ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გასტროლებით იმყოფება. მომღერლებს თან ახლავს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, რომელმაც ჩინელი მუსიკის მოყვარულთათვის და მუსიკალური გუნდებისთვის მასტერკლასები გამართა და მათ ქართული ხალხური მუსიკის უნიკალურობის შესახებ მოუთხრო.
“რუსთავის” პირველი საპასუხისმგებლო კონცერტი ქალაქ შენჯენში გაიმართა. “ბისზე” რამდენჯერმე შესრულდა სიმღერა “სულიკო”, – იტყობინება პორტალი “არტინფო“.
ჩინელ მსენელში დიდი მოწონება დაიმსახურა “რუსთავის” მიერ შერულებულმა პოპულარულმა ჩინურმა სიმღერებმა, რომლებიც ანსამბლმა საგანგებოდ შეისწავლა და ერთხმიანი სიმღერების ქართული მრავალხმიანი ვარიანტი შესთავაზეს საზოგადოებას.
წარმატებული გამოსვლის შემდეგ ქართული ხალხური და სასულიერო მუსიკა გუანჯოსა და პეკინში შესრულდა. ანსამბლი პეკინის დიდი თეატრის ცნობილ დარბაზში გამოვიდა. დღეს კი ამ მნიშვნელოვან ტურს “რუსთავი” შანხაიში დაასრულებს.