ვინც ინფორმაციას მართავს, მსოფლიოსაც ის ფლობს, – ნათან როტშილდის ცნობილი ფრაზა, რომელიც 1815 წელს წარმოთქვა ლონდონის ბირჟაზე დიდი წარმატების შემდეგ. არსი მდგომარეობს იმაში, რომ ის ლონდონში პირველი ბანკირი იყო, ვინც ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონის დამარცხება შეიტყო და ამ ამბავზე სპეკულაციებით 40 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა. 200-ზე მეტი წლის შემდეგ აღნიშნული ფრაზის მცირედით გადაკეთება შეიძლება:

ვინც ფლობს მასმედიას, ის მართავს სახელმწიფოს, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას

სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს აშშ და ევროკავშირი, მათი გეოპოლიტიკური ინტერესების ზონებში არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციების ფართო ქსელის შექმნისას (სურათი 1).

სურათი 1.

ყველა ეს ორგანიზაცია დეკლარირებს, რომ მონაწილეობს დემოკრატიის განვითარებაში, კორუფციასთან ბრძოლაში, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, მაგრამ სინამდვილეში, ლოიალურად განწყობილ სოციალურ ჯგუფებს საკუთარი საგარეო პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად ქმნიან

სინამდვილეში “გონებისთვის ბრძოლები” აქტიურად მიმდინარეობს სომხეთის, საქართველოს და მოლდოვას ტერიტორიაზე. გარედან დაფინანსებული ამ ქვეყნების მასმედია ზედმიწევნით იცავს ინფორმაციის მიწოდების მათ მიერ მითითებულ ვექტორს: ერთი მხრივ, რუსეთის ნეგატიური სახის შექმნა, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ყველა პრობლემაში დამნაშავის და მეორე მხრივ, ევროატლანტიკური კურსის განვითარება, როგორც ერთადერთი სწორი მიმართულების.

განვიხილოთ რეტროსპექტივაში, თუ რა მოუტანა ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებს ორივე ამ ვექტორმა. ასე, კიდევ 2003 წელს, როცა “ვარდების რევოლუციის” დროს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა, ქვეყანამ კურსი სწრაფი ევროპული ინტეგრაციისკენ აიღო. უცხოური გამოცემებისთვის მიცემულ თავის მრავალრიცხოვან ინტერვიუებში პრეზიდენტი სააკაშვილი ირწმუნებოდა, რომ აყვავების გზაზე მყოფი საქართველოსთვის შორს არ არის ის დღე, როცა ის სამხრეთ კავკასიაში ნამდვილი დემოკრატიის დასაყრდენი და ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდება. მაშინ საუბარი იყო ნამდვილად ძლიერ ქვეყანაზე და არა “დოტაციაზე მყოფ სახელმწიფოზე”. გავიდა თითქმის 20 წელი. საქართველო ვერც ევროკავშირში და ვერც ნატოში ვერ შევიდა, სამაგიეროდ გაიზარდა საგარეო ვალი (სურათი 2), ასევე მომრავლდა ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან ადვილად “კურირებენ” ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას.

სურათი 2. საქართველოს საგარეო ვალის ზრდის დინამიკა 2015-2020 წწ. მლრდ. დოლარი

საკმარისია აშშ და ევროკავშირი დაეჭვდეს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე, საქმეში მაშინვე ერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ასე იყო 2021 წლის ზაფხულს “თბილისი პრაიდის” შემთხვევაშიც (ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ლგბტ+ თემის ლეგალიზაციისთვის იბრძვის), როცა ორგანიზაციის აქტივისტებმა საქართველოს დედაქალაქში ე.წ სიამაყის აღლუმის გამართვა გადაწყვიტეს. ჩანაფიქრის განხორციელებას მაშინ ხელი შეუშალეს ქუჩაში გამოსულმა მოქალაქეებმა. საპასუხოდ დაგმობის მძლავრი ტალღა წამოვიდა ისეთი ორგანიზაციების მხრიდან, როგორიც არის “საზოგადოებრივი მოძრაობა მრავალეროვნული საქართველოსთვის” და “მედიის განვითარების ფონდი”. ევროკავშირისა და აშშ-ს გრანტებით დაფინანსებული ინტერნეტგამოცემები: “ღია კავკასიური მედია” და “ბუ”, რადიო NOR-ი, JAMnews-ი, CivilNet-ი, “თავისუფლების რადიოს” საქართველოს ფილიალი და სხვები, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ, რადგან მათ თბილისში “აღლუმის” გამართვას მხარი არ დაუჭირეს. ყველა გამოცემა უთითებდა იმაზე, რომ ეს ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ საჭირო გზიდან გადაუხვია. ქვეყნის ხელისუფლებამ მაშინ, ძლივს შეძლო “საინფორმაციო ხანძრის” ჩაქრობა.

იმისათვის, რომ მივხვდეთ საქართველოს საინფორმაციო სივრცეში რა მასშტაბის ინვესტიციაა ჩადებული, მაგალითს მოვიყვანთ: არასამთავრობო ორგანიზაცია “სტრატეგიული ანალიზის საქართველოს ცენტრი” კვარტალში 10 ათას ევროს იღებს ლიტვის საელჩოდან YouTube-არხის მართვისთვის, სადაც ვიდეო-ზარის ფორმატში პოლიტოლოგებს იწვევენ. ყველა მათგანი იზიარებს მოსაზრებას, რომ “საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს ევროინტეგრაციის კურსს”.

თეზისების სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს შორის გასავრცელებლად, თბილისში რეგულარულად იმართება კონფერენციები “სამოქალაქო განათლება ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებში დეზინფორმაციის წინააღმდეგ”. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის საქართველოს ყველა რეგიონიდან არჩევენ მასწავლებლებს. ორგანიზატორები პედაგოგებს პირდაპირ მითითებებს აძლევენ მიღებული ცოდნა სასკოლო მეცადინეობებისას გამოიყენონ: ანგარიშის ფორმა წარმოადგენს საქართველოს სკოლებში ჩატარებული ღია გაკვეთილების ფოტომტკიცებულებებს. კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა. ხარჯს (დაახლოებით 35 000 ევრო ერთი ღონისძიებისთვის) საკუთარ თავზე გერმანიის სამოქალაქო განათლების ფედერალური სააგენტო იღებს.

საქართველოში წარმოქმნილი არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციები დაფინანსებისთვის განცხადებით პირდაპირ მიმართავენ ისეთი ქვეყნების საელჩოებს, როგორი არის გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ლიტვა და სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას სთხოვენ. მათვე აბარებენ ანგარიშს გაწეულ სამუშაოზე. მაგალითად, ქართული ინტერნეტ-გამოცემა “ღია კავკასიური მედია” (რომელიც დარეგისტრირებულია, 2017 წლის 14 ნოემბერს, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია) რეგულარულად იღებს ფულს “ამერიკის ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის”-გან (NED), ასევე საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსგან არა მხოლოდ საკუთარი ჟურნალისტური საქმიანობისთვის, არამედ 24 წლამდე ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის გადამზადების კურსისთვის. მათ, ვინც არ კურსებს გაივლის, ეხმარებიან, როგორც გრანტით დაფინანსებულ, ისე სახელმწიფო მედია-ორგანიზაციებში დასაქმებაში. ამ ყველაფრის საფასურს წარმოადგენს სპონსორების ინტერესის სფეროში შემავალი საინფორმაციო კონტენტის შექმნა.

მაგრამ რა მისცა საქართველოს ევროკავშირმა მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში? ქართულ ეკონომიკაში სასწაული ვერა და ვერ მოხდა: მთავარი საექსპორტო პოზიცია ქვეყანაში უკავია მეორადი ავტომობილების რეექსპორტს (ექსპორტის საერთო მოცულობის 19%) და ბუნებრივი რესურსების გაყიდვა (მადნეული და სპილენძის კონცენტრატები, მთლიანი ექსპორტის 17%). საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორთა სიაში ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ შედის (იმპორტის მიმართულება – თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი; ექსპორტი – აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი). საქართველო არ აწარმოებს კონკურენტულ პროდუქციას, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი იქნებოდა. ცნობილი ქართული ღვინო მიზერულ 6 %-ს შეადგენს. ამგვარად, ევროკავშირი და აშშ, მთელი ამ დროის განმავლობაში, მნიშვნელოვან თანხებს დებენ არა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, არამედ, ქვეყნის საინფორმაციო სივრცეზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად.

ანალოგიური ვითარება შეიქმნა სომხეთშიც, სადაც უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე დაახლოებით 25 წელია მუშაობენ. 40-მდე ორგანიზაცია, რომელთა საქმიანობაც ევროკავშირისა და აშშ-ს ფულადი სახსრებით ფინანსდება, აქტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. ასევე მონაწილეობენ სომხეთში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. ასე მაგალითად, 2018 წელს, როდესაც “ხავერდოვანი რევოლუციის” დროს ქვეყნის ხელისუფლებაში ნიკოლ ფაშინიანი მოვიდა. სახელმწიფო გადატრიალებამდე 3 თვით ადრე, არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანმიმართულად ამზადებდნენ საზოგადოებას. შედეგად, მომზადება გაიარა 50-მა ჟურნალისტმა და 75-მა სამოქალაქო აქტივისტმა, რომლებიც “რევოლუციის” რუპორების ფუნქციას ასრულებდნენ. ფაშინიანის ხელისუფლების სადავეებთან მოსვლაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორიც არის: კლუბ “ასპარეზის” ჟურნალისტები, “ინფორმირებული მოქალაქეების კავშირი”, ევროპული პრესკლუბი, “ჟურნალისტი-გამომძიებლები”, ასევე საინფორმაციო ცენტრი “ფაქტორი”. მათი ყოველწლიური შემოსავალი 1-დან 2-მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

უცხო ქვეყნის სტრუქტურების ნამდვილი სახის დანახვა შესაძლებელი იყოს 2020 წლის ბოლოს, როდესაც ფაშინიანმა და მისმა გუნდმა აზერბაიჯანთან ომში მარცხი განიცადა. ყველა გრანტიჭამია მედია, რომლებიც 2018 წელს “ხავერდოვან რევოლუციას” გულშემატკივრობდნენ, ახლა ქვეყნის პრემიერის დასაცავად გაიჭრნენ, ომის წაგებას აბრალებდნენ ყველას, გარდა ფაშინიანისა. არც აშშ-ს და, არც ევროკავშირს მაშინ სომხეთისთვის სამხედრო, ან ეკონომიკური დახმარება არ აღმოუჩენია, რადგან მათ მიერ შექმნილი არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის დასაფინანსებლად ყოველწიურად 30 მლნ აშშ დოლარზე მეტი გამოიყოფა, სრულიად სხვა მიზნებისთვის არსებობენ – უალტერნატივო სვლა ევროკავშირისკენ.

ქვეყნის საშინაო საქმეებში აქტიურად ჩარევა ხორციელდება მოლდოვაშიც. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იქ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ექსპრეზიდენტ იგორ დოდონას დისკრედიტაციის მეთოდები შეიმუშავეს. მათი წარმატებული საინფორმაციო კამპანიის შედეგად ხელისუფლებაში მაია სანდუ მოვიდა.

სანდუს პირდაპირ კონსულტანტებსა და მრჩევლებს 2016 წლიდან გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ერთ-ერთი უდიდესი ორგანიზაცია, კონრად ადენაუერის ფონდი აფინანსებს. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლობას კიშინიოვში ჰანს მარტინ ზიგი ხელმძღვანელობს. ის არის მოლდოვას მმართველი პარტია “მოქმედება და სოლიდარობის” და ქვეყნის პრეზიდენტის კოორდინატორი, რომლებიც გერმანელი სპონსორების მითითებებით ატარებენ ქვეყანაში ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკურ კურსს.

მოლდოვას პოლიტიკურ ცხოვრებას აქტიურად აშუქებენ ისეთი მედიაგამოცემები, როგორიცაა “ზიარულ დე გარდე” (მოლდოვას ყოველკვირეული გამოცემა ჟურნალისტური გამოძიებებით, აფინანსებს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი), “ტიმპული” (დაფინანსებას რუმინეთიდან იღებს, ასევე USAID-სგან), “ადევერული” (მოლდოვური ყოველკვირეულის “ქალიშვილი”, რომლის სათაო ოფისი ბუქარესტშია). აღნიშნულმა გამოცემებმა 2012 წლის ოქტომბერში 37 სხვა, მოლდოვურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ხელი მოაწერეს მოლდოვას პრეზიდენტის მიმართ კოლექტიურ მიმართვას, სადაც მოითხოვდნენ გაზზე მოლაპარაკებების შეწყვეტად, სანდუ  დაადანაშაულეს ევროინტეგრაციის კურსის ღალატში და პრაქტიკულად ჩაშალეს კონტრაქტის ხელმოწერა. ეს ყოველივე იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ზამთრის სეზონისთვის მოუმზადებლობის გამო, საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.

ამგვარად, სომხეთის, საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიაზე ათწლეულების განმავლობაში ყოფნით ევროკავშირს შეეძლო ამ ქვეყნებს დახმარებოდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ასევე, შექმნილიყო წარმოების განვითარების ზრდისთვის საჭირო პირობები. თუმცა, რატომღაც, მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების პერიოდული დაპირებებით შემოიფარგლებიან, რომლებსაც არ აქვთ დროის ლიმიტი. ასევე, მიმდინარეობს ინფორმაციული სივრცის კონტროლის ხელში ჩაგდება არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციების დაფინანსებით. ასეთი ორგანიზაციების არსებობა არ აძლევს ქვეყნებს შესაძლებლობას დამოუკიდებლად ააშენონ დაბალანსებული საშინაო პოლიტიკა ბრიუსელისკენ ყურების გარეშე, ასევე სახელმწიფოს ართმევს საგარეო პოლიტიკის სხვა ალტერნატივას, გარდა ევროინტეგრაციისა.

ნ. ლემკინი