დღესდღეობით რომელია ის მთავარი პრობლემა, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის წინაშე დგას და რა უნდა გააკეთოს სომხეთის ხელისუფლებამ ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად? ესა და მთელი რიგი სხვა საკითხები ჰუმანიტარული განვითარების საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ერევნის მრგვალი მაგიდის – „უსაფრთხოების არქიტექტურა სამხრეთ კავკასიაში: მიმდინარე რეალობა და შესაძლო ტენდენციები“ ფარგლებში განიხილეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტეგრაციისა და განვითარების“ თავმჯდომარის, ევრაზიული ექსპერტთა კლუბის კოორდინატორის არამ საფარიანის თქმით, დასავლეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გლობალური გეოპოლიტიკური დაპირისპირება არ ცხრება, რაც ორივე მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და განსაზღვრავს მსოფლიოში მოვლენების განვითარებას. ამ მოვლენების ჩვენს რეგიონზე გავლენა გარდაუვალია. მომხსენებლის თქმით, სამხრეთ კავკასიაში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ კოლექტიური დასავლეთი რეგიონის სამივე ქვეყანაში გააქტიურდა და გავლენის გაძლიერების თვალსაზრისით კონკურენტუნარიანობას აძლიერებს.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შინაარსთან დაკავშირებით წინააღმდეგობები არ არსებობს და მისაღებია მიდგომა, რომლის თანახმად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დარეგულირება ე.წ. მადრიდის პრინციპებს ემყარება. მაგრამ არსებობს უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და როგორ წარმართავს ამ პროცესს და სწორედ აქ არის პრობლემებიც. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკური კონფლიქტის ასპარეზად არ იქცეს “, – განაცხადა მან.
საფარიანის თქმით, დღეს სომხეთი რამდენიმე პრობლემის წინაშე დგას. უპირველეს ყოვლისა, ამ რთულ გეოპოლიტიკურ მოვლენებში მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ მოკავშირეები, არამედ ვეცადოთ, ვიპოვოთ ძალა და რესურსები ამ პოზიციების გასაძლიერებლად. ასევე მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის შექმნა, რა თქმა უნდა, სარგებელს მოუტანს სომხეთის რესპუბლიკას და გააძლიერებს მას. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია არ გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც შეიძლება სომხეთის, როგორც რუსეთის მეგობრისა და მოკავშირის პოზიცია შეარყიოს.
„რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ფონზე მოგების და დივიდენდების ძიება უბრალოდ დიდი გულუბრყვილობაა, რომელსაც მცირე ქვეყნები ვერ ახერხებენ. აუცილებელია თავშეკავება და რუსეთთან მოკავშირული ურთიერთობის შენარჩუნება“, – დასძინა არამ საფარიანმა.
მედიაექსპერტმა ტიგრან კოჩარიანმა გაიხსენა, როდის დაიწყო სომხეთის რესპუბლიკის ისტორიის დამღუპველი ფურცლების „ჰიტ აღლუმი“. მისი თქმით, 2018 წელს ჯონ ბოლტონმა სომხეთში საშიში თეზისები გააჟღერა. კერძოდ, ის, რომ სომხეთმა უნდა უარყოს „ისტორიული სტერეოტიპები“ და მიხვდეს, რომ თითქოს მისთვის იარაღის გაყიდვის სფეროში ბევრი ალტერნატივა არსებობს. კოჩარიანის თქმით, სწორედ მაშინ დაიწყო სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების ანტირუსული პოლიტიკა.
„დღეს დასავლეთი ორ საკითხზე მუშაობს: არცახის მოსახლეობას რუსი სამშვიდობოების მიმართ უნდობლობას უნერგავს და აიძულებს სომხეთს აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, რასაც ფაშინიანი პრაღის შეხვედრის შემდეგ აკეთებს. სამწუხაროდ, ბოლტონის ერევანში ვიზიტის შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლება დასავლეთის დავალებას ასრულებს, რაც ორი მიმართულებით გამოიხატება. ესენია: არცახის დათმობა და თურქეთთან ურთიერთობის აღდგენა. თუ სომხეთის რესპუბლიკა და თურქეთი დამეგობრდებიან, სომხური მთავრობა მალევე განუცხადებს რუსეთს, რომ იგი უსაფრთხოების საფრთხეს ვეღარ ხედავს და შეეცდება მოსკოვს დაემშვიდობო, რაც რუსული სამხედრო ბაზის გაყვანითა და სხვა მსგავსი ღონისძიებით გამოიხატება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არის თურქეთთან დამეგობრების მკაფიო ამოცანა დგას, რისთვისაც მათ ასევე გენოციდის აღიარებაზე უარის თქმა და არცახის დათმობის პოლიტიკა წამოიწყეს“, – განაცხადა კოჩარიანმა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი, პირდაპირ კავშირშია უკრაინის კონფლიქტთან და როცა უკრაინულ ფრონტზე რუსეთის პოზიციები მყარდება, ხელისუფლების განწყობა, დაინახოს არცახი აზერბაიჯანის შემადგენლობაში, ქრება.
პოლიტოლოგმა არმან ღუკასიანმა განაცხადა, რომ სომხეთს ყოყმანის დრო აღარ აქვს, რადგან ჩვენი რეგიონი სერიოზულ ასპარეზად იქცა , სადაც ახალი მოთამაშეები თამაშის ახალი წესების დანერგვის სურვილით გამოჩნდნენ. ამ ყველაფრის საფუძველი კი რუსეთის წინააღმდეგ ქაოსური სიტუაციის შექმნაა.
„ამ თამაშს ართულებს ის ფაქტი, რომ ჩვენს რეგიონში არა მხოლოდ რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებას ვხედავთ, არამედ ახლო აღმოსავლეთის გააქტიურებასაც. ყველაზე საშიში ის არის, რომ სომხეთის ხელისუფლება ვერც კი ახერხებს სწორად შეაფასოს ის, რაც ჩვენს რეგიონში ხდება, სადაც დასავლეთი ღიად ცდილობს ქაოსის შექმნას და ძნელი წარმოსადგენია, ასეთი საგარეო პოლიტიკური კონცეფციით, ფაქტობრივად ზღურბლზე არსებული შოკებისგან როგორ დაიცავს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას. გეოპოლიტიკური მოვლენები იმაზე მეტყველებს, რომ სამხრეთ კავკასია ნომერ პირველი ფაქტორი ხდება და ამ პირობებში სომხეთის ხელისუფლებაში ახალი ძალები უნდა მოვიდნენ და გააცნობიერონ ის, თუ მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები, გეოპოლიტიკური პროცესები და შეეცადონ მოკავშირეებთან ურთიერთობების დარეგულირებას“, – განაცხადა გუკასიანმა და დასძინა, რომ ამ ვითარებაში სომხეთმა მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს მოკავშირული ურთიერთობები რუსეთთან და ირანთან.