პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა “სამსახურეობრივი და სამოქალაქო იარაღის შეძენა-გამოყენების” შესახებ კანონში შესაბამისი შესწორებების შეტანის განკარგულება გასცა. შესწორებების თანახმად, სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების ესკორტსა და დაცვას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებზე პასუხისმგებელ პიროვნებებს, სახელმწიფო და უშიშროების სხვა სამსახურების თანამშრომლებს შეუძლიათ აზერბაიჯანში თავიანთი მოვალეობები სამსახურეობრივი იარაღითა და საბრძოლო მასალით შეასრულონ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ნებართვის მისაღებად აზერბაიჯანის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უნდა მიმართონ, რომელიც, თავის მხრივ, ასეთი ნებართვის გაცემის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწვდის.

ასეთ შესწორებებთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტმა პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა სამ თვეში უნდა მოამზადოს.