2018 წელი სომეხი ხალხისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი და საბედისწერო აღმოჩნდა. სომხეთში შეიცვალა ხელისუფლება, ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები, რითაც იმედია, რევოლუციის დასკვნითი ეტაპი დასრულდება. ხალხი კი ევოლუციურად აქტიური განვითარების ფაზაში გადავიდა. ამის შესახებ Dalma News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ინტეგრაცია და განვითარების” თავმჯდომარემ, სომხეთის ევრაზიული საექსპერტო კლუბის კოორდინატორმა არამ სარაფიანმა ისაუბრა.
– ბატონო არამ, ტრადიციულად, წლის ბოლოს, გასულ წელს აჯამებენ. ამჯერად იქნებ, სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ყოფნის ოთხწლიანი შედეგები შევაჯამოთ?
– სანამ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის ყოფნის ოთ წელს შევაჯამებ, მინდა განვაცხადო, რომ ეს წლები ჩვენი ქვეყნისთვის ზოგადად წარმატებული, ნაყოფიერი და პოზიტიური შედეგის მომტანი იყო. ისინი არა მარტო ევრაზიული ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის შემდგომი კონსტრუქციული მონაწილეობის აუცილებლობას ქმნიან, არამედ ამ პროცესისადმი ახალ პოლიტიკური, ეკონომიკური, ცივილიზაციური მიდგომების შემუშავების აუცილებლობასაც, რაც წარმატების მიღწევის საშუალებას იძლევა. ჩვენმა ეკონომისტებმა, რა თქმა უნდა, დაამტკიცეს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის გადაწყვეტილების სისწორე, იმდენად, რამდენადაც ამ 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა და კერძოდ, სომხეთის მხრიდან ევრაზიულ ბაზარზე მზა პროდუქციის ექსპორტის იმდენად გაიზარდა, რომ შესაძლებელი გახდა ახალ პროექტებზე ფიქრი და ჩვენი მშპ-ის ზრდა. თუ ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული ტენდენციები გაგრძელდება, სომხეთში ეკონომიკური პროექტების შემუშავებას და დანერგვას შევძლებთ, რაც უახლოეს მომავალში სომხეთს ღარიბი ქვეყნების სიიდან განვითარებადი ქვეყნების სიაში გადაანაცვლებს. დადგა დრო და ჩვენ დავიწყეთ სწორედ ის, რომ არა მხოლოდ სტრატეგიული მიდგომები განვსაზღვროთ, არამედ კონკრეტული პროექტები ეკონომიკისთვის, სხვადასხვა მრეწველობისა და სოფლის მეურნეობისთვის, რათა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სერიოზული შესაძლებლობები შეიქმნას.
– ბოლო პოლიტიკური მოვლენების ფონზე სომხეთში, უცხოური ინვესტიციების შემოდინების შესახებ დადებითი მოლოდინი გაჩნდა, თუმცა ჯერჯერობით საამაყო არაფერია.
– ეს გასაგებია. ინვესტიციების მოზიდვა ძალზედ ძნელია. დღესდღეობით ფულს ასე უბრალოდ არავინ არსად აბანდებს. ინვესტიციების შესახებ ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ აქ არის სირთულეები და არ უნდა ველოდოთ თანხის დიდი მოცულობის შემოსვლას, ამიტომ ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში კონკრეტული და მიმზიდველი პროექტების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
– და ვინ გააკეთებს ამას?
– მაგალითად – ჩვენ. 2019 წლის დასაწყისში, სომხეთის ევრაზიის ექსპერტთა კლუბი დაიწყებს რესპუბლიკის ეკონომიკურ მდგომარეობის, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მისი წევრობის კონტექსტში, გაანალიზებას და თებერვალში ამ ნაშრომს წარვადგენთ. საუბარი მხოლოდ იმას კი არ შეეხება, რომ ჩვენ პოლიტიკური და ეკონომიკური წლის შედეგებს შევაჯამებთ, არამედ ზოგიერთ პროგნოზსაც გავახმაურებთ. ბოლო წლებმა აჩვენა, რომ სომხური და უცხოური მედია, ასევე, ექსპერტთა საზოგადოება ჩვენს აზრს ითვალისწინებს, რადგან ჩვენი პროგნოზები მართლდება.
– ბატონო არამ, მართალია ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ეკონომიკური კავშირია, თუმცა მასში სერიოზულ როლს ასრულებს პოლიტიკა. როგორ აისახება სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკაზე?
– როდესაც ვთქვი, რომ პოლიტიკური წელი ძალიან ინტენსიური, მრავალფეროვანი და დატვირთული იყო, ისიც ვიგულისხმე, რომ იმედია პოლიტიკური პროცესები სომხეთის ეკონომიკურ განვითარებაზეც მოახდენს გავლენას. ზოგადად, პოზიტიური დინამიკა არსებობს, მაგრამ ხელისუფლებაში მიტინგებით მოსულ მთავრობას უნდა ესმოდეს, რომ ახლა აუცილებელია სრულიად განსხვავებული, ხშირად დელიკატური ძალისხმევა სხვადასხვა მიმართულებით წინსვლისთვის, მათ შორის, რუსეთის და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიმართულებით. ამასთანავე, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები, არა მარტო არ უნდა დაზარალდეს, არამედ უნდა მიიღოთ დამატებითი ბონუსები, სარგებელი და მოლოდინი.
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სომხეთმა იმის შესაძლებლობა მიიღო, რომ განევითარებინა ეკონომიკა, აღედგინა და განევითარებინა ისეთი სფეროები, რომლებიც მხოლოდ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებშია მოთხოვნადი, ასევე სერიოზულად დაფიქრებულიყო ეკონომიკის ახალი სფეროების, მაგალითად, ტურიზმის განვითარებაზე. სომეხ ერს, ისევე, როგორც სხვა ხალხს, სურს სამართლიანობა, ჭეშმარიტება, კეთილდღეობა, ასევე მატერიალური სიმდიდრის სამართლიანად გადანაწილება, კეთილდღეობის ზრდა. ეს არ არის ხმამაღალი სიტყვები, ეს სავსებით რეალური პერსპექტივაა. ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს და ისეთი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომ ამ მოლოდინების ცხოვრებაში განსახორციელებლად არც ერთი შესაძლებლობა არ უნდა გაუშვას ხელიდან.
– თუმცა, ახალ ხელისუფლებას თავისი ეკონომიკური პროგრამა ჯერ არ გამოუქვეყნებია.
– დიახ, ამ დოკუმენტს ველოდებით, რადგან მხოლოდ მისი არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი გაიგო, რას აპირებს ხელისუფლება და როგორ აპირებს საკითხების გადაჭრას, ან ვისი დახმარებით. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური უმრავლესობა, ნიკოლოზ პაშინიანის ხელმძღვანელობით, გამოხატავდეს საგარეო პოლიტიკის მკვეთრად შეცვლის და რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს. მიგვაჩნია, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, ჩვენი პოლიტიკის წამყვანი ვექტორის – რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენს მოკავშირეებთან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების კავშირში ურთიერთობების შენარჩუნება. ყველაფრის მიუხედავად, უნდა გვესმოდეს და განვსაზღვროთ, რა არის აუცილებელი და რა – მეორეხარისხოვანი. უნდა გვესმოდეს, რომ თუ ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური მოლოდინი სომხეთის ევრაზიულ ვექტორში განვითარებას უკავშირდება, მაშინ უნდა განვაგრძოთ ამ მიმართულებით კონსტრუქციული, გონივრული, ნაყოფიერი და ეფექტიანი მუშაობა.
– 2019 წელს სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის თავმჯდომარე იქნება, რა დამატებით შესაძლებლობებს მისცემს ეს ჩვენს ქვეყანას?
– ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში, როგორც მთავრობამ, ისე დაინტერესებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და სამოქალაქო სექტორმა, გასაგები და მიმზიდველი პროექტები უნდა წარადგინონ, მნიშვნელოვანი ღონისძიებებით უნდა გამოირჩეოდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის გავლენას და წონას გაზრდის, არა მხოლოდ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, არამედ მთელს საერთაშორისო არენაზე. ევრაზიის ექსპერტთა კლუბის სახელით, გამოვხატავ სრულ მზადყოფნას, მონაწილეობა მივიღოთ ყველა სამთავრობო პროექტსა და წამოწყებაში, თუ იგი არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით არის დაინტერესებული და მინდა გითხრათ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, უკვე ვფიქრობთ იმაზე, რომ მომავალ წელს მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ, რომლებიც სომხურ საზოგადოებაში ჩვენს გავლენას და წონას გაზრდის. მეორე მხრივ, რეალურ და მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რესპუბლიკას და მოემსახურება საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პოტენციალისა და შესაძლებლობების განვითარებას.
ესაუბრა ლია ხოჯოიანი