საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „საერთაშორისო ჰუმანიტარულმა განვითარებამ“ გახსნა სკოლა – „განვითარების ლიდერები“, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან თავიანთი პოტენციალი ქვეყნის განვითარებისკენ მიმართონ.
მონაწილეებთან შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე არმან გუკასიანმა პროექტის დეტალების წარდგენის შემდეგ, ყველას ამ იდეის სახელით გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„სომხეთს აქტიური ახალგაზრდები სჭირდება. ჩვენი მთავარი მიზანია, ამ პროგრამის საშუალებით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ახალგაზრდები მოვძებნოთ, დავეხმაროთ, მოვუსმინოთ და ვეცადოთ მათი პოტენციალი ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების განვითარებასა და განხორციელებაზე მივმართოთ“, – განაცხადა მან და თაობათა ცვლილების იდეის განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
გუკასიანის თქმით, შემოდგომით „განვითარების ლიდერების“ დიდი კონფერენციის გამართვა იგეგმება, რომელშიც სომხეთის რესპუბლიკის ყველა რეგიონიდან ჩასული ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას.
„ქვეყანაში ცვლილებები შესაძლებელია და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია იყოს ამ ცვლილებების ლიდერი“, – განაცხადა მან.
ახალგაზრდებს აქტიურობისკენ მოუწოდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია “საერთაშორისო ჰუმანიტარული განვითარების” ვიცე-თავმჯდომარე ცოვინარ კოსტანიანმა.
„დარწმუნებული ვარ, თუ ქვეყანაში სულ მცირე ასი შეგნებული ახალგაზრდა იქნება, რომლებიც უკმაყოფილონი არიან იმით, რაც მათ გარშემო ხდება და საკუთარ მომავალს სომხეთის წიაღში ხედავენ, ასევე სომხეთის განვითარების მკაფიო ხედვა აქვთ, მაშინ შევძლებთ ცვლილებების განხორციელებას და ქვეყნის სწორი მიმართულებით წაყვანას. მნიშვნელოვანია გჯეროდეს საკუთარი თავის, თავდაჯერებულად ამოვიღოთ ხმა, გამოხატო საკუთარი მოსაზრება მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებზე. ჩვენი სკოლა კი ის პლატფორმაა, რომელიც სწორედ ასეთ შესაძლებლობებს იძლევა“, – განაცხადა კოსტანიანმა.
მისივე თქმით, ცვლილებები შესაძლებელია, სადავეების საკუთარ ხელში აღება ყველას შეუძლია.
შეხვედრის დროს, გაიმართა აქტიური მსჯელობა და გამოიკვეთა შემდგომი ქმედებები. ასევე გამოცხადდა კონკურსი 18-35 წლის მონაწილეებისთვის, რომელშიც ახალგაზრდები ქალაქ ერევნის განვითარების შესახებ საკუთარ ხედვას წარმოადგენენ. კონკურსი სექტემბერში დასრულდება და გამარჯვებულებიც დაჯილდოვდებიან.