სომხეთის კაზაკების საქმეთა საბჭომ მოსკოვის მერს სერგეი სობიანინს თხოვნით მიმართა, მიექირავებინა სახლი, რომელიც მე-19-ე საუკუნეში თავის დროის გამოჩენილ მოღვაწეს, გრაფ მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვს ეკუთვნოდა. ცნობილი არქიტექტორის მიხეილ ბიკოვსკის პროექტით აშენებული ეს სახლი მილიუტინის შესახვევში მდებარეობს.
“ჩვენთვის ძალზედ ძვირფასია ნებისმიერი ისტორიული დეტალი, რომელიც ისეთ გამოჩენილ პიროვნებას უკავშირდება, როგორიც ჩვენი თანამემამულე ლორის-მელიქოვია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კაზაკების საქმიანობაში: 1863-1875 წლებში იგი თერგის კაზაკთა ჯარის ატამანი იყო”, – განაცხადა სომხეთის კაზაკების საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე გენერალ-ლეიტენანტმა მიხეილ გრიგორიანმა (ციტატა მოყვანილია სააგენტო “Еркрамас“-იდან).
გრაფი ლორის-მელიქოვი 1825 წელს ტფილისში, სომხური წარმომავლობის ქართული ფეოდალური საგვარეულოს ლორის მელიქიშვილების ოჯახში დაიბადა. 1840-იანი წლებიდან სამხედრო კარიერა დაიწყო. მან სახელი გაითქვა როგორც ჭკვიანმა მეთაურმა და ადმინისტრატორმა. იგი წარმატებით მონაწილეობდა რუსეთის იმპერიის მიერ წარმოებულ ომებში, მათ შორის – კავკასიის, ყირიმისა და რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომებში. მისმა ჯარმა არტაანისა და ყარსის სიმაგრეები დაიკავა, რომლებიც ინგლისელმა და ფრანგმა ინჟინრებმა გაამაგრეს.
1879 წელს მელიქოვი სამი გუბერნიის – სამარის, სარატოვისა და ასტრახანის დროებით გნერალ-გუბერნატორად დანიშნეს. გუბერნიებში შავი ჭირის ეპიდემია დაიწყო, ლორის-მელიქოვმა კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეპიდემიის გავრცელება შეეჩერებინა. ამის შემდეგ იგი ხარკოვის გუბერნიის გენერალ-გუბერტანორად დაინიშნა. 1880 წლის 5 თებერვალს ზამთრის სასახლეში მოხმდარი აფეთქების შემდეგ მალევე პეტერბურგში რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ საბრძოლო ზომების განსახილველად გამოიძახეს, რის გამოც მეფის მიერ დაარსებული უზენაესი ადმინისტრაციული კომისიის მთავარ ხელმძღვანელად დანიშნეს. ამის შემდეგ მალევე დაინიშნა მესამე განყოფილების ხელმძღვანელად, რომელიც რევოლუციური-ტერორისტული იატაკქვეშა მოძრაობის წინააღმდეგ იბრძოდა.
ლორის-მელიქოვი რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო. იმპერატორ ალექსანდრე მეორეს მეფობის ბოლო წლებში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და დიდი უფლებებით სარგებლობდა. მაშინდელ უცხოურ წყაროებში იგი მოხსენიაბულია, როგორც “იმპერიის კანცლერი”. იგი შედარებით ლიბერალურ საშინაო პოლიტიკას ატარებდა, რის გამოც “რბილი დიქტატორი” უწოდეს. რევოლუციონერების წინააღმდეგ უმოწყალოდ ბრძოლასთან ერთად გრაფმა ლორის-მელიქოვმა მიაღწია იმას, რომ შერბილდა ცენზურა, გაფართოვდა გუბერნიების თვითმმართველობის უფლებამოსილებები, საგანმანათლებლო სფეროში კონსერვატიული ხელმძღვანელობა გაუქმდა. კარგად ესმოდა, რომ მომწიფებული იყო იმპერიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების მთელი რიგი მხარეების რეფორმირების აუცილებლობა ორგანიზაცია “ნაროდნაია ვოლიას” სახით ახლად წარმოჩენილი ნიჰილისტური ტერორიზმის გასანადგურებლად, გეგმავდა წარმომადგენლობითი ორგანის – მომავალი სახელმწიფო სათათბიროს პროტოტიპის შექმნას. მან მოამაზადა დოკუმენტი, რომელიც რუსეთის იმპერიის პირველი კონსტიტუციის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
ზოგი წყაროს მიხედვით, იმპერატორი ალექსანდრე მეორე სწორედ – 1881 წლის პირველ მარტს, აღნიშნული დოკუმენტის ოფიციალური დამტკიცების დღეს მოკლეს. სოფია პეროვსკაიას ხელმძღვანელობით “ნაროდნაია ვოლიას” წარმომადგენლების ჯგუფმა ზამთრის სასახლისკენ მიმავალ მეფეს ტერაქტი მოუწყო. რისაკოვის მიერ სამეფო ეტლისთვის ნასროლმა პირველმა ბომბმა, რამდენიმე კაზაკი მცველი დაჭრა და მოკლა, იმპერატორი კი არ დაშავებულა. ტერორისტი გაკოჭეს. ალექსანდრე მეორე ეტლიდან გადმოვიდა და რისაკოვს ჰკითხა, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი. ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩია, რომ ეს მომენტი რეალობას არ შეესაბამება. იმის ნაცვლად, რომ მეფე დაუყოვნებლივ გაეყვანათ შემთხვევის ადგილიდან, დაცვამ მას ეტლის დატოვებისა და ტერორისტთან გასაუბრების საშუალება მისცა. პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდნენ და ამაში ტახტის მემკვიდრის – მომავალი მეფის ალექსანდრე მესამეს მხარდაჭერას პოულობდნენ. როდესაც მეფე ისევ ეტლისაკენ გაემართა, 25 წლის სტუდენტმა, ტერორისტმა ალექსანდრე გრინევიცკმა მეორე ბომბი ააფეთქა. იმპერატორი მძიმედ დაიჭრა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. აფეთქებამ თავად გრინევიცკიც იმსხვერპლა.
პროვოკაციამ (ეს თუ მართლა კარგად მოფიქრებული და დაგეგმილი პროვოკაცია იყო) სრულად გაამართლა. ახალმა იმპერატორმა საკონსტიტუციო რეფორმები დაუყოვნებლივ გააუქმა. კანცლერი ლორის-მელიქოვი მალევე ჩამოაშორა ყველა საქმეს, ხოლო “ნაროდნაია ვოლიას” ხელმძღვანელობა – პეროვსკაია, ჟელიაბოვი და კიბალჩიჩი დააწინაურეს. დაიწყო ლიბერალური დადგენილებების გაუქმებისა და “მეფე-განმანთავისუფლებლის” ბატონობა. რუსეთმა თავისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარება შეწყვიტა, რამაც მეცნიერებისა და ისტორიკოსების აზრით, უარყოფითად იმოქმედა ქვეყანაზე. წარმოიქმნა მთელი რიგი უკიდურესად რადიკალური და დესტრუქციული რევოლუციური პარტია, სოციალისტ-ლენინელების ჩათვლით, გავრცელდა მარქსისტული სწავლებების ყველაზე დამანგრეველი ვარიანტები და საბოლოო ჯამში, დაიშალა რუსეთის სახელმწიფოებრიობა.
გრაფ მიხეილ ტარიელის ძის ლორის-მელიქოვის მთელი პატრიოტული მოღვაწეობა მსგავსი პერსპექტივების თავიდან აცილებისკენ იყო მიმართული. მას ბრალი არ მიუძღვის იმაში, რომ ევოლუციური გზით ქვეყნის რეფორმირების შორსმჭვრეტელური გეგმები ვერ განხორციელდა, ხოლო ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მისი ყოფნა, რომელსაც თანამედროვეები “საერთო გამოცოცხლებისა და იმედების დროს” და “გულის დიქტატურას” უწოდებენ, ხანმოკლე აღმოჩნდა.
როგორც სჩანს, ახალი ხელისუფლების უდიერმა დამოკიდებულებამ გული გაუტეხა გრაფს და თანამდებობის დატოვების შემდეგ, ძირითადად საზღვარგარეთ ცხოვრობდა. 1888 წელს ნიცაში გარდაიცვალა და ტფილისში, სომხური სამოციქულო ეკლესიის ვანის ტაძარში დაკრძალეს.
ამ გამოჩენილი მოღვაწის პოლიტიკური მემკვიდრეობა და ცხოვრება მართლაც იმსახურებს ხსოვნასა და შესწავლას. ზოგიერთი მისი მიდგომა ისტორიული განვითარების კანონზომიერებისა და სახელმწიფო მშენებლობის ევოლუციური გზებისადმი დღესაც აქტუალურია. ამ თვალსაზრისით, სომხეთის კაზაკების საქმეთა საბჭოს ინიციატივა ლორის-მელიქოვის სახლის დაქირავების შესახებ, იმპერიის მაღალჩინოსნის სახლ-მუზეუმის გახსნის ალბათობას წარმოშობს. მით უფრო, რომ სწორედ გრაფი ედგა სათავეში სომხურ კაზაკთა ქვედანაყოფის შექმნას, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომში.
არმენ ხანბაბიანი – სპეციალურად Dalma News-ისთვის