თეატრი ზრუნვით იწყება

ერთ წელიწადში ერევნის კ.სტანისლავსკის სახელობის რუსული დრამატული თეატრი დაარსების 80 წლისთავს აღნიშნავს. შარშან 50 წელი შესრულდა იმ მომენტიდან, რაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი საერთაშორისო თეატრალური აკადემიის აკადემიკოსი, სომხეთის სახალხო არტისტი, რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ბევრი სხვა ტიტულისა და რეგალიის მფლობელი ალექსანდრე გრიგორიანი გახდა. მის მიერ თეატრის გატარებული წლები ნამდვილად გინესის რეკორდების წიგნშია ჩასაწერი. ხელოვნებაში მარტივი გზები არ არსებობს, თუმცა მათ არც არავინ ეძებს. თერატრალური ყოველდღიური ცხოვრების აღსაწერად შესაფერისი სიტყვა სწორედ “ზრუნვაა”. თავისი სპეციფიკური საზრუნავის ფონზე რუსულ დრამატულ თეატრს მართლაც რომ ზრუნვა სჭირდება.

უწყვეტი სამუშაო დღეები და იშვიათი დღესასწაულები

თეატრის რეპერტუარი ჯერ კიდევ მისი დაარსების დღიდან დაწესებულ პრინციპებს მისდევს. თითქმის თანაბარი რაოდენობით არის წარმოდგენილი, როგორც რუსული კლასიკოსების, ისე სომხური ეროვნული დრამატურგიისა და თანამედროვე ავტორების სპექტაკლები. მსახიობებს რთულ წლებშიც კი არ მიუტოვებიათ თეატრი, დღეს კი დასს ახალგაზრდა მსახიობებიც შეემატნენ.

დამოუკიდებლობის პირველი წლები მართლაც ძალზედ რთული იყო. მათრობელ ქარ-ცეცხლში, თეატრის მისამართით სატელეფონო მუქარები ისმოდა, შეიარაღებული ადამიანებიც კი მიდიოდნენ. საბედნიეროდ, ეს პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა არც მოღერეული ხმლის ლიკვიდაციის შემდეგ შეუმსუბუქდათ მუშაობა თეატრის მესვეურთ.

კულტურის სამინისტრო ხან ელექტრო ძრავით ეხმარებოდა თეატრს, ხან სასწავლო სტუდიას ხსნიდა, მაგრამ ეს ყველაფერი მიზერული იყო. გრიგორიანი დამწუხრებული ამბობდა, ბევრმა მსახიობმა დატოვა თეატრიო, რადგან მან ვერ უზრუნველჰყო მათი ცხოვრებისეული და შემოქმედებითი ელემენტარული პირობები. დარჩნენ მხოლოდ ერთგულები და თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები.

ხელოვანი ადამიანების რთული სამუშაო, წუთითაც არ ჩერდება. რეპეტიციებითა და სპექტაკლებით გადატვირთული სამუშაო დღეები და არც ისე ხშირი, განსაკუთრებით ძვირფასი დღესასწაულები. ეს ის დღეებია, როდესაც ახალი სპექტაკლის პრემიერა იმართება, რაც სეზონზე რამდენჯერმე ხდება, ან თავად თეატრთან დაკავშრებული რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა. პრემიერები ანშლაგით მთავდრება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქალაქის თეატრალური ცხოვრება, პესიმისტების მიუხედავად, სულაც არ არის აპათიური – რუსული დრამატული თეატრის მაყურებელი ყველაფერზე დადებითად რეაგირებს. თუმცა, ნებისმიერ სხვა თეატრშიც ასეა, – მთავარია მაყურებელი ჰყავდეს, თეატრი კი მადლობას აუცილებლად გადაუხდის.

ასე, რომ ქვეყნის სომხურენოვანი პროფესიონალური თეატრი იმავე პრობლემებსა და სიხარულს განიცდის, რასაც ხვა – ეროვნული თეატრი. ცხადია, რუსულ დრამატულ თეატრს თავისი სპეციფიკა აქვს, თუმცა იგი თეატრისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიზეზი არ არის. საჭიროებისდამიხედვით, მისადმი ყურადღებასაც იჩენენ და ეხმარებიან კიდეც, მაგრამ მეორეა, რამდენად საკმარისია ეს.

ნაბრძანებია გადარჩეს!

რუსული დრამატული თეატრი, სხვა პროფესიონალური თეატრების მსგავსად, იმის წყალობით გადარჩა, რომ საკუთარი თავის წინაშე გადარჩენის აუცილებლობა დაისახა მიზნად, რაც განხილვას არ ექვემდებარება.

იმის ჩამოწერას, თუ რა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი XXI საუკუნის მოთხოვნების მიხედვით, ძალზედ დიდი ადგილი დასჭირდება. მაგრამ თეატრებმა ისწავლეს იმას დასჯერდნენ, რაც გააჩნიათ და რასაც თავად გამოიგონებენ. არა და, მართლაც ბევრი რამ არის საჭირო – ელ.ენერგიით დაწყებული, სასცენო განათებებით დამთავრებული, რომ აღარაფერი ვთქვათ შენობის რემონტსა და კომუნიკაციის საშუალებებზე.

სომხეთის დამსახურებული მსახიობი, თეატრის დირექტორი ფრედ დავთიანი ამბობს, რომ ახალი თანამედროვე განათლების შესაძენად 4 მილიონ ნახევარი ევროა საჭირო. თანხა მართლაც სერიოზულია, მაგრამ დირექტორის თქმით, ასეთი საქმისთვის ეს არც თუ ბევრი ფულია. მაგრამ საიდან? – ეს არავინ იცის. რჩება მხოლოდ იმის იმედი, რომ მოხდება სასწაული და ამ თეატრსაც ისე გაუმართლებს, როგორც გრიბოედოვის სახელობის რუსულ თეატრს თბილისში, რომელიც ინვესტორის წყალობით აღფრთოვანების ღირსია.

1
ფრედ დავთიან

ახლა კი, მოულოდნელი საჩუქარი – მკაცრი ეკონომიკური კრიზისი. შარშან საგასტროლო პერსპექტივები და ფესტივალებში მონაწილეობის გეგმები შემცირების თვალსაზრისით გადაიხედა, მიმდინარე სეზონზე, როგორც დავთიანი ამბობს, კიდევ უფრო მკაცრად იქნება საქმე. თუმცა, ნებისმიერი კრიზისი ოდესღაც მთავრდება და დირექტორებს არც ოპტიმიზმი ტოვებს. მის გარეშე მართლაც რომ შეუძლებელია.

ასობით დამაკავშირებელი ძაფი

80 წლიანი ისტორიის განმავლობაში არაერთი ფესტივალი და გასტროლი ჩატარებულა. ბოლო წლებში ერევნელი მსახიობები მუდმივად მონაწილეობენ და ნომინანტებად არიან წარდგენილნი დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნების რუსული თეატრების ტრადიციულ საერთაშორისო ფესტივალზე სანკტ-პეტერბურგში. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დაფინანსება თავად მონაწილე მხარემ უნდა გაიღოს. ამგვარად, 2016 წლის ფესტივალისთვის თეატრის მიმდინარე ბიუჯეტი არ იძლევა ჯგუფის პეტერბურგში გამგზავრების საშუალებას, რომ აღარაფერი ვთქვათ, მსახიობების სასტუმროებში დაბინავებაზე.

რესპუბლიკის დამსახურებული მსახიობი რობერტ აკოფიანი სხვადასხვა რუსული თეატრისა და თეატრალური ფესტივალების ხშირი სტუმარია. თავის დროზე, იგი მონოსპექტაკლებით – ერთი მსახიობის თეატრით იყო გატაცებული. თავად დგამდა სპექტაკლებს და თავადვე თამაშოდა. აკოფიანის თქმით, ამგვარი მუშაობა საინტერესოა იმით, რომ შემოქმედებით თავისუფლებას იძლევა. როდესაც მარტო ხარ, ყველაფერს აკეთებ, რომ მაყურებლისთვის საინტერესო იყოს.

რობერტ აკოფიანი მრავლად არის დაჯილდოვებული თავისი მონოსპექტაკლისთვის, მათ შორის რუსეთშიც. ეკონომიკური კრიზისი მის გეგმებსაც შეეხო, თუმცა მგზავრობის ხარჯებს ძირითადად თავად ფარავდა. როგორც სჩანს, ეკონომიკური სირთულეების სწრაფად დაძლევას ყველა დაინტერესებული მხარე მოუთმენლად ელის.

ნამდვილი მეგობარი საქმეებით ვლინდება

შეკითხვა იმის შესახებ, საჭიროა თუ არა რუსული თეატრის არსებობა ისეთ მრავალნაციონალურ ქვეყანაში, როგორიც სომხეთია, რიტორიკულია. საჭირო არ არის მისი არსებობის აუცილებლობის დასამტკიცებლად არგუმენტების მოყვანა. ისტორიულად სომხური საზოგადოების ბილინგვიზმი ჩამოყალიბდა, ობიექტური მიზეზებით 100 წლის წინა თურქული ვექტორი რუსულმა ჩაანაცვა.

ამჟამად ბილინგვიზმი რამდენადმე შემცირდა, თუმცა ბოლო დროის ეკონომიკური და პოლიტიკური ტენდენციები კვლავ მის ზრდას გამოიწვევს. უფრო მეტიც, თუ ამის საჭიროება იქნება, თეატრების სხვა ენებზე მოღვაწეობა მხოლოდ მისასალმებელია. სომხური გამოთქმაც ხომ არსებობს: “იმდენი ადამიანი ხარ, რამდენი ენაც იცი”. ეს ხომ ბრძენმა ხალხმა თქვა.

რუსული საზოგადოებრივი და კომერციული ორგანიზაციები თეატრის ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობენ. გასტროლების, სპექტაკლებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში ეხმარებოდნენ და კვლავაც ეხმარებიან რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრო, საგასტროლო ტურების მხარდაჭერის ფედერალური ცენტრი, მოსკოვის კულტურის დეპარტამენტი, კულტურული, მათ შორის რუსულ-სომხური ორგანიზაცია სანკტ-პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. თეატრის სპონსორები არიან “ЮКЖД” და “ВТБ ბანკი” სომხეთში.

5 წლის წინათ, სტანისლავსკის სახელობის თეატრის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ЮКЖД-ს მაშინდელი გენერალური დირექტორის ვიქტორ რებეცის ინიციატივით, შენობის ნაწილი გარემონტდა და თეატრალური მუზეუმი გაიხსნა. რებეცი, როდესაც თეატრის ხელმძღვანელის გრიგორიანის კაბინეტში შევიდა, გაოცდა დიდი რაოდენობით უნიკალური პორტრეტების, ფოტოსურათების, სუვენირების, დიპლომებისა და სხვა ნივთების დანახვით, რომლებიც აუცილებლად საჯარო ჩვენების ღირსია. თეატრის გარდერობში შემონახულია უნიკალური კოსტიუმები, რომლითაც მსახიობები ყველასთვის კარგად ცნობილ სპექტაკლებშ გამოდიოდნენ. ამ ყველაფერმა გენერალურ დირექტორს თეატრის მუზეუმის შექმნა შთააგონა.

«რემონტს 17 დღე დასჭირდა. საქმე უჩვეულოდ სწრაფად გაკეთდა“, – ღიმილით იხსენებს ფრედ დავთიანი, – «მუზეუმიც თვალის დახამხამებაში გავხსენით. ღირსეული ექსპონატი ბევრი იყო, თუმცა თაროებზე ისინი ოფიციალურ გახსნამდე ნახევარი საათით ადრე დავაწყე“.

მუზეომში კ.სტანისლავსკის შესანიშნავი პორტრეტია (ამას სპეციალისტებიც ადასტურებენ). თუმცა ვერ დგინდება სურათის ავტორის ვინაობა და შესრულების თარიღი. ქვედა მარჯვენა კუთხეში არის წარწერა “ჟასმინ-ს”, თუმცა ამ მიმართულებით კვლევები უშედეგოა. იქნებ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც თეატრისთვის ამ მნიშვნელოვან საიდუმლოს ფარდას ახდიან…

ერევნის რუსული თეატრი ყოველთვის შესამჩნევი იყო თავისი ძლიერი დასითა და კარგად შერჩეული რეპერტუარით. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არის სტანისლავსკის სახელობის რუსული დრამატული თეატრი ერევნელი მაყურებლისთვის ახალ-ახალი აღმოჩენა. ისინი, ვინც ახლოს იცნობენ ხელოვნების ამ ტაძარსა და მის მსახიობებს, არც ერთ ახალ პრემიერას არ უშვებენ და კარგად ნაცნობ სპექტაკლებზეც, დიდი სიამოვნებით ყიდულობენ ბილეთებს. უბრალოდ, კარგი იქნება, თუ თეატრს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ ისინი, ვისაც ეს ევალება და ვისაც შეუძლია – რუსული დრამატული თეატრი ამას ნამდვილად იმსახურებს.

რუბენ გიულმისარიანი სპეციალურად Dalma News-ისთვის

Lina Levine-ის ფოტოები