პოსტსაბჭოთა სივრცის რვა რესპუბლიკას შორის, საქართველო მსოფლიოს ნაკლებად ემოციური ქვეყნების სიაში აღმოჩნდა.
ორგანიზაცია Gallup-ის მიე ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა ნაკლებად ემოციური ქვეყნების სიის ბოლოში აღმოჩნდა. მსოფლიოს ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა ბანგლადეშმა – 37% დადებითი პასუხი. ცოტა მაღალი შედეგი აქვთ საქართველოს, აზერბაიჯანსა და მონღოლეთს – 38%. ბელარუსი და სუდანი – 39%. მათგან შორს არ წასულა რუსეთი, უკრაინა და ლიტვა 40%-ით. მოლდოვა და ყაზახეთი ცოტათი ზემოთ არიან, მათ კოსოვოსთან, ბოსნიასა და მიანმასთან ერთად 41% დადებითი პასუხები აქვთ.
კვლევის თანახმად, ყველაზე ემოციურები აღმოჩნდნენ ლათინური ამერიკის წარმომადგენლები. სიის სათავეშია ბოლივია და სალვადორი (59% დადებითი პასუხით), ასევე პირველ ათეულში შევიდა ეკვადორი, ფილიპინები, ნიკარაგუა, გვატემალა, ერაყი (58%-ით), კამბოჯა, კოლუმბია, კოსტა-რიკა (57%-ით). ასევე 57% დადებითი პასუხი აქვს ჰონდურასს.