საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე 38-სართულიან კომპლექს “ალიანს პალასის” მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი და განაცხადა, რომ ბათუმი ყველაზე მიმზიდველი და ლამაზი ქალაქი ხდება. პრემიერის ინფორმაციით, “ალიანს პალასი” ქართველმა არქიტექტორებმა დააპროექტეს, რომელიც იქნება ოპერატიური ბრენდი ბათუმისთვის.
“ორბი ჯგუფი” არის განსაკუთრებული ჯგუფი, ვინაიდან მათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი. მას მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს ჩადებული,”- განაცხადა ქვეყნის მთავრობის მეთაურმა და ბიზნესმენებს მაქსიმალურ ხელშეწყობას დაჰპირდა.
“რაც ხელისუფლებაში მოვედით, ბათუმში 700 მილიონი დოლარის ღირებულების ოცზე მეტი პროექტი განხორციელდა. წელს უკვე ოთხი სასტუმრო გავხსენით. სულ უფრო და უფრო ლამაზი ხდება ბათუმი, წელს ყველაზე მეტი დამსვენებელი იყო ჩამოსული”, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.