ხანგრძლივი ფიქრისა და მომქანცველი ქასტინგების შემდეგ, ცნობილმა დიზაინრემა შერონ მარმა, ქართველ გოგონებს შორის იპოვა მისი წლევანდელი კოლექციის სახე. 17 წლის მოდელი ანუკი სიხარულიძე სამშობლოში გამართულ შერონის პირველ ჩვენებას გახსნის.

12746130_10206019597192278_1525211198_nანუკი მოცეკვავეა. იგი ცეკვავს ქართულ და მსოფლიო ხალხთა ცეკვებს. 2015 წელს საქართველოს სილამაზის კონკურსზე “მის-ფიტნესის” ტიტული მოიპოვა. მოდელობის სურვილი 10 წლის ასაკში გაუჩნდა, როდესაც მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურს “მის სკოლაში” და ჟიურის სიმპათია დაიმსახურა. ამბობს, რომ ძალიან უყვარს სცენა და ფოტოგადაღებები.

მარლენ დიტრიხ

შერონ მარის ჩვენების წლევანდელი თემა მარლენ დიტრიხია და მისი ქასტინგების უმთავრესი მიზანი იყო, ეპოვა მიმსგავსებული ტიპაჟი. ქასტინგის პირველ ტურში 7 მოდელი შეირჩა, საბოლოოდ მათ შორის ერთი უნდა განმხდარიყო ბრენდის სახე. შერჩევის პროცესი მეტად რთული და დამღლელი გამოდგა. შერონი გუნდური პრინციპით მუშაობს და ამდენად ყურადღებით ისმენდა ფოტოგრაფებისა და ვიზაჟისტების არგუმენტებს. საბოლოო სიტყვა, რა თქმა უნდა მას ეკუთვნოდა და თითქოს ფავორიტებიც გამოიკვეთნენ, მაგრამ რჩეულის გამოცხადება მაინც ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მარცხის ღირსეულადფ მიღება ერთგვარი ნიჭია. ანუკის გამარჯვების გამო, დიზაინერზე განაწყენებული ერთ-ერთი მოდელი, მეორე დღესვე საკუთარი სურვილით გამოეთიშა გუნდს.

“ნამდვილად არ იყო მარტივი სახის შერჩევა. ეს პროცესი იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე ველოდი. მინდოდა ვყოფილიყავი ობიექტური და სამართლიანი. მიუხედავად იმისა, რომ მყავდა ფავორიტები და ბოლო სიტყვა იყო ჩემი, მაინც არ მივეცი თავს უფლება გადაწყვტილება ერთპიროვნულად მიმეღო. სახის შერჩევის პროცესში ჩართულები იყვნენ ასევე ჩემი უცხოელი პარტნიორები და ქართული გუნდის წევრები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდით მიდგას და უანგაროდ მეხმარებიან”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას დიზაინერმა.

საბოლოო სიტყვის პრივილეგია შერონმა, მისი ჩვენების ვიზაჟისტ ვიქტორია ბულისკერია-ბაკურიას მიანიჭა, რადგან მიაჩნია, რომ მან უკეთ დაინახა ის, რაც, შერონს ამ ჩვენებისთვის სჭირდება და მის არჩევანს ენდო. “არ შევმცდარვარ. ვარ ამაყი გადაწყვეტილებით”, – აცხადებს შერონი.

Dalma News-ის მკითხველი უკვე კარგად იცნობს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ დიზაინერ შერონ მარს. “MedModa” Italy; “Braga Fashion Show” Portugal; “Fashion Night Porto” Portugal Porto; “Donetsk Fashion Days” Ukrain; “Uptown Fashion Week” NY – ეს მისი წარმატებების მცირე ჩამონათვალია. Uptown Fashion Week NY-მა კი მისი კოსტიუმი სარეკლამო ჟურნალში გამოიყენა. შერონი რამდენიმე კონკურსის ჟიურის წევრიც იყო, მათ შორის, რომის Fashion Night-ზე, სპეციალური ჟიური იყო დონეცკში მოდელების კონკურსზე. წელს კი მიიღო მიწვევა Metropolitan Fashion Week-ზე. შერონ მარის პორტფელიოთი Dior-ი დაინტერესდა.

შერონის სრული სახელია შორენა მარცვალაძე, შერონი უცხოელებმა შეარქვეს. თავდაპირველად ჩვენებებზე მისი გვარით გამოდიოდა, დროთა განმავლობაში პოპულარობამ მოხერხებული და ჟღერადი სახელის შერჩევის აუცილებლობა მოიტანა, ასე გაჩნდა მსოფლიო მოდის სამყაროში შერონ მარი (Sheron Mar). ამ ბრენდის სამოსი მალე საქართველოშიც გამოჩნდება. მანამდე კი დიზაინერი გულმოდგინედ ემზადება ჩვენებისთვის, რომელიც თბილისში აპრილში გაიმართება.

10168442_10206019601232379_1487943962_n
ფოტოზე- შერონ მარის მიერ შერჩეული მოდელები

მზადებას ახლა დარჩენილ 6 მოდელთან ერთად განაგრძობს. ესენი არიან: თათია სანიკიძე, მარიამ ვარსიმაშვილი, ნინო სალუქვაძე, სესილი გაჩეჩილაძე, მარი მამუჩაშვილი და წლევანდელი ჩვენების სახე ანუკი სიხარულიძე. როგორც გოგონებმა გვითხრეს, შერონთან მუშაობა ძალიან საინტერესოა, თუმცა, მას სასწაულად უყვარს რეჟიმი და ყოველი სამუშაო დღე წინასწარ აქვს დაგეგმილი.

«ისინი უკვე ჩემი მეგობრები არიან, ლამაზები და კეთილები. ეტაპობრივად ვიბარებ თითოეულ მათგანს და მათი პარამეტრების შესაბამისად ვკერავ ჩვენებაზე წარსადგე სამოსს. მათზე ყოველთვის ვიზრუნებ, რადგან არიან ძალიან მეგობრულები. ეს ჩემი გუნდია. თუმცა, ერთი მოდელი სამწუხაროდ განაწყენდა და გამოგვეთიშა. ასეც ხდება სამწუხაროდ», – გაგვენდო შერონი.

მას კონკურენცია არ აშინებს, რადგან კარგად იცის, რომ ყველა შემოქმედს თავისი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ ინტრიგები არ უყვარს და ამბობს, რომ ასეთ დროს გაორმაგებული ძალებით უტევს სამუშაოს. მაგრამ ამჯერად მშობლიური საზოგადოების წინაშე უნდა წარსდგეს და პასუხისმგებლობაც მატულობს. მიაჩნია, რომ ქართველები გაცილებით მკაცრი შემფასებლები არიან. თუმცა, შერონს მისი საქმიანმობის კრიტიკული და სამართლიანი შემფასებელი ისედაც ჰყავს, ვისი აზრიც მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია და ვის შენიშვნებსაც ითვალისწინებს, ეს დედაა.

«დედა არასდროს მაქებს. თუმცა შედეგით ყოველთვის კმაყოფილია. მე ეს მახარებს. მისი აზრი ჩემთვის გადამწყვეტია. მან ჩემი ერთი შტრიხიც კი იცის, თუ რა ხასიათზე დავხატე და აქედან გამომდინარე ის ჩემი პირველი მრჩეველია. მიუხედავად იმისა, რომ მყავს ასევე ფრანგი მრჩეველი. ქართველი მაყურებელი ძალიან კრიტიკულია, მისთვის თავის მოწონება ძნელია. ზუსტად ვიცი შედეგები, თუმცა ამისთვისაც მზად ვარ. არ მეშინია! დარწმუნებული ვარ საკუთარ შესაძლებლობაში რისთვისაც თავი არასდროს დამიზოგავს. გვერდით მყავს გუნდი, რომელიც მაძლიერებს», – აცხადებს შერონი.

მოდის მოყვარულ ქართულ საზოგადოებას შერონ მარის ჩვენებაზე ბევრი სიურპრიზი ელის. ინდური სერიალების მოყვარულები ნამდვილად კმაყოფილები დარჩებიან, რადგან შერონი აპირებს საქართველოში მოიწვიოს ინდოეთში საკმაოდ ცნობილი მსახიობი როჰით კურანა, რომელიც მისი კოსტიუმების მამაკაცის ხაზს წარადგენს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ინდოელი მსახიობი დაინტერესდა ქართველი დიზაინერის იდეით და საქართველოში სტუმრობის სურვილიც გამოთქვა.

შერონ მარის სამუშაო კუთხე

 

ჩვენებაზე 20-მდე კოსტიუმი იქნება წარმოდგენილი. ქსოვილები ძირითადად პორტუგალიიდან აქვს ჩამოტანილი, თუმცა საქართველოში შეიძინა. მიაჩია, რომ სწორად შერჩეულ ხარისხიან ქსოვილს ძალიან დიდი მნიშვნელობა კოსტიუმის წარმატებისთვის. მისგან ხშირად მოისმენთ, რომ თარგი შეიძლება იყოს მარტივი, მაგრამ დიდი როლი ითამაშოს სწორად შერჩეულმა ქსოვილმა, ანუ ერთი შეხედვით მარტივიდან, იდეალური შეიქმნას.

 

 

შერონ მარის ჩვენება თბილისში სავარაუდოდ 10 აპრილს გაიმართება და ეს დღე უცხოურ პრესაშიც აუცილებლად გაშუქდება.

შორენა პაპაშვილი Dalma News-თვის