ტურისტული თვალსაზრისით, საქართველო მეზობელ ქვეყნებში კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ თვეს აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა, სომხეთიდან კი, ტურისტების ნაკადის 33%-იანი ზრდა ფიქსირდება.
უამრავი დამსვენებელი საქართველოში რუსეთიდანაც ჩამოდის. გასულ თვეს რუსი ტურიტების 47%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
სტატისტიკური მონაცემებით, ივნისში საქართველოს 90000 რუსი დამსვენებელი ესტუმრა.