მთაწმინდის პარკი ხვალ, თბილისის დროით საღამოს 18:30 საათზე, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობას, ზუმბას წვეულებას უმასპინძლებს. პროგრამას უძღვება ზუმბას სერტიფიცირებული ინსტრუქტორი თეკო ცინცაძე. ღონისძიებაზე მოეწყობა სახალისო კონკურსები, გაიცემა საჩუქრები.

ზუმბა ეს არის ცეკვა-აერობიკა-ფიტნესი ლათინური მუსიკის რითმზე, რომელიც, აგრეთვე, მოიცავს ჰიპ-ჰოპს, რეგეტონს, სალსას, სამბას და ახლა უკვე მსოფლიო მუსიკასაც. ზუმბა არის გართობა, განტვირთვა და დასვენება, ამიტომ ამ ვარჯიშებს fitness party უწოდეს!

ერთსაათიანი ვარჯიშის დროს 500-დან 1000 კალორიამდე იხარჯება.

საღამოზე მოსულს ტუმრებს ელით:ცეცხლოვანი ზუმბა-ფიტნესი, სახალისო თამაშები, სპორტული შეჯიბრება, საჩუქარი La Belle Medical-ისგან, საჩუქრები მთაწმინდის პარკისგან, ასევე პარტნიორი კომპანიებისგან: Unicard, Weleda, Bioxsine, Club Card, Good Travel, Hair House.

საკონტაქტო პირი: ნონა ნებიერიძე, ტელ.: 555 10 95 28, 2 98 60 05; ელ-ფოსტა.: [email protected]; ია თარხან-მოურავი, ტელ.: 591 918-037, ელ-ფოსტა: [email protected]