2017 წლის 6 სექტემბერს გარდაიცვალა მსოფლიო დონის აზერბაიჯანელი მეცნიერი, ლიუტფი ზადე. ლიუტფი ალესკერზადე 1921 წლის 4 თებერვალს, ჟურნალისტის რაგიმ ალესკერზადეს და ექიმი-პედიატრის ფანი კორენმანის ოჯახში დაიბადა. მამა ქალაქ არბედილში დაიბადა. პირველი მსოფლიო ომის დროს ყოველკვირეული გამოცემა “ირანის” დავალებით ბაქოში ჩავიდა და იქ თავის მომავალ მეუღლეს, სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტს, ფანი კორენმანს შეხვდა. ფანი ბაქოში ებრაული არელობების დროს, ოდესიდან ჩავიდა.

ლიუტფი ზადე ბაქოს რუსულ სკოლაში სწავლობდა. მეოთხე კლასის შემდეგ ოჯახთან ერთად ირანში გადავიდა და სწავლა თეირანის ამერიკულ კოლეჯში გააგრძელა. შემდეგ კი თეირანის უნივერსიტეტის ელექტროინჟინერიის ფაკულტეტი დაამთავრა.

ლიუტფი ზადე

ცოტა რამ პირადულზე…

ზადემ თავისი მომავალი მეუღლე ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას გაიცნო. ფანია ზანდი (გათხოვების შემდეგ ფეი ზადე) დვინელი ებრაელების ოჯახიდან იყო. იგი თეირანში მას შემდეგ მოხვდა, რაც გერმანიის სათავეში ნაცისტები მოვიდნენ. ლიუტფის და ფეის ორი შვილი შეეძინათ: ქალიშვილი – სტელა, რომელიც ჟურანლისტი გახდა და ვაჟი – ნორმანი, რომელიც თეორიული ინფორმატიკის სპეციალისტი გახდა. გარდა ამისა, ნორმან ზადეს ეკუთვნის ჟურნალი მამაკაცებისთვის «Perfect 10» . ორივე აშშ-ში ცხოვრობს.

ფანია ზანდ და ლიუტფი ზადე

სწორედ ფეისა და ლიუფტიზე შეიძლება იმის თქმა, რომ ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ დაბადებულები. ცოლმა ქმარს მთელი ბიოგრაფიული წიგნი “ცხოვრება და მოგზაურობა არაზუსტი ლოგიკის მამასთან”, რომელშიც დეტალურად აღწერა დიდებული მეცნიერის ცხოვრება და ავტობიოგრაფიული პორტრეტი.

მიუხედავად იმისა, რომ ლიუტფი ზადე მეცნიერი იყო, იგი საკმაოდ კარგად თამაშობდა ფრენბურთს და ძალიან უყვარდა ფოტოების გადაღება. იგი ფოტოებს თავის ახლობლებსა და მეგობრებს უღებდა. ესენი იყვნენ: ამერიკელი პრეზიდენტები რუზველტი და ნიქსონი, ირანის შაჰი მუჰამედ რეზა პეხველი, გამოჩენილი ვიოლონჩელისტი მსტისლავ როსტროპოვიჩი და მთელი რიგი ცნობილი მენციერები. როგორც ყველა მამაკაცს, ლიუტფი ზადესაც გემრიელად ჭამა უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი სამშობლოსგან ძალიან შორს ცხოვრობდა, მისი საყვარელი კერძები ფლავი და მწვადი იყო.

“ჩემთვის დიდი პატივია ვისაუბრო ისეთ დიდ ადამიანზე, როგორიც ლიუტფი ზადე იყო. ყოველთვის ვიცოდით, რომ უბრალოდ მის გვერდით არსებობა – ნამდვილი დღესასწაული იყო. მასზე საუბრისას, პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ მთელი თავისი ცხოვრება მეცნიერებაზე იყო მობილიზებული. ის გენიალური ადამიანი იყო”, – თქვა Dalma News-სთან საუბარში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტმა და რეჟისორმა, მეცნიერის ბიძაშვილმა, ჯანატ სალიმოვამ.

მისივე თქმით, ლიუტფი ზადე ყოველთვის სამუშაოზე საუბრობდა. “მას ჰობიც ჰქონდა, ძალიან უყვარდა ფოტოების გადაღება. ამას გატაცებას ვერ ვუწოდებ, რადგანაც ძალიან მკაფიოდ გამოხატული მხატვრული გემოვნება ჰქონდა. თუმცა, სიცოცხლის ბოლო წლებში ფოტოების გადაღებას თავი დაანება და მთლიანად მეცნიერებასა და მოსწავლეებში იხარჯებოდა. ბერკლის უნივერსიტეტში მას საკუთარი კათედრა ჰქონდა და ძალიან ბევრი სტუდენტი ჰყავდა”, – იხსენებს სალიმოვა.

მისივე თქმით, ლიუტფი ზადეს ახლობლები ყოველთვის იცავდნენ მის პირად სივრცეს, ზედმეტად არ აწუხებდნენ. “სწორედ ამიტომ ვერ ვახერხებდით დიდხანს საუბარს. იგი ყოველთვის მუშაობდა და მთლიანად მენციერებაში იხარჯებოდა. თავად თუ დარეკავდა, კონკრეტულ კითხვებს დასვამდა, მოგვიკითხავდა და დაგვემშვიდობებოდა”, – ამბობს ბიძაშვილი.

 

დიდებული მეცნიერის სახელი აშშ-დან გავრცელდა

მეორე მსოფლიო ომი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც ლიუტფი ზადე აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ცხადია, განათლების მიღების სურვილი არასოდეს დაუკარგავს და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ელექტრონული ინჟინერიის ფაკულტეტის მაგისტრატურაზე ჩააბარა. ამის შემდეგ იგი კალიფორნიის უნივერსიტეტში იწყებს მუშაობას. ბერკლი გახდა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გახდა.

 

მსოფლიო მეცნიერებისთვის დღეს ცნობილია ლიუტფი ზადეს ექვსი ფუნდამენტალური სამეცნიერო თეორია. იგი არაზუსტი ლოგიკის თეორიის ფუძემდებელია და ამ თემაზე თავისი პირველი ნამუშევარი 1965 წელს გამოაქვეყნა. იმავე წელს, დიდი ხნის შემდეგ, ბაქოში ჩავიდა, სადაც აზერბაიჯანის მეცნიერების ეროვნული აკადემიის საპატიო წევრის წოდება მიიღო. მოგვიანებით მან ვერბალური გამოთვლების და წარმოდგენების თეორია წარმოადგინა. 1992 წელს რობოტიზაციის და წარმოების საერთაშორისო სიმპოზიუმზე ლიუტფი ზადემ “არაზუსტი ლოგიკის მამად” აღიარეს. მას ასევე მიენიჭა მსოფლიოს 25 ქვეყნის პრესტიჟული უნივერსიტეტების საპატიო დოქტორის წოდება, ბევრი სამეცნიერო ეროვნული აკადემიის წევრია. გარდა ამისა, მთელ რიგ ქვეყნებში ლიუტფი ზადეს სახელობის სამეცნიერო სკოლები და ლაბორატორიები არსებობს.

მისი თეორია ფართოდ გამოიყენება ისეთ დიდ კორპორაციებში, როგორებიცაა General Motors, Nissan, Kodak, Toshiba, Panasonic, Mitsubishi, Honda Sony და ბევრი სხვა. არაზუსტი ლოგიკის თეორია გამოიყენება ფოტო და ვიდეოკამერების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაში, სატრანსპორტო საშუალებების მართვაში და ა.შ. მაგალითად, დანიაში იწარმოება ცემენტის და შავი მეტალურგიის ღუმელები, რომლებიც არაზუსტი ლოგიკის საფუძველზე მუშაობენ. იაპონიაში კი, მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის მქონე პირველი რობოტი «Alter» შექმნეს.

უკანასკნელი გზა

მას შემდეგ რაც მეცნიერმა სამშობლო დატოვა, მხოლოდ ორჯერ მოინახულა აზერბაიჯანი. ბოლოს ლიუტფი ზადე ბაქოში 2008 წლის დეკემბერში იმყოფებოდა. 2017 წლის 29 სექტემბერს კი, მეცნიერი მშობლიურ მიწას მიაბარეს. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, ლიუტფი ზადემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას წერილი გაუგზავნა, სადაც სამშობლოში მუსულმანური წესით დაკრძალვას ითხოვდა. მისი თხოვნა შესრულდა.

“აზერბაიჯანის სამეცნიერო საზოგადოებამ მძიმე დანაკარგი განიცადა. 2017 წლის 6 სექტემბერს, 97 წლის ასაკში, აშშ-ს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ბერკლის რბილი კომპიუტერული თეორიის ინიციატივის ხელმძღვანელი, აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, ამერიკაში აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენელი, ლიუტფი ზადე (ლიუტფალ რაგიმ ოღლუ ალესკერზადე) გარდაიცვალა“, – ნათქვამია ნეკროლოში, რომელსაც ხელს აწერენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის წევრები. მათ შორის: არტურ რასიზადე, ოგთაო ასადოვი, რამიზ მეხთიევი, ელჩინ ეფენდიევი, გაჯიბალა აბუთალიბოვი, აკიფ ალიზადე მიქაილ ჯაბაროვი, იბრაჰიმ გულიევი, რასიმ ალიგულიევი, თელმან ალიევი, ფიქრეთ ალიევი და არიფ პაშაევი.

მეცნიერის ჯილდოები

2011 წელს, ლიუტფი ზადეს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებულებით მეცნიერი “მეგობრობის” ორდენით, მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე კულტურათაშორისი დიალოგის დამყარების ხელშეწყობაში დამსახურებისთვის დაჯილდოვდა. 2016 წელს მას ნიზამი განჯავის სახელობის ოქროს მედალი მიენიჭა. გარდა ამისა, მას დიდი რაოდენობით ჯილდო და პრემია აქვს მიღებული. მათ შორი : “Honda”-ს, “Kampe de Ferrier”-ის, “Okawa”-ს, “ოქროს ბატი”-ს პრემიები, «IEEE»-ის ღირსების მედალი, ასევე “რიჩარდ ჰემინგის”, “რუსუფ ოლდენბერგის”, “ეგლესტონის”, “ბენჯამინ ფრანკლინის” მედლები. იგი ასევე BBVA Foundation Frontiers of Knowledge Awards-ის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, რომელიც ამავე ორგანიზაციამ სამეცნიერო კვლევების უმაღლეს საბჭოსთან ერთად მიანიჭა.

მოამზადა ტატაიანა ალეკპეროვამ