ყოველწლიურად, 4 თებერვალს, მსოფლიო კიბოს მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კიბო ყოველწლიურად 14 მილიონ ადამიანს უდგინდება. აზერბაიჯანში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, კიბოს დიაგნოზი თითქმის 60 ათას ადამიანს დაუდგინდა. თუმცა, გარდა პაციენტების სტატისტიკის ზრდისა, შეშფოთებას იწვევს ამ დაავადების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება. ჯერ კიდევ ბევრია დარწმუნებული, რომ კიბო განაჩენია.
Dalma News-თან ინტერვიუში ნიგარ სულთანოვამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აისახება საზოგადოებისა და პაციენტების ასეთი დამოკიდებულება სტატისტიკაზე და რა უშლის ხელს ცრურწმენებისგან თავის დაღწევას. იგი ყოველდღე საკუთარი მაგალითით ამტკიცებს, რომ ონკოლოგია სასიკვდილო განაჩენი არ არის.
2020 წელს ექიმებმა ნიგარ სულთანოვას ძუძუს კიბოს მე-2 სტადიის დიაგნოზი დაუსვეს. ქირურგია, ქიმიოთერაპიის კურსები, თმის ცვენა – გარდაუვალი ნაბიჯები გამოჯანმრთელების გზაზე. დაავადებაზე დიდი ხნის ნანატრი გამარჯვების შემდეგ, ნიგარ სულთანოვა თავის თავში არ ჩაკეტილა და არ დადუმებულა, რაც ბევრ გადარჩენილ ონკოპაციენტს ემართება. პირიქით, მან გადაწყვიტა შეექმნა ინსტაგრამ-გვერდი “ცხოვრება კიბოს დიაგნოზის შემდეგ” და ამით სხვა ონკოპაციენტებისთვის დაეჭირა მხარი. Dalma News-თან ინტერვიუში ნიგარ სულთანოვამ ისაუბრა, თუ რატომ მალავენ აზერბაიჯანში ამ დიაგნოზს, როგორ უნდა მოიქცნენ ონკოპაციენტის ნათესავები და როგორ უნდა დაეხმაროს მათ სახელმწიფო ფსიქოლოგიურად.
– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ აზერბაიჯანში ონკოლოგიასთან დაკავშირებულ ადამიანები დუმილს არჩევენ და ამ დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, იმალებიან. რაში ხედავთ მიზეზს?
– ჩემი დაკვირვებით, კიბოს მქონე, ან რემისიაში მყოფი ადამიანების 90% დიაგნოზის დამალვას არჩევს. როგორც წესი, ისინი თავიანთ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ არ სურთ მათდამი სიბრალულის, ან უთანასწორო მოპყრობის ხილვა. ნაწილობრივ, მესმის მათი, რადგან პირადად გამოვცადე. როდესაც ჩემმა ნაცნობებმა, ჩემი დიაგნოზის შესახებ შეიტყვეს, ჩემთან ურთიერთობა შეწყვიტეს და შემთხვევითი შეხვედრების დროს შიშის გრძნობით მეკონტაქტებოდნენ. ფაქტია, ზოგი დარწმუნებულია, რომ კიბოთი დაავადებული სხვებისთვის საშიშია და ძნელოა გააგებინო, რომ კიბო ჰაერით არ გადადის. ამიტომ, მთავარი მიზეზი არის სტიგმატიზაცია, რის გამოც ბევრი ჩვენგანი თავის ავადმყოფობას მალავს.
მეორეს მხრივ, საზოგადოებაში სტერეოტიპები ინფორმაციის ნაკლებობის გამო არსებობს. მათაც კი, ვისაც ეს გამოცდილება აქვს, არ სურთ ინფორმაციის გაზიარება. ონკოლოგიის თემა ტაბუირებული არ უნდა იყოს. მათ, ვინც ამ დაავადებაზე გაიმარჯვა, გამოცდილება არ უნდა დამალონ. „არასასიამოვნო“ თემაზე საუბრის თავიდან აცილებით, ჩვენ ვკარგავთ მათ, ვინც ამ დიაგნოზის შესახებ ახლახან შეიტყო. გამოცდილებიდან ვიცი, რა რთულია ამ გზის მარტო გავლა. დიდწილად კარგი დასასრულის მქონე ისტორიების წყალობით, თავი ხელში ავიყვანე და სიცოცხლისთვის ბრძოლა დავიწყე. იმ ადამიანებთან ურთიერთობამ, რომლებმაც სიმსივნე დაამარცხეს, იმედი მომცა და დეპრესია დამაძლევინა. სწორედ იმ პერიოდში დავპირდი ჩემს თავს, რომ მკურნალობის წარმატებით დასრულების შემდეგ შევქმნიდი აქაუნტს, რომლითაც კიბოსთან მებრძოლ ქალებს დავეხმარებოდი.
– რამდენი ადამიანი მოგმართავთ მხარდაჭერისთვის?
– ძალიან ბევრი. საქმე იმაშია, რომ აზერბაიჯანში პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი ონლაინ პლატფორმები, სადაც ონკოლოგიის მქონე პაციენტები შეძლებენ დახმარების და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიღებას. ამიტომ, გვერდის „ცხოვრება დიაგნოზის შემდეგ“ შექმნისთანავე, ჩემთან დაკავშირება დაიწყეს ქალებმა, რომლებიც სასოწარკვეთილებაში აღმოჩნდნენ და არ იცოდნენ როგორ გაეგრძელებინათ ცხოვრება. ერთ დღეს ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც თავისი დიაგნოზი ცოტა ხნის წინ გაიგო და ისეთი სასოწარკვეთილი იყო, რომ მკურნალობის დაწყებას არ აპირებდა, რადგან ფიქრობდა, რომ „კიბო სასიკვდილო განაჩენია“. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მისი დარწმუნება მოვახერხე და მკურნალობა დაიწყო, რომელოც წარმატებით დასრულდა. იმის გააზრება, რომ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ვიღაცის მოტივაციის წყარო ხარ და ეხმარები არ დაკარგოს გამარჯვების იმედი, დიდი ბედნიერებაა.
– რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებმაც ახლახან გაიგეს დიაგნოზის შესახებ და არ იციან რა გააკეთონ?
– თავი ხელში აიყვანონ და იბრძოლონ. რეალობას ფხიზელი თვალით უნდა შევხედოთ და გავითავისოთ, რომ რთული და საშიში იქნება, თუმცა ცხოვრების ამ რთულ ეტაპს შემთხვევით არ გავდივართ. მჯერა, ღმერთი განსაცდელებს გვიგზავნის, რათა მათი გადალახვით, გავძლიერდეთ და სასოწარკვეთას არ მივეცეთ. ხშირად ცხოვრებისეული სირთულეები და განსაცდელები ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. მეტიც, დაავადება იმის შესაძლებლობებს იძლევა, რომ ცხოვრებას სხვა კუთხით შევხედოთ, ხოლო საკუთარი თავი შორიდან შევაფასოთ. ეს განსაცდელი შესაძლოა ადამიანის ზრდის წერტილი გახდეს. სანამ ეს დაავადება ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდებოდა, სულ სხვა ადამიანი ვიყავი – მორცხვი და დაუცველი. ახლა ბევრად უფრო ძლიერი, თამამი და თავდაჯერებული ვარ. მაგრამ პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს – პოზიტიური დამოკიდებულება ზრდის ცხოვრების გაგრძელების და მკურნალობის დასრულების შემდეგ ჩვეულ სამყაროში დაბრუნების მოტივაციას. ტყუილად ხომ არ ამბობენ, კიბოს მამაცების ეშინიაო. სტრესს კი, პირიქით, არა მხოლოდ მრავალი დაავადების პროვოცირება შეუძლია, არამედ სამკურნალო პროცესს ანელებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია მხოლოდ დადებითი განწყობა და გამარჯვებაზე ფიქრი.
– როგორ უნდა მოიქცეს ონკოპაციენტის ახლობელი ადამიანი?
– გამოჯანმრთელების პროცესში ძალიან დიდ როლს თამაშობს ნათესავებისა და ახლობლების დამოკიდებულება. ხანგრძლივი მკურნალობა ხშირად დეპრესიას და შფოთვას იწვევს. გაღიზიანება, ტირილსა და ყვირილში გადაიზრდება. მკურნალობის რთული პროცესით გადაღლილ პაციენტს ხშირად ახასიათებს შფოთვა და უხასიათობა. მნიშვნელოვანია, რომ ახლობლებმა გულთან ახლოს არ მიიტანო მათი ქცევები. გასაგებია, რომ ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება არა მარტო ოჯახის ავადმყოფ წევრს, არამედ თითოეულ ადამიანს, ვინც მის გვერდით, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშით ცხოვრობს. , რომელიც ასევე ცხოვრობს. ასეთ ვითარებაში პაციენტებს უჭირთ დადებითი განწყობის გამომუშავება და შენარჩუნება, რადგან ახლობლების თვალებში შიშს და ცრემლებს ხედავს. მნიშვნელოვანია ოჯახი არ არ აყვეს უარყოფით აზროვნებას და საყვარელი ადამიანის ძლიერი საყრდენი გახდეს.
– როგორი მდგომარეობაა ონკოფსიქოლოგიასთან დაკავშირებით აზერბაიჯანში?
– ეს რთული კითხვაა. ქვეყანაში უამრავი კომპეტენტური და პროფესიონალი ფსიქოთერაპევტი და ფსიქოლოგია. მაგრამ კიბოთი დაავადებულებს განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მხარდაჭერა სჭირდებათ. ასეთები არიან ონკოფსიქოლოგები – სამედიცინო განათლების სპეციალისტები (ფსიქიატრი ან კლინიკური ფსიქოლოგი), რომლებსაც აქვთ გარკვეული ცოდნა ონკოლოგიაში და ესმით მკურნალობის სპეციფიკა. ონკოფსიქოლოგის ამოცანაა დაეხმაროს პაციენტს გაუმკლავდეს სტრესს, შფოთვას და სხვა პრობლემებს, რომლებსაც დაავადების მიმდინარეობისას და მკურნალობის პროცესში ხვდება. ასეთ სპეციალისტს კარგად ესმის, რა ეტაპზე რა სახის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა სჭირდება ადამიანს.
სამწუხაროდ, აზერბაიჯანში კიბოთი დაავადებულთათვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის პროცესი ჯერ კიდევ არ არის გამარტივებული. ვისურვებდი, მომავალში ჩვენი ქვეყნის ონკოლოგიური დაწესებულებების თანამშრომლებს შორის ვიხილო ამ დარგის საკმარისი რაოდენობის სპეციალისტები, რომლებსაც ონკოლოგები თავიანთ პაციენტებს ურჩევენ.
– რა მიზნებს უსახავთ საკუთარ თავს, როგორც Life After Diagnosis-ის პროექტის ლიდერს?
– დავეხმარო რაც შეიძლება მეტ ონკოპაციენტს, ებრძოლოს დაავადებას და აღარ იფიქროს გარდაუვალ სიკვდილზე. ამისათვის ვცდილობ ონლაინ გვერდის ფარგლებში შევქმნა ერთგვარი საზოგადოება Life After Diagnosis რეალური წარმატებული ისტორიებით. მარტო მე ვერ დავეხმარები ყველა ონკოლოგიურ პაციენტს, მაგრამ ერთად ამას შეგვიძლია. ამიტომ, ამ მომენტში ვცდილობ პროექტში ჩავრთო ადამიანები, რომლებმაც სიმსივნე დაამარცხე, რათა ამ დიაგნოზზე დუმილი შეწყვიტონ და ასეთ რთულ მომენტში სხვების მხარდაჭერა დაიწყონ. დარწმუნებული ვარ, ყველამ, ვინც გარკვეულ მომენტში ავადმყოფობის წინააღმდეგ ბრძოლა შეძლო და გაიმარჯვა, არა მხოლოდ ნათესავების, არამედ უცნობების დახმარება და მხარდაჭერა მიიღო. ახლა კი მათი მხარდაჭერა სხვებს სჭირდებათ. ასეთ ადამიანებს დახმარების ხელი ყველამ უნდა გავუწოდოთ.
აისელ მამედოვა