ის წარუმატებლობები, რომელიც ბოლო დროს მოსკოვის საფეხბურთო კლუბ “სპარტაკისა” და სომხეთის ნაკრების ფორვარდს იური მოვსესიანს სდევდა თან, ძირითადად მისი ტრამვებით აიხსნება. ამის გამო სპორტცმენი გუნდის შემადგენლობაში ვერ მოხვდება,- ამბობს რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ლეგედარული „სპარტაკელი“, 50-იანი წლების საუკეთესო საბჭოთა თავდამსხმელი ნიკიტა სიმონიანი.

jura-movsisjan_14529540481495050761

მანამდე “სპარტაკის” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ იური მოვსესიანი ამერიკულ კლუბ “რეალ სოლთ-ლეიქში” მიდიოდა. “ფეხბურთი აშშ-ში საკმაოდ სწრაფად ვითარდება და, მიმაჩნია, რომ მოვსესიანის კარიერაში ეს ნამდვილად არ არის უკან გადადგმული ნაბიჯი. ასეთ დროს მოთამაშეს მშვიდად აცილებენ. გარდა ამისა, მას მადლობა უნდა გადავუხადოთ რუსეთში გატარებული დროისთვის”, – განუცხადა ნიკიტა სიმონიანმა პორტალ RUSARMINFO-ს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ შედგა მოვსესიანის კარიერა რუსეთში, ამაზე საუბარი მხოლოდ თავად მოთამაშეს შეუძლია. რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ბოლო სეზონის თამაშზე მავსესიანს „მოტივაციის დაკარგვა“ შეეტყო.

ნიკიტა სიმონიანი
ნიკიტა სიმონიანი

 

“საწყენად არა, მაგრამ იურის მაინც ეტყვიან. ვფიქრობ, მთავარი მიზეზი ის არის, რომ მან საკუთარი თავისადმი მომთხოვნელობა დაკარგა”, – ამბობს ნიკიტა სიმონაინი.

 

 

ჯერ-ჯერობით მოვსესიანის გადასვლა გაფორმებულია, როგორც არენდა: “სპარტაკსა” და ამერიკულ კლუბს შორის შესაბამისი შეთანხმება 2016 წლის პირველ დეკემბრამდეა გათვალისწინებული. თუმცა ექსპერტები ეჭვობენ, რომ იგი ოდესმე მოედანზე შავ-თეთრი ფორმით გამოჩნდეს.

ვითარება უკვე დიდი ხნის მომწიფებულია. “სპარტაკი” ბოლო რამდენიმე წელია ერთ ადგილს ტკეპნის და რეგრესს განიცდის. ფეხბურთელების დიდი უმრავლესობა ჯერ კიდევ არ გაზრდილა. გარდა ამისა, ყოველ ახალ სეზონზე ახალ მწვრთნელთან უწევთ მუშაობა. მოვსესიანი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც შეექმნა პრობლემები, უცებ გავიდა. “მის ისტორიაში სწორედ ეს არის ყველაზე სამწუხარო – სულ რაღაც წელიწადნახევარში დაკარგა ის, რასაც წლების განმავლობაში თავგამოდებული შრომით მიაღწია”, – წერს Спорт-экспресс.

 

გამოცემის აზრით, სომეხი ფეხბურთელი სტაბილურად მიიწევდა წინ კარიერულ საფეხურებზე.

210373“მოვსესიანი არ გამოირჩეოდა ზეშასაძლებლობებით, რეაქტიული სისწრაფითა და ეფექტიანი დრიბლინგით. იგი ყოველთვის განსხვავდებოდა შრომისმოყვარეობით, ფიზიკური მომზადებით,საჯარიმოში დროულად გახსნის უნარითა და ძლიერი და ზუსტი დარტყმით. ფორვარდს სტაბილურად გაჰქონდა გოლები და გუნდისთვის წარმატება მოჰქონდა. აშკარა იყო, რომ შემდგომ მაღალ საფეხურსაც მალე დაიპყრობდა. ასეთი იყო 2013 წლის ზამთარი, როდესაც იგი მოსკოვში გადავიდა. “სპარტაკში” ისე კარგად თამაშობდა, რომ ფეხზე წამოდგომას იმსახურებდა. პირველივე მატჩზე „ტერეკას“ კარში გოლის გატანა – წითელ და თეთრ ფერებიან მაისურში გამოწყობილი დებიუტანტი ფეხბურთელის ასეთი თამაში დიდი ხანია გულშემატკივარს არ უნახავს! ფორვარდს ყველას გულის გასახარად ახლო მანძილიდანაც გაჰქონდა გოლები და შორიდან ძლიერი დარტყმითაც იპყრობდა მოწინააღმდეგე გუნდის კარს”, – წერს გამოცემა.

მაშინ თითქოს სჩანდა, რომ სომეხი ფორვარდი კიდევ დიდხანს შეინარჩუნებდა გუნდის წამყვანი მოთამაშის პოზიციას. შემდეგი იყო “შესანიშნავი სეზონი” მოვსისიანის მიერ გატანილი უამრავი გოლით. “მას შემდეგ რაც ვალერი კარპინი გაათავისუფლეს, ხოლო დიმიტრი გუნკოს დროს გუნდს აღარაფერი გამოსდიოდა, ძნელი იყო მოვსესიანის გულგრილობაში დადანაშაულება – მას თავისი გოლები გაჰქონდა. 2013 წლის შემოდგომაზე, ორი მნიშვნელოვანი მატჩის დროს სომეხი თავდამსხმელი მოედანზე მუხლების ტკივილით გავიდა. “ЦСКА”-სთან თამაშის შემდეგ ოპერაციის გასაკეთებლად გაემგზავრა”.

big_1445319960_6539442შემდეგ დაიწყო ტრამვები. ისინი მოვსესიანს მთელი მისი სპორტული კარიერის განმავლობაში სდევდა თან და ყველა უბედურების მიზეზად იქცა. ორწელიწადნახევარში ფორვარდმა 9 სხვადასხვა დაზიანება მიიღო. “მკურნალობა, გამოჯანმრთელება, რამდენიმე მატჩი ერთამენთის მიყოლებით და მორიგი ტრამვა. რა დროს უნდა ჩამდგარიყო ფორმაში? სწორედ ამიტომ გაქრა მის თამაშში თვითდაჯერებულობა და მკვეთრი მოქმედებები, რის გარეშეც მოვსესიანი აბსოლუტურად სხვა თავდამსხმელია”, – ნათქვამია სტატიაში.

ვალერი კარპინი, შემდეგ მურატ იაკინი (ეთნიკური თურქი შვეიცარიელი სპეციალისტი – რედ.) პრეტენზიებს უყენებდნენ თავდამსხმელს, რის შემდეგაც მოვსესიანის გვარი გასარიცხი მოთამაშეების სიაში ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა. თუმცა იაკინის წასვლის შემდეგ მოვსესიანი არც მალავდა სიხარულს. თითქოს წახალისდა და უარყოფდა სომხეთში დაბრუნების შესაძლებლობას. პირიქით, ამბობდა კიდევაც, რომ სურდა რაც შეიძლება მალე აღედგინა ძალები და დახმარებოდა პარტნიორებს.

“ძალები მართლაც მალე აღიდგინა. იგი უკვე პირველი ტურისთვის იყო მზად. მნიშვნელოვანი გოლები “კრასნოდარისა” და “რუბინისთვის”. რაღაც მომენტში იგრძნობოდა, თითქოს ძველი მოვსესიანი დაბრუნდა. მაგრამ შემდეგ დაიწყო ახალი ტრამვები და მის თვალებში ის უწინდებური სხივიც გაქრა”… აშკარა იყო, რომ “სპარტაკი” და მოვსესიანი ერთმანეთს წისვლაში ვეღარ ეხმარებოდნენ და გაყრა გარდაუვალი იყო.

დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, ფორვარდის გაყიდვას დაჟინებით მოითხოვდნენ. საბოლოოდ, დროებით დასაქმებაზე შეთანხმდნენ. „შესაძლოა ჩვენ ბედნიერი დასასრულის მომსწრენი გავხდეთ. ამერიკული გადატვირთვის შემდეგ გამოჯანმრთელებული მოვსესიანი მოსკოვში დაბრუნდეს. მაგრამ, მართლაც თუ რამე დაუბრუნებს მას საუკეთესო ფორმას, ეს ახალი გამოწვევაა. “სპარტაკი” კი უკვე განვლილი ეტაპია”, – ნათქვამია სპორტულ გამოცემაში.

 

10317

29 წლის ფეხბურთელი ბაქოში დაიბადა. მალევე მისი მშობლები საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდნენ. აშშ-ში იგი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა. ფორვარდმა მოსკოვის “სპარტაკში” 62 მატჩი ითამაშა და 25 გოლი გაიტანა. სომხეთის ნაკრების შემადგენლობაში იგი 2010 წლის აგვისტოში, ირანის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. მოვსესიანის თქმით, იგი აშშ-ს ნაკრებში მიიწვიეს, მაგრამ მან თავისი სამშობლოს ნაკრები ამჯობინა. სომხეთისთვის ფორვარდმა 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა. მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში იურა მოვსესიანმა სულ 223 ოფიციალური მატჩი ითამაშა და 80 გოლი გაიტანა, რაც ერთობ მაღალი შედეგია.