წლევანდელი ფესტივალი, როგორც აზერბაიჯანის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, გამორჩეული იყო მრავალფეროვნებითა და პატივსაცემი სტუმრებით. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მუსიკოსების შესრულება გაბალის ბუნებას ერწყმოდა, წერს «АЗЕРТАДЖ-ი».
ფესტივალის დასკვნითი კონცერტი დაიწყო კამერული ორკესტრის “მოსკოვის ვირტუოზების” გამოსვლით. ანსამბლის კონცერტზე გაჟღერდა მოცარტის, ფ. ამიროვის, ვ. მუსტაფაზადეს, პიაცოლისა და არბანის ნაწარმოებები. ფესტივალის დასკვნითი კონცერტი ათასზე მეტი მაყურებლის ოვაციური აპლოდისმენტებით დასრულდა.
ფესტივალი გრანდიოზული ფეიერვერკებით დასრულდა.