხვა ექსპერტების აზრით, ჩინეთთან ურთიერთობების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციის განმტკიცებას საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის გლობალურ ეკონომიკაში.

Вахтанг Маисая

ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია ყურადღებას ამახვილებს ანაკლიის პორტის პროექტზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში მოულოდნელი იყო, მას თავიდანვე ჰქონდა ეჭვი, რომ ჩინეთის ლიდერებთან შეხვედრისას ანაკლიის პორტის პროექტი განიხილებოდა. თუმცა, ექსპერტი არ ფიქრობს, რომ საქართველოს პარტნიორები ჩინურ კომპანიებს ამ პროექტის დამოუკიდებლად განხორციელების საშუალებას მისცემენ.

„აქ გასათვალისწინებელია საქართველოს და მისი დასავლელი პარტნიორების, მათ შორის შეერთებული შტატების ინტერესები. სანამ ჰიბრიდული ომი ახალ ფაზაში გადადის, აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა უარესდება, დარწმუნებული ვარ, საქართველოს არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, ეს პორტი მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ ააგოს“, – განაცხადა ნიკა შენგელიამ.

“საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებაში ცუდს ვერ ვხედავ. ეს არის მნიშვნელოვანი ელემენტი ქვეყნის გეოეკონომიკური პოტენციალის განვითარებისთვის. ამის წყალობით საქართველო შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბი გახდეს, რომელიც მხოლოდ გააძლიერებს მის პოზიციას გლობალურ ეკონომიკაში“, – განუცხადა Dalma News-ს ქართველმა პოლიტოლოგმა და სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ.

მისივე თქმით, გეოპოლიტიკური ფაქტორი არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ჩინეთის დახმარებით საქართველო შეძლებს „შეაკაოს რუსეთის აგრესია და იმპერიული ამბიციები“.

„საქართველოს და ჩინეთს საერთო ინტერესები აქვთ, ორივე სახელმწიფოშია სეპარატიზმის პრობლემა და სეპარატიზმის მთელი სიმძაფრე ორივემ საკუთარ თავზე გამოსცადა. მეორეს მხრივ, სწორედ ჩინეთი, უწყობს ხელს სამართლიანი სამყაროს იდეის დაწინაურებას, რაც მიზნად ისახავს ჩვენს პლანეტაზე გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის შექმნას“, – განაცხადა მაისაიამ.

მისივე შეფასებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებაში “ასაჯანყებელს” ვერაფერს ხედავს, რადგან მიაჩნია, რომ საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური, სოციალური და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, აქ ჩინელი ტურისტების დიდი ნაკადი არ ჩამოვა. ამავდროულად, ჩინეთის მხრიდან ეკონომიკური ექსპანსიის კუთხით, ჩინური ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებით, მაისაია  გარკვეულ რისკებს ხედავს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქ ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის სისწორეზე იქნება დამოკიდებული.

„ჩინეთის მხრიდან ეკონომიკური ექსპანსიის გარკვეული რისკები არსებობს, მაგრამ აქ მთავარია, როგორ მოიქცევა საქართველოს მთავრობა, რა ნაბიჯებს გადადგამს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად, რა საკანონმდებლო და პოლიტიკურ ინსტრუმენტებს გამოიყენებს ამისთვის, მათ შორის. საკონსტიტუციო და საკანონმდებლო დონეზე. საქართველო დაცული უნდა იყოს ყველა დიდი სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთის, ჩინეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ექსპანსიისგან, თუმცა დღეს ამერიკული ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში არ ჩანს“, – დასძინა მაისაიამ.

Ника Шенгелия

ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია ყურადღებას ამახვილებს ანაკლიის პორტის პროექტზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში მოულოდნელი იყო, მას თავიდანვე ჰქონდა ეჭვი, რომ ჩინეთის ლიდერებთან შეხვედრისას ანაკლიის პორტის პროექტი განიხილებოდა. თუმცა, ექსპერტი არ ფიქრობს, რომ საქართველოს პარტნიორები ჩინურ კომპანიებს ამ პროექტის დამოუკიდებლად განხორციელების საშუალებას მისცემენ.

„აქ გასათვალისწინებელია საქართველოს და მისი დასავლელი პარტნიორების, მათ შორის შეერთებული შტატების ინტერესები. სანამ ჰიბრიდული ომი ახალ ფაზაში გადადის, აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა უარესდება, დარწმუნებული ვარ, საქართველოს არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, ეს პორტი მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ ააგოს“, – განაცხადა ნიკა შენგელიამ.

ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში 30 დღე შეუძლიათ ყოფნა.  თუმცა,  მეორეს მხრივ, ეს საქართველოს მთავრობის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა და ჩინეთის ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა არ გაუუქმებია. მისი შეფასებით, თეორიულად, ქვეყანაში ნებისმიერი ინვესტიციის შემოდინება კარგია, მაგრამ არის საშიშროება, რომ ჩინურ ინვესტიციებს ჩინური მუშახელის შემოდინება მოჰყვეს. და ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოში დემოგრაფიულ მდგომარეობას.

„ვშიშობ, 5-10 წელიწადში ჩინური ინვესტიციების და მოქალაქეების შემოდინებას ჩვენი ქვეყნის მასშტაბით  სერიოზული დემოგრაფიული ცვლილებები არ მოჰყვეს. საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეს ამ საკითხს, რადგან საქართველო ამ მხრივ ძალიან დაუცველია“, – განმარტა ნ. შენგელიამ.

მისივე აზრით, საქართველოს მთავრობამ დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს ჩინური კომპანიების შერჩევას, განსაკუთრებით მათ მონაწილეობას ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაა.

„ჩინური კომპანიები დღესაც მუშაობენ საქართველოში, მათ შორის რიკოთის და სხვა ობიექტების მშენებლობაზე და კარგად ვერ ართმევენ თავს პასუხისმგებლობას. მათ საქმიანობაში ბევრი ხარვეზია და საეჭვო რეპუტაციის მქონე ბევრი კომპანიაა ჩართული.  ის ობიექტები, რომლის დასრულებაც 2023-2024 წლებში იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციაში არ შევა“, – აღნიშნა შენგელიამ.

თუმცა, ექსპერტს მიაჩნია, რომ  რეგიონში არსებული საკმაოდ დაძაბული ვითარების  გათვალისწინებით, ჩინური ინვესტიციები ვერ გაიზრდება.

„დღევანდელ პირობებში, როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთს  შორის ვითარება უარესდება, ხოლო აზერბაიჯანი და თურქეთი საერთო საზღვრის შექმნას აპირებენ და ზოგადი ვითარებაც ძალიან დაძაბულია,  ჩინური ინვესტიციები აზრს დაკარგავს“, – აღნიშნა ექსპერტმა.

ასე რომ, ქართული ექსპერტთა საზოგადოება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის პერსპექტივისადმი სულაც არ არის ოპტიმისტურად განწყობილი და არ ელოდება, რომ მომავალი თვიდან  საქართველოში ინვესტიციების შემოდინება დაიწყება  და ჩინური კომპანიები უახლოეს მომავალში ანაკლიის პორტის მშენებლობას დაიწყებენ.

ირინა ხაჩიძე, სპეციალურად Dalma News-ისთვის