მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღვოდა.
დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ლიტურგია ჩატარდა. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა და მორწმუნეებს ქადაგებით მიმართა.
მარიამობის დღესასწაული ქართველ ხალხს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.