“კანონიერი ქურდის” ტიტულის მქონე ადამიანების რაოდენობით საქართველო აბსოლუტური რეკორდსმენია,- წერს რუსული საინფორმაციო პორტალი “Прайм Крайм“-ი.
მსოფლიოში დღეისათვის 485 “კანონიერი ქურდია”, მათგან 276 საქართველოს მოქალაქეა.
კრიმინალური ავტორიტეტების რაოდენობით მეორე „საპატიო“ ადგილზე რუსები აღმოჩნდნენ. ისინი 61-ნი არიან. თუმცა, ბევრი რუსი “კანონიერი ქურდი” მათმა ქართველმა თანამოაზრეებმა “მონათლეს”.
ლიდერთა სამეულს სომხები ასრულებენ. თუმცა, სომეხი „ავტორიტეტები, ქართველი და რუსი თანამოძმეებისგან განსხვავებით სომხეთში ცხოვრობენ და მათი გავლენა ქვეყნის ფარგლებს გარეთ აღარ ვრცელდება”,- დასძენს ავტორი.
“ქურდული სამყაროს” წევრობა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაულია. ქვეყნის კანონმდებლობა ამ მიმართულებით მიხეილ სააკაშილის პრეზიდენტობის დროს გამკაცრდა, რომელმაც “კანონიერ ქურდებს” ფაქტობრივად ომი გამოუცხადა. მაშინ ბევრი ციხეში ჩასვეს, ბევრმა საქართველო დატოვა.
“თბილისელები, ქუთაისელები და სოხუმელები იმდენად ბევრნი არიან, რომ მათი ერთობლიობა ურთიერთ-მტრულად დამოკიდებულ ჯგუფებს ქმნის. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ თითქმის ყველა ქართველი ქურდი ერთმანეთისთვის ნათესავები, ან მეზობლები არიან”, – ნათქვამია სტატიაში.