ევროპის კომისიამ „დემოკრატიისათვის კანონის გზით“(ვენეციის კომისია)  11 სექტემბერს გამოაქვეყნა მეორე დოკუმენტი, რომელიც სომხეთში საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებულ შუალედურ მოსაზრებებს შეიცავს.
დოკუმენტის თანახმად, სომხეთის საკონსტიტუციო კომისიამ მაღალი დონის სამუშაო ჩაატარა. მომზადდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექსტი.

ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასება სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის მე-8, მე-9 და მე-16 თავებთან დაკავშირებით ექსპერტების მოსაზრებებია. კერძოდ, ეს თავები შეეხება პროკურატურას, საგამოძიებო და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს, ცესკოს, რეფერენდუმს, კონსტიტუციის ცვლილებასა და მიღებას. დანარჩენი თავების წინასწარი შეფასებები ვენეციის კომისიამ ივლისში გამოაქვეყნა.

ვენეციის კომისიის წინასწარ შეფასებაში  მოცემულია  სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის საკვანძო 89-ე გვერდის შესწორებული ვარიანტი, რომელიც ეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და პარლამენტში სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას.

ეს მუხლი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებულმა საკონსტიტუციო რეფორმების სპეციალიზირებულმა კომისიამ, 24 აგვისტოს ერევანში ვენეციის კომისიის ექსპერტებთან განხილვის შემდეგ შეასწორა.

ამგვარად, სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიჩნეულია საარჩევნო სისტემის არა აუცილებელ კომპონენტად, არამედ შესაძებლობად, რომელსაც შემდგომში საარჩევნო კომისია დაარეგულირებს.

ვენეციის კომისია მიესალმება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ 30 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი შეფასების მსგავსია.

მაგალითად, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა 21 აგვისტოს სომხეთის ეროვნულ კრებაში საკონსტიტუციო რეფორმების პროექტი გაგზავნა. პროექტის შედგენა პრეზიდენტთან არსებულმა საკონსტიტუციო რეფორმების ექსპერტთა კომისიამ დაასრულა. საკონსტიტუციო რეფორმების საკითხებში, სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენლად პარლამენტში, ექსპერტთა კომისიის წევრი ვარდან პოღოსიანი დაინიშნა.

სომხეთის პრეზიდენტი რესპუბლიკის პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში დაფიქსირებულ მიდგომებთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს. პრეზიდენტმა ექსპერტთა კომისიას დაავალა განაგრძონ დიალოგი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვენეციის კომისიასთან იმ საკითხებზე, რომლებზეც არ მიუღიათ შეთანხმებული გადაწყვეტილებები.