აზერბაიჯანის ბანკებმა, ვალუტის გამცვლელ პუნქტებში დოლარის გაყიდვაზე ლიმიტი გაზარდეს.
როგორც სააგენტო «Trend»-ი იტყობინება, ზოგიერთ ბანკში შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ 2 ათასამდე აშშ დოლარის, როგორც ეს მანამდე იყო, არამედ 5 000 აშშ დოლარის შეძენა. არის ისეთი ბანკებიც, რომლებმაც დოლარის ულიმიტო გაყიდვა დაიწყეს და მისი გაძვირების ფონზე მოსახლეობისთვის მეტად სასურველი გახდა.
როგორც აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, უცხოური ვალუტის შეძენაზე ქვეყანაში შეზღუდვები არ არის და ყოველ ბანკს შეუძლია ეს საკითხი თავად მოაგვაროს. თავის მხრივ ცენტრალური ბანკი ცდილობს დააკმაყოფილოს დოლარზე მოთხოვნა, რომელიც გასულ კვირას საკმაოდ მაღალი იყო.