ქართული ტელეკომპანიები და ბეჭდვითი ორგანოები დიდი გულისყურით და ინტერესით ადევნებდნენ თვალს აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის არჩევნების ხანგრძლივ წინასაარჩევნო კამპანიას. არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც არასისტემურმა კანდიდატმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთა 280-ზე მეტი ხმით (სავალდებულოა 270 ხმა) გაიმარჯვა, შეფასებები და კომენტარები თბილისშიც მოჰყვა. ეს გასაგებიცაა, რადგანაც 2011 წლის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, აშშ ოფიციალური თბილისის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც უკვე 25 წელია დიპლომატიური ურთიერთობები აქვს.

ქართულ-ამერიკული ურთიერთობა: დასაწყისი

misha-saakashvili-with-w-bush

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს საფუძველი გასული საუკუნის 90-იან წლებში, სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჩაეყარა, შედარებით უფრო დიდი აქტიურობით და დინამიკით ამერიკის ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუში – უმცროსის და საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს წარიმართა.

2008 წელს აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ოფიციალურ ვაშინგტონს და თბილისს შორის ურთიერთობის დინამიკამ იკლო. თუმცა ვითარება 2009 წლის იანვარში შეცვალა, დემოკრატ პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ, იანვარში მნიშვნელოვანი დოკუმენტის გაფორმებამ. საუბარია საქართველოს და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე, რომელმაც განსაზღვრა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, ოთხი ორმხრივი საერთაშორისო ჯგუფის ფარგლებში: დემოკრატიის და მმართველობის საკითხებით დაწყებული, თავდაცვის, უშიშროების, ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკით დამთავრებული.

ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე იმ წლებში უშუალო გავლენა მოახდინა იმან, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია, პრეზიდენტ ობამას და სახელწიფო მდივან ჰილარი კლინტონის სახით, მოსკოვთან თავიანთი ურთიერთობების გადახედვაზე, ანუ ე.წ. “გადატვირთვაზე” გადავიდნენ. ამან უარყოფითად იმოქმედა ოფიციალური თბილისის პოზიციებზე, თავად სააკაშვილი კი ცნობილი ამერიკელი ლობისტური კომპანიების დახმარებით ცდილობდა, ქვეყანა დასავლეთელი პარტნიორების და აშშ-ს თვალთახედვაში ჰყოლოდა.

თბილისის და ვაშინგტონის ურთიერთობა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ

ასეა, თუ ისე, ობამას ადმინისტრაციის პერიოდში აშშ-ს სამხრეთ კავკასიური პოლიტიკა შეიცვალა, საქართველო კი მეორე პლანზე გადავიდა. ამ დროის განმავლობაში საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და ქვეყნის სათავეში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია “ქართული ოცნება” მოვიდა. მან ისარგებლა საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციის შესაძლებლობებით და ქართულ-რუსული კონტაქტები გაააქტიურა, რამაც თავის მხრივ, დადებითად იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე.

თუმცა, რუსულ-ამერიკული დაპირისპირების მორიგმა ეტაპმა, უკრაინული კრიზისისადმი (რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ყირიმის შეერთების ჩათვლით) სხვადასხვაგვარი მიდგომების და ახლო აღმოსავლეთში (სირიასა და ერაყში) არსებული ვითარებების ფონზე, საქართველოს სტატუსი მთელი სამხრეთ კავკასიის და საგარეო მოთამაშეებისთვის, კიდევ ერთხელ გაზარდა. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ სცადა ამით ესარგებლა. ამის შედეგი იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის თბილისში ვიზიტის დროს, 6 ივლისს ორ ქვეყანას შორის “აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმის” გაფორმება, რაც ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის საქმეში პროგრესის არქონის კომპენსაცია უნდა ყოფილიყო. ამ დოკუმენტის შესახებ საუბრისას ქერიმ განაცხადა, რომ მემორანდუმი განსაზღვრავს “უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობას და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების მოქნილობის გაძლიერების მიზნით ნაბიჯების გადადგმას, ასევე ხელს შეუწყობს თავდაცვითი და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების დამყარებას და ა.შ.”. იგივე დოკუმენტის თანახმად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ იკისრა 15 მილიონი აშშ.დოლარიანი ხუთწლიანი ეკონომიკური პროგრამით მხარი დაუჭიროს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, რაც მიზნად ისახავდა ქართველი ბიზნესმენების და ფერმერების დახმარებას.

ოფიციალური თბილისის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ზემოთ აღნიშნული შეთანხმებების მომავალში სრულად განხორციელება, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის დროს, “საქართველო – აშშ”-ს ხაზით კონტაქტების გააქტიურებას გამოიწვევს, უფრო ფართოდ კი – ვაშინგტონის სამხრეთ კავკასიაში დაბრუნებას, თეთრი სახლის ახალი ხელმძღვანელობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებების სიაში რეგიონის ჩართვის წყალობით.

giorgi-kvirikashviliაშშ-ში პრეზიდენტის არჩევნების თაობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და თბილისი “მხარს დაუჭერს ამერიკელი ხალხის არჩევანს”.

“ამერიკა -საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. აშშ-ს მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შენარჩუნების პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გასული 25 წლის განმავლობაში. დღეს, ჩვენ მომავალი 25 წლის განმავლობაში აშშ-სთან პარტნიორობაზე ვსაუბრობთ. ესეც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

mikheil_janelidzeსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, იმავე თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს და აშშ-ს ღრმა პარტნიორობა აკავშირებთ და დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი ადმინისტრაციის პირობებში “აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობები უკვე ჩამოყალიბებული სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში გაგრძელდება, რომლის მიზანია საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ ინსტიტუტში”.

maxresdefault

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ელის, რომ საქართველო-ამერიკის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში კიდევ უფრო გაღრმავდება, უფრო სწორედ, პრაქტიკულად განხორციელდება ადრე გაფორმებული „თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში საქართველოს აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმი“.

და ტრამპი?

აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების მიხედვით, გამარჯვებულ დონალდ ტრამპს მისმა კონკურენტმა ჰილარი კლინტონმა უკვე მიულოცა გამარჯვება და ქვეყნის პრეზიდენტობა. შეიძლება ითქვა, რომ თბილისში მოვლენების ამგვარად განვითარება არავის გაჰკვირვებია.

არასისტემური – რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის, რომელიც ნატოში სკეპტიკურად აფასებდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, ვაშინგტონის გადაჭარბებულ საგარეო პოლიტიკურ აქტივობას, ასევე, საერთაშორისო ტერორიზმთან, მათ შორის რუსეთის მხარდაჭერით, ბრძოლის სურვილს გამოთქვამდა, გამარჯვებამ ქართული ელიტის ინტერესებზეც მოახდინა გავლენა. გარდა ამისა, საქართველოსთვის ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია რუსეთ-ამერიკული ურთიერთობების, როგორც მინიმუმ, სტაბილიზება და კონფრონტაციის შემცირება.

დასავლური სამყაროს ახალი ხელმძღვანელის არაპროგნოზირებადობის და საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის შესაძლო ახალი გამოწვევების მიუხედავად, ტრამპის გამარჯვება თბილისში ბევრმა უარყოფითად აღიქვა. აშშ-ს ახალ პრეზიდენტს გამარჯვება მსოფლიო სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტმაც მიულოცა.

“დიდი გულმოდგინებით და იმედით ველი ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელებას, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენი ქვეყნების პარტნიორობას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველო-ამერიკის  მრავალწლიანი მეგობრობა და ძლიერი კავშირები, კიდევ უფრო გააღრმავებს და განამტკიცებს ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობას”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზად არის აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა განაგრძოს.

“ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომლებიც ორიენტირებულია შეერთებული შტატების გაძლიერებაზე. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობები ორი ქვეყნის ინტერესებს ემყარება. ურთიერთნდობის წლებმა ქვეყნებს შორის ძლიერი, ყოვლისმომცველი და ღრმა პარტნიორობის საფუძველი მოგვცა… მზად ვართ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ვითანამშრომლოთ ჩვენს ქვეყნებში, რეგიონებსა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარების და თავისუფლების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია ქართველი პრემიერის გზავნილში.

მათ გარდა, დონალდ ტრამპს გამარჯვება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემაც მიულოცეს.

საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ს პოლიტიკის გადახედვის შესახებ გავრცელებული ჭორების გასაფანტად აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ, იმედი გამოთქვა, რომ არჩვენების შემდეგ ვაშინგტონი კვლავ განაგრძობს საქართველოს დახმარებას.

“ჩვენ ხალხს უნდა მოვუსმინოთ, რომელიც ცვლილებებს ითხოვს. ვფიქრობ, აშშ-ს საქართველოსადმი მხარდაჭერა არ შეიცვლება. ამას ადასტურებს კონგრესის რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს. ჩემის მხრით, გავაგრძელებ თანამშრომლობას ახალ ადმინისტრაციასთან, რათა საქართველოსთან თანამშრომლობა და მისი მხარდაჭერა შენარჩუნდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს კელიმ.

სააკაშვილი – ტრამპი: შემდეგ რა?

 

trup-with-president

ტრამპის გამარჯვებას შედარებით უფრო ემოციურად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, 2012 წელს, ტრამპის ბათუმში ვიზიტის დროს გადაღებული ფოტო.  სააკაშვილმა ტრამპი ასევე “არაპროგნოზირებადი პოლიტიკის მქონე ძლიერ პიროვნებად” მოიხსენია.

“20 წელზე მეტია ერთმანეთს ვიცნობთ და ვმეგობრობთ. მისი გამარჯვების შესახებ ფრთხილად ვიწინასწარმეტყველე. არაპროგნოზირებადი პოლიტიკის მქონე ძლიერი პიროვნებაა. ჩვენ ახლა უფრო მეტად ფრთხილები და ორგანიზებულები უნდა ვიყოთ”, – წერს სააკაშვილის facebook-ის საკუთარ გვერდზე.

საქართველოს ტრამპი 2012 წლის აპრილში ეწვია, ბათუმში პროექტ “ტრამპ ტაუერის” პრეზენტაციაზე, რომლის მფლობელი და დეველოპერი იყო Silk Road Group (SRG) – ქართული კონგლომერატი ბიზნეს-ინტერესებით ტრანსპორტის, ტელე-კომუნიკაციების, უძრავი ქონების და საბანკო მოღვაწეობის სფეროებში. SRG-მა ტრამპის სავაჭრო ნიშანი და სახელწოდება ლიცენზირებული შეთანხმების ფარგლებში გამოიყენა, რომელიც ამერიკული მაგნატ Trump Organization-ის დეველოპერულ კომპანიასთან 2011 წლის მარტში, ნიუ-იორკში, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით გამართულ ცერემონიალზე გაფორმდა. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებდა საქართველოში “ტრამპ ტაუერის” ორი კომპლექსის, ჯერ ბათუმში, შემდეგ თბილისში აშენებას. პროექტების ღირებულება დაახლოებით 300 მილიონი აშშ.დოლარი იყო. ბათუმის “ტრამპ ტაუერის” მშენებლობა 2013 წლის ბოლოს და 2014 წლის დასაწყისისთვის იყო დაგეგმილი. მთლიანად პროექტის ფართობი კი დაახლოებით 160 ათასი კვადრატული მეტრი უნდა ყოფილიყო.

სააკაშვილის ნოსტალგია ასევე უკავშირდებოდა იმასაც, რომ ტრამპის საქართველოში ვიზიტის დროს, მან ამერიკელი მილიარდერი საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი “ბრწყინვალების ორდენით” დააჯილდოვა.

მაშინ სააგენტო “რეიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა სააკაშვილი შეაქო და განაცხადა, რომ “საქართველო მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ადგილია მსოფლიოში, დიდი საინვესტიციო შესაძლებლობებით”. შესაძლოა, აქედან გამომდინარე, საქართველოდან გაქცეულ ექსპრეზიდენტს ტრამპის არჩევასთან დაკავშირებით, რაღაც მოლოდინი გაუჩნდეს. ამის დამადასტურებლად შეიძლება მივიჩნიოთ სააკაშვილის მონათხრობი 2014 წელს ტრამპთან საუბრის შესახებ, როდესაც იგი საქართველოდან აშშ-ში გადავიდა.

 

“როდესაც ამერიკაში ჩავედი, ტრამპმა დამირეკა და სტუმრად მიმიწვია. მითხრა: შესაძლოა, ახლა ბევრი შენი მეგობარი პრეზიდენტი არ გირეკავს, მე კი – გირეკავო. როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი გავხდები, მაშინაც დაგირეკავ და სადილზე მიგიწვევ”, – ყვება სააკაშვილი.

შესაძლოა, სწორედ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნების საშიშროებამ გამოაფხიზლა საქართველოს მმართველი ელიტა, რომელიც არ მალავდა გაოცებას არჩევნების შედეგების გამო, თუმცა ტრამპს მაინც მიულოცა გამარჯვება და საქართველო-ამერიკის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება ისურვა.

ანალიტიკოსების პროგნოზები:

217370057სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ქართული ფონდის (GFSIS) ექსპერტი კახა გოგალაშვილი არ გამორიცხავს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობებში გარკვეულმა გამოწვევებმა იჩინოს თავი, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებულ მის განცხადებებს. ექსპერტის თქმის, ძირითადად ყველაზე დიდი გამოწვევა შეიძლება იყოს ის, რომ ტრამპმა აშშ-ს საგარეოპოლიტიკური აქტივობა, გარკვეულ რეგიონებში შეაჩეროს, რადგანაც ის შეერთებული შტატებისთვის “მიზანშეუწონლად და წამგებიანად” მიიჩნიოს. ასეთი რეგიონი შესაძლოა იყოს სამხრეთ კავკასია და პირველ რიგში, აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი -საქართველო. ასეთ შემთხვევაში, როგორც პოლიტოლოგს მიაჩნია, ეს რეგიონი რუსეთის სრული გავლენის ქვეშ მოექცევა.

“ტრამპი მაინც ბიზნესმენია და ვფიქრობ, რომ იგი მოვლენებს პრაქტიკულობის თვალსაზრისით უფრო აფასებს. მასში ნაკლებია იდეალისტური საწყისი”, – ამბობს პოლიტოლოგი „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, მეორე შესაძლო გამოწვევა – ტრამპის პოზიციაა ყირიმის და უკრაინის საკითხებზე რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იგი არ გამორიცხავს რუსეთზე “ზემოქმედების შესუსტებას”, რაც პოლიტოლოგის აზრით, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მიზნებზე, “მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან” დაკავშირებით.

“აშშ-ს გავლენის შემცირება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოზე, რადგან გავლენიანი შეერთებული შტატები, რომელიც საქართველოს მფარველობს, ამ ქვეყნის განვითარების და უსაფრთხოების საკმაოდ ძლიერ გარანტიას ქმნის”, – მიაჩნია ექსპერტს.

ajqszთავის მხრივ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ მალხაზ მაცაბერიძეს მიაჩნია, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის შეცვლა საქართველოს და შეერთებული შტატების ურთიერთობებს არ შეასუსტებს, რადგანაც რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც საქართველოს მხარს უჭერენ. მისივე თქმით, ეს დადასტურდა ცოტა ხნის წინათ აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციით, რომლითაც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას (ინიციატორები: რესპუბლიკელი ტედ პო და დემოკრატი ჯერალდ კონოლი).

“საქართველოს წინაშე დღესაც იგივე გამოწვევებია, რაც ბარაკ ობამას მმართველობის დროს იყო. მათ შორის მთავარია – რუსეთიდან მომდინარე საშიშროება, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი გავლენის აღდგენა სურს. აშშ რუსეთის წინაშე დათმობებზე ვერ წავა. აშშ – ძლიერი ინსტიტუტების მქონე დემოკრატიული ქვეყანაა, რომელშიც გადაწყვეტილებებს, მხოლოდ ერთი ლიდერი არ ღებულობს. ასე, რომ ქვეყნის დისკრედიტაციის უფლებას, თუნდაც ამის სურვილი არსებობდეს, ახალ პრეზიდენტს არავინ მისცემს”, – ამბობს ექსპერტი.

მაცაბერიძემ ასევე დასძინა, რომ მისი აზრით, თავად ტრამპსაც არ ექნება მოსკოვთან დიალოგში აშშ-ს ავტორიტეტის მსხვერპლად შეწირვის სურვილი.

Dalma News-ის ქართული რედაქცია