ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში მზის დამწვრობის 80 შემთხვევა დაფიქსირდა, ამათგან 41 მზის დაკვრის შედეგად, თუმცა, ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობა წელსაც აქტუალურია, რაც, როგორც წესი, სხეულის მე-3 ხარისხის დამწვრობას იწვევს. ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობის უკვე 6 შემთხვევა დაფიქსირდა. დაზარალებულთაგან ერთ-ერთი 62 წლის ქალბატონი იყო.

როგორც Dalma News-ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, პირველი ივლისიდან დღემდე, ცხელი ამინდებით გამოწვეული ჩივილებით 100-მდე გამოძახება შევიდა.

დედაქალაქში ზაფხულის შუა რიცხვებიდან საგრძნობლად მოიმატა ჰაერის ტემპერატურამ და +39 გრადუსს გადააჭარბა, თუმცა, სინიპტიკოსები აცხადებენ, რომ ტემპერატურას პიკამდე არ მიუღწევია და ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერია.გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში, კვირის ბოლოსთვის ტემპერატურის მეტნაკლებად, 35 გრადუსამდე დაკლებას პროგნოზირებენ.

მედიკოსები მოსახლეობას მზეში სიარულისგან თავის შეკავებას ურჩევენ და ამბობენ, რომ მზეს განსაკუთრებით მაღალწნევიანები და ბავშვები უნდა მოერიდონ. ექიმების განმარტებით, მძიმე დაავადებების მაპროვოცირებელი, ხშირ შემთხვევაში არის, გადამეტებული რუჯის მიღების დროს მთელი დღის განმავლობაში მზეზე წოლა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here