აზერბაიჯანში პირველად არ შეივსო მოსალოცად წამსვლელთა ქვოტა. ამის შესახებ კავკასიის მუსულმანთა სამმართველოზე დაყრდნობით «Oxu.Az-ი» იტყობინება.
2014 წლამდე მომლოცველთა რეგისტრაცია თებერვლიდან მაისამდე გრძელდებოდა. წელს რეგისტრაციის ვადა აგვისტოს ბოლომდე იმის გამო გაგრძელდა, რომ აზერბაიჯანისთვის გამოყოფილი 2 400 ადამიანზე გათვლილი ქვოტა ჯერ კიდევ არ შევსებულა.
დოკუმენტების მიღება მიმდინარე წლის 20 თებერვალს დაიწყო. მექაში აზერბაიჯანელებისთვის მოლოცვა 11 სექტემბერს დაიწყება და ორ ვარიანტად იქნება ორგანიზებული. სასტუმროებში საუკეთესო პირობებითა და გაცილებით ძვირადღირებული კვებითა და სხვა. მომლოცველებმა უნდა გადაიხადონ 5 750 აშშ დოლარი, გაცილებით იაფიან სასტუმროს ნომრისთვის კი 4 700 აშშ დოლარი. წელს მომლოცველები მომსახურების საფასურს პირველად გადაიხდიან დოლარებში.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მომლოცველები მხოლოდ თვითმფრინავებით იმგზავრებენ. მათ მგზავრობას ავიაკომპანია «AzAl»-ი უზრუნველყოფს.
შესაძლოა სწორედ პოლიტიკური კატაკლიზმები არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, რომ აზერბაიჯანელები არ მიისწრაფვიან მექასკენ.
შარშანდელი ქვოტა 4 000 ადამიანისგან შედგებოდა.