საქართველოში მორიგი პოლიტიკური აალება მოხდა, რაც გარკვეული დროის განმავლობაში განმეორებულმა მაგნიტურმა ქარიშხალმა გამოიწვია. როგორც ცნობილია, მმართველმა პარტიამ, რომელმაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადასვლის პირობა დადო, კენჭისყრაზე პროექტი ჩაშალა. არსებული ვითარების პიკანტურობა იმაში მდგომარეობს, რომ პარტიის ხელმძღვანელობა თავის სიტყვასა და სურვილზე უარს არ აცხადებს. პირიქით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მზადყოფნას უწინდებურად გამოხატავს, თუმცა აღმოჩნდა, რომ პარლამენტარები დამოუკიდებლად მოქმედებენ და პარტიის გენერალური ხაზის წინააღმდეგ მიდიან.
ამ ვითარებას მთელი ოპოზიციური სპექტრის უარყოფითი აფეთქება მოჰყვა. “ქართული ოცნების” წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად ისეთი ძალები გაერთიანდნენ, რომლების ერთად დგომა უბრალოდ შეუძლებელი იყო. გაერთიანებულ ოპოზიციას მსოფლიოსთვის თავის შესაფერისი ნიშანი რომ წარედგინა, ეს ალბათ, ლგბტ-საზოგადოების მრავალფეროვანი ნიშანი იქნებოდა, თუმცა, პროტესტის თითოეულ გამომხატველს ფერი არ ეყოფოდა.
ერთის მხრივ, “ქართულმა ოცნებამ” თავისი დაპირება არ შეასრულა, თუმცა მეორეს მხრივ, დეპუტატების საქციელი, ხომ, დემოკრატიის ჭეშმარიტ დღესასწაულს გვაგონებს? დეპუტატები არ დაემორჩილნენ დიქტატორს, დაარღვიეს პარტიული დისციპლინა, რადგანაც მიაჩნიათ, რომ თავიანთი ამომრჩევლის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა სწორედ ასეთი გადაწყვეტილებისკენ უბიძგებთ. ძალზედ უცვეულო სურათია: თუ დეპუტატები კენჭისყრაზე დირიჟორის ჯოხის კარნახის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას, მაშინ, ეს დემოკრატიაა, ხოლო თუ ისინი არჩევანი თავისუფლებას ავლენენ – უკვე გაუგებარია, რასთან გვაქვს საქმე?!
დღეს გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას პოლიტიკური ტრადიციების დარღვევაში ადანაშაულებს? ღმერთმა უშველოს ამ ოპოზიციას. ამერიკულმა საელჩომ საქართველოში თავისი სიტყვა სთქვა:
“ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის მიუხედავად, დღევანდელ კენჭისყრაზე წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი “ქართული ოცნების” დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მათ შორის მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოებას, რომ წარმართონ მშვიდი და ღირსეული თანამშრომლობა, რათა განაგრძონ წინსვლა საქართველოს დემოკრატიული განვითარების გასაძლიერებლად, ჩვენი საერთო ვალდებულებების შესაბამისად”, – ნათქვამია საქართველოში აშშ–ს საელჩოს განცხადებაში.
ყველასათვის ცნობილია, რომ მმართველი “ქართული ოცნება” ბიძია სემის არასასურველი გერი იყო, რადგანაც მისი საყვარელი ქალიშვილი ყოველთვის ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით იყო.
თავის დროზე “ვაშინგტონის საოლქო კომიტეტმა” 2012 წლის არჩევნებზე “ნაციონალები” მარცხისგან ვერ დაიცვა. ამ უკანასკნელებმა თავიანთი 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ქვეყნის მოსახლეობა აღშფოთების იმ დონემდე მიიყვანეს, რომ ყოფილი მოკავშირეებისადმი ღია მხარდაჭერა საქართველოში ამერიკული გეგმების პირდაპირი კრახი იქნებოდა. მაგრამ ამერიკის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი რჩეულების დაცემა შეემსუბუქებინა. ასე გაჩნდა, ე.წ. კოჰაბიტაცია, რამაც ყოფილი კრიმინალური ხელისუფლება ხელშეუხებელ და დაუსჯელად აქცია. თავის მხრივ, მმართველი “ქართული ოცნება”, მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საზღვარგარეთელი მეპატრონეებისთვის თავისი ერთგულება დაემტკიცებინა, თუმცა, საყვარელი ქალიშვილი მაინც ვერ გახდა. აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელსაც საკუთარი პრობლემებიც საკმარისად აქვს, საქართველოსთვის ნამდვილად არ ეცალა.
მიუხედავად ამისა, თბილისში აშშ-ს საელჩომ უკვე გააკეთა თავისი განცხადება და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, გავარკვიოთ რა იყო დიპლომატიური მისიის განცხადებაში: სურვილი თუ ინსტრუქცია?
უკვე, რამდენი ხანია, ამერიკულ მედიაში ტრიალებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს რუსეთი ამერიკულ არჩევნებში ერევა. რა შეძლება ეწოდოს ამერიკის საელჩოში გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც დირექტიული ინსტრუქცია ჩანს, იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ. სხვა რაღაა საქართველოს საშინაო საქმეებში და მის საარჩევნო სისტემაში ჩარევა?! გარდა ამისა, არის ეს საკმაოდ უხეში და უბოდიშო ჩარევა?
ეს შეკითხვა ამერიკელ პოლიტიკოსებს რომ დაუსვა, გაუკვირდებათ, რადგანაც ისინი მიეჩვივნენ, რომ მთელი მსოფლიოს საქმეებში ჩარევა მათი კანონიერი უფლებაა, რომელიც განსჯასაც კი არ ექვემდებარება. დღეს მათი მიზანია “პოლიტიკური პლურალიზმის” თანაბარი გარემოს შექმნა. ის, ვინც ამ ჭადრაკის დაფაზე თუნდაც ერთი ნაბიჯით წაიწევს წინ, დაინახავს როგორ იმუშავებს ქართული პარლამენტი მათი საყვარელი “პლურალიზმის” პირობებში, როდესაც წარმოდგენილი იქნება ათობით ურთიერთდაპირისპირებული პარტია. ძალიან დიდი ალბათობით ასეთ პარტია ნამდვილად არ იქნება სიცოცხლისუნარიანი.
იქნებ ეს არის ის, რაც უცხოელ მეპატრონეებს სჭირდებათ? შეიძლება ვინმემ “დემოკრატიული თანასწორობის” სამყაროში წარმოიდგინოს, რომ ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში გამოხატონ მწუხარება აშშ-ს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის და კონგრესის სხვა გადაწყვეტილებების გამო, მისცეს აშშ-ს რეკომენდაციები, თუ როგორ მოიქცეს? ეჭვგარეშეა, დემოკრატიული ნიღაბი სწრაფად გადაიქცევა მგლის კლანჭებად.
ცნობილმა რესპუბლიკელმა სენატორმა ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ იგი შოკირებულია კენჭისყრის შედეგებით და ხაზი გაუსვა ამას, როგორც “პუტინის ყველაზე დიდ საჩუქარს”.
“საქართველო რუსეთი არ არის და ქართველი ხალხი მეტს მოითხოვს და იმსახურებს. მე ვურჩევ საქართველოს ოფიციალურ პირებს დაუყოვნებლად განაახლონ მუშაობა ამ მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტზე. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მთავრობა დასავლეთის დიდი მოკავშირე იყოს. გასულ კვირას, ქვეყანაში ყოფნისას, მე კმაყოფილი ვიყავი იმ რეფორმის პაკეტით, რომელიც გარდაუვალი ჩანდა. ეს ვალდებულება მიიღეს როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ისე , რაც მთავარია, ქართველი ხალხისთვის. ვიმედოვნებ, ეს ვითარება გამოსწორდება – და თანაც ძალიან მალე”, – განაცხადა კინზინგერმა.
“დიდი ბიძა” უკმაყოფილოა, მაგრამ ბრძანებს, ყველაფერი სწრაფად გამოსწორდეს. ასე ჩვეულებრივ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქცევიან. იქნებ, საქართველოს პარლამენტმა გააფართოვოს თავისი კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” და აღიაროს ამერიკის ოკუპაცია საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებზე? არსებულ რეალობას ეს უფრო ზუსტად შეესატყვისება.
P.S. დასასრულს, კიდევ ერთხელ ადამ კინზინგერის შესახებ. საქართველოს მხარდასაჭერად კონგრესის აქტის დამტკიცების შესახებ საუბრისას, მან ბათუმში, შემდეგი სიტყვები თქვა: ”ეს აქტი ხაზს უსვამს იმას, რომ შეერთებული შტატები არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. ასევე, საქართველოსა და მისი ხალხის თავისუფლებას, თავად აირჩიონ მთავრობა და დაასრულონ ოკუპაცია.” რასაკვირველია, სიტყვები, რომ შეერთებული შტატები არ ცნობს საქართველოს თავისუფლებას და მის ხალხს, რომელმაც თავად უნდა აირჩიოს საკუთარი მთავრობა, შეიძლება აიხსნას პოლიტიკოსის მინიშნებით, მაგრამ ეს ფროიდული მინიშნების ყველაზე კლასიკური მაგალითია.
დავით კუპატაძე