ევროპული სტანდარტების მიხედვით, სომხეთში ერთსქესიანთა ქორწინება უნდა დაუშვან. ამის შესახებ ვენეციის კომისიის წევრმა კრისტოფ გრაბერნვარტერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც PastInfo იტყობინება, გრაბენვარტერის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია არ ზღუდავს ოჯახის ინსტიტუტის დაცვის უფლებას.
სომხეთის კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტში წერია, რომ ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის ნებაყოფლობითი კავშირია.