მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მსოფლიო პროცესს ქართველი მხარდამჭერები დიდი ხანაეხმიანებიან და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით აქციებს ერთმანეთის მიყოლებით მართავენ. ორგანიზაცია “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისში, პარლამენტი შენობის წინ ხმაურიანი აქცია გამართა.

ორგანიზაციისწევრებმა და მოძრაობის მხარდამჭერებმა, მეტი ეფექტისთვის, ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს და სატრანსპორტო მოძრაობის გადაკეტვა სცადეს, პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის საავტომობილო ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვა. ამას ხმაური და გაწევ – გამოწევა მოჰყვა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილე, რამდენიმე პირი დააკავა.

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” პარლამენტის ახალი შემადგენლობისგან ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით მუშაობის დაწყებას მოითხოვს. მათი აზრით, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო კანონით განსაზღვრული სადამსჯელო პოლიტიკა, ჯანდაცვის მიდგომებით ჩანაცვლდეს.

როგორც აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, საზოგადოება უკვე დიდი ხანია შეთანხმდა მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე. “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრები, ორმოცამდე ორგანიზაციასთან ერთად ამზადებენ “ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმას”, რომელიც მათი აზრით, სახელმწიფოს სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის ერთადერთი მართებული ალტერნატივა იქნება.

რაც შეეხება აქციის თარიღის შერჩევას, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე მათ სიმბოლური თვალსაზრისით შეარჩიეს და მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს თარიღი უნდა იქცეს, ათწლიანი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სიმბოლური დასასრულის დღედ. როგორც “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ლიდერები აცხადებენ, ამოიწურა დრო, როდესაც ადამიანებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო სახელმწიფო პოლიტიკა საკუთარი ძალადობის ინსტრუმენტად აქცევდა, სტატისტიკის, ბიუჯეტისა და ციხის შესავსებად იყენებდა.

თუ კი…

cms-image-000009242“ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” ხელმძღვანელი ლაშა კილაძე მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციასთან ერთად, თუ ასეთი რამ საქართველოში მართლაც მოხდება, გაიზრდება მარიხუანას მომხმარებელთა რიცხვი. კილაძეს ეეჭვება, მსოფლიოში მიმდინარე დეკრიმინალიზაციის პროცესი საქართველოს გარეშე განვითარდეს. ამ პროცესს თან ახლავს სერიოზული და მრავალფეროვანი რისკები, რის შესახებაც საზოგადოებას აქტიურად უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია.

“ერთი მხრივ, სასწორზე დევს ნარკომანიით დაავადებული პირის, მეორე მხრივ – ის საფრთხეები, რომელსაც ნარკომანია, მისი გავრცელების შემთხვევაში უქმნის საზოგადოებას და სახელმწიფოს. რთულია სადემარკაციო ხაზის გავლება – დავიცვათ ნარკოტიკის მომხმარებლების პირადი თავისუფლება და თან საზოგადოება იმ რისკებისგან, რაც ნარკომანიის ფართოდ გავრცელებას უკავშირდება. უნივერსალური მიდგომა არ არსებობს. ნარკოპოლიტიკის ყველა მოდელი იმ მდგომარეობას ეფუძნება, რომელიც ქვეყანაში არსებობს მოცემულ ვითარებაში”, – მიაჩნია კილაძეს.

მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა არასამთავრობოების მხრიდან ლაშა კილაძესთვის გასაგებია, მაგრამ გაუგებარია პოლიტიკური პარტიების მხრიდან მსგავსი მოწოდებები, რაც მისი აზრით, მხოლოდ ბოტანიკური სოლიდარობაა. საკითხის მიმართ მრავალფეროვანია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა დამოკიდებულებაც.

cfbc2056284cff9მაგალითად, მომღერალი კახა ცისკარიძე (“კახუჩელა”) მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაცია არის დიდი შემოსავალი ქვეყნისთვის და ამ გზით შემოსული ფული უნდა ჩაიდოს განათლების სფეროში, მოხმარდეს პენსიების გაზრდას და სოციალურ დაზღვევას.

“მე მთავრობას ვთავაზობ იმას, რომ იოლი მეთოდით სწრაფად შეიძლებოდეს ქვეყანამ იშოვოს ფული და სწორად გაანაწილოს ის. ნარკოტიკული ნივთიერებები არ გაყიდონ კლუბებში, არამედ გაყიდოს მთავრობამ”, – მიაჩნია მომღერალს.

zurab-japaridzeპოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც აქტიურად ცდილობს ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე გატანას, მიიჩნევს რომ საკითხის გაჭიანურებით ხელისუფლება დროს წელავს, რათა ასობით პრობაციონერს გამოსძალონ ფული. მისი აზრით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომ სხეული ადამიანის საკუთრებაა და მას შეუძლია, საკუთარ სხეულს ის უქნას, რაც უნდა. უბრალოდ უნდა დაწესდეს ასაკობრივი ზღვარი, დაადონ აქციზი რათა ფასის გამო ის ყველასთვის ხელმისაწვდომობა არ იყოს.

“არ ვაღიარებ საზოგადოების არც ერთი ნაწილის აზრს, რომ მან განმისაზღვროს, ჩემს სხეულს რა ვუქნა. არავინ ამტკიცებს მარიხუანას ჯანმრთელობისთვის სიკარგეს, ან სიცუდეს. მთელ საქართველოში ლეგალიზებულია ალკოჰოლი, თამბაქო. ლეგალიზაციის არ უნდა გვეშინოდეს. რაღაც კონკრეტული ნივთიერები ბაზარზე რეგულირებულ დაშვებაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

15826594_1451033288281459_6558077347301822889_nპოლიტიკური ცენტრი “გირჩის” წევრები მეტი ეფექტისთვის, 31 დეკემბერს, საკუთარი ოფისში მარიხუანა დათესა, თან განმარტა, რომ ეს არის ერთგვარი ულტიმატუმი ხელისუფლების მიმართ. ეს ფაქტი საქართველოს რამდენიმე ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერშიც დავიდა.

საყოველთაო თესვის ღონისძიებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ კი პარტიის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ახალამოსული მცენარეების ფოტოებიც გამოაქვეყნეს და იქვე განმარტეს, რომ 31 დეკემბრიდან 10 იანვრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მათ ოფისში არ მისულან და არც რაიმე შეტყობინება გაუგზავნიათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის საფუძველზე არის დაწყებული.

11 იანვარს შსს-ს წარმომადგენლები პოლიტიკურ ცენტრ “გირჩის” ოფისში შევიდნენ და ზურაბ ჯაფარიძეს სასამართლოს განჩინება წარუდგინეს.

“დღეს რატომ მოვიდნენ, არ ვიცი. შეეძლოთ, იგივე ქმედებები განეხორციელებინათ 31-ში ღამით, ან პირველში ან ორში. დღეს მოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, წარმომიდგინეს სასამართლოს განჩინება, რომ მათ აქვთ ჩხრეკის უფლება, ამის შემდეგ ველოდებოდით ექსპერტების მოსვლას, რომლებმაც რაღაც საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატარონ ოფისში. სავარაუდოდ, ქოთნებს ამოიღებენ და შეამოწმებენ, ნამდვილად არის თუ არა იქ მარიხუანა, რაც ნამდვილად ასეა. სხვა მეტი გამოსაძიებელი არაფერია, რადგან რაც გავაკეთეთ, ყველაფერი იყო საჯარო”, – განაცხადა ჯაფარიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

რას ფიქრობენ მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში”?

sazog-2-deSovპარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება ნარკოპოლიტიკის გადახედვისთვის მზად არის. არჩევნებამდეც და მას შემდეგაც მიმდინარეობს შეხვედრები საკითხის დაინტერესებულ პირებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ამ საკითხზე პარლამენტში აუცილებლად იმსჯელებენ. კობახიძის თქმით, გარკვეულ წილად საჭიროა გადაიხედოს საქართველოს კანონმდებლობა, თუმცა რა მიმართულებით, ეს განხილვების პროცესში გამოიკვეთება.

მარიხუანას მომხმარებელთა 30% შემდეგ მძიმე ნარკოტიკზე გადადის, – აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე. მისი განმარტებით, არც მარიხუანა არის მსუბუქი ნარკოტიკი და ადამიანის ჯანმრთელობისთვის არც ისე უსაფრთხო, რომ მაღაზიის თაროებიდან იყიდებოდეს. ლეგალიზაციის შესახებ კანონის მიღებამდე იგი ხელისუფლებას ურჩევს გააძლიერონ ყველა ის შესაბამისი სამსახური, რომელიც გათვალისწინებული იქნება იმისთვის, რომ არ მოხდეს მარიხუანას მომხმარებელთა ზრდა.

233538123“ადამიანებს მარიხუანას ოხმარების გამო არ უნდა იჭერდნენ, ამას ვეთანხმები, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს თემა დიდხანს იქნება აქტუალური. გარკვეული ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს, მაგრამ კიდევ აღვნიშნავ, რომ მანამდე ალტერნატიული ცვლილებები უნდა განხორციელდეს, სახელმწიფო მზად უნდა იყოს პრევენციისთვის. მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკი არის, არც ისე უსაფრთხოა, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია, ჩვენ არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ საქართველოს მოსახლეობა და მომავალი თაობა”, – აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე.

234237261რაზე მეტღველობს სტატისტიკა?

მარიხუანის მოხმარების თვალსაზრისით, საქართველოს რეგიონებს შორის გურია ლიდერობს. მას მოსდევს მცხეთა – მთიანეთი. მარიხუანა ქალებს შორის პოპულარულია სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო რაჭა – ლეჩხუმის სოფლებში კანაფს ძირითადად სუსტი სქესის წარმომადგენლები ეწევიან – ასეთ მონაცემებს აქვეყნებს დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი “ალტერნატივა ჯორჯია”, რომელმაც მოსახლეობაში კვლევა დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – USAID-ის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს – CzDA-ს ფინანსური დახმარებით ჩაატარა.

მათი ინფორმაციით, კვლევის მიზანია, დადგინდეს მოსახლეობაში ნარკოტიკების მოხმარების მასშტაბები და ტენდენციები. საქართველოს მოსახლეობაში სხვადასხვა არარეგალური ნივთიერების მოხმარების მასშტაბებით საიმედო მონაცემები არ მოიპოვება. არსებობს რამდენიმე კვლევა, რომლებიც სწავლობდნენ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების გავრცელებას და თავისებურებებს განსაზღვრულ სუბპოპულაციებში: ნარკოტიკების მოხმარების პრაქტიკა პრობლემურ მომხმარებელთა შორის, სკოლის მოსწავლეებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის.

კვლევითი ცენტრი “ალტერნატივა ჯორჯია” კვლევა 2015 წლის ბოლოს ჩატარდა. სულ 18-დან 65 წლამდე ასაკის 4,805 ათას ადამიანი გამოჰკითხეს, ამათგან 55,7% – სუსტი სქესის წარმომადგენლები.

კვლევის შედეგების თანახმად, კანაფი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გასინჯული ჰქონდა 18 – 24 წლამდე ასაკის რესპოდენტთა 10.4%-ს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში – 4.0%-ს, ხოლო ბოლო ერთი თვის განმავლობაში – 1.0%-ს.​ რესპოდენტების მხოლოდ 0.6%-მა განაცხადა, რომ ინექციური ნარკოტიკი ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუხმარია.

“მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი გარკვეულ წარმოდგენას იძლევა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს შორის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მასშტაბზე, ამ კვლევის მონაცემების გენერალიზება ზოგად მოსახლეობაზე შეუძლებელია”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე თქმით, ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული მონაცემების არსებობა ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემის დასაძლევად და შემდგომი პოლიტიკის და ეროვნული რეაგირების სტრატეგიის სრულყოფისთვის. საქართველოში მიღწეული შედეგების სხვა ქვეყნების მონაცემებთან შედარების შესაძლებლობა საერთო მაჩვენებლის საფუძველზე, მონაცემთა უფრო ღრმა ინტერპრეტაციისა და ქვეყანაში არსებული ვითარების უკეთ გაანალიზების საშუალებას იძლევა.

რადგან საქართველოში მსგავსი კვლევა მანამდე არ ჩატარებულა, ქვეყანას პირველად ეძლევა საშუალება რომ EMCDDA-ს მიაწოდოს კვლევაზე დამყარებული მნიშვნელოვანი ინდიკატორები. EMCDDA აღიარებულია, როგორც გლობალური ნარკოსიტუაციის მონიტორინგის და ინფორმაციის ცენტრი.

P.S. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 70% მხარს უჭერს მარიხუანის დეკრიმინალიზაციას.

შ.ქარჩავა