ბავშვები, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს სწავლას დაიწყებენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის I კლასში, წელს პირველად გაივლიან “სასკოლო მზაობის პროგრამას”, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით მომზადდა.

“სასკოლო მზაობის პროგრამის შინაარსი შეესაბამება ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებებს, რომლის ფარგლებში ბავშვს შესაძლებლობა ეძლევა ჰქონდეს თვითგამოხატვის, შეცდომის დაშვებისა და გამოსწორების, შეკითხვების დასმისა და მსჯელობის შესაძლებლობა”, – აცხადებენ უწყებაში.

პროგრამის ძირითადი მეთოდია თამაშით სწავლება, რომლის საშუალებით ხდება ბავშვის მრავალმხრივი უნარების განვითარება. სასწავლო დროის მინიმალური ხანგრძლივობა 30 კვირაა.