შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის 40-მდე თანამშრომელი გუშინ, 27 აგვისტოს გაიფიცა. ამის შესახებ «Новости-Грузия» აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
“გაფიცვის გამო აეროპორტის მუშაობა არ შეფერხებულა. გაფიცულებს საპროტესტო აქცია არ გაუმართავთ,”- განაცხადეს აეროპორტის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, დამლაგებლები მოითხოვენ ხელფასების გაზრდას, დაზღვევას, ასევე მოითხოვენ კვებითა და სამუშაო ადგილამდე ტრანსპორტის მომსახურებით უზრუნველყოფას.