საქართველოს დედაქალაქში ქვეყანაში ყველაზე დიდი სავაჭრო-გასართობი ცენტრი «East Point»-ი 12 სექტემბერს, კახეთის გზატკეცილთან გაიხსნება და 31 ჰექტარის ფართობის მოედანს მოიცავს.

როგორც «Новости-Грузия» «East Point»-ის მარკეტინგის დირექტორმა თეიკო ლომინაძემ განუცხადა, ცენტრის ტერიტორიაზე მაღაზიები, ბოულინგ-ცენტრი, კაფეები და რესტორნები განლაგდება.  «East Point»-ს წლის ბოლომდე ფრანგული სავაჭრო ქსელი «Carrefour»-ი, საბავშვო გასართობი ცენტრი «Фокус-Мокус»-ი და ელექტრონიკის მაღაზიებიც შეუერთდება.

“სავაჭრო ცენტრში ფეხსაცმლისა და აქსესუარების მსოფლიო ბრენდებს შორის მოსალოდნელია ნახოთ, საქართველოში ყველაზე დიდი ქსელი Zara, Bershka, Stradivarius, Massimo Dutti, Mango და სხვა. იქვე ხელმისაწვდომი იქნება: McDonalds, Wendy’s, Dunkin Donuts და საცხობი “სახაჭაპურე №1” – განაცხადა ლომინაძემ.

მისივე თქმით,  «East Point»-ში 10 კინოდარბაზი და საქართველოში პირველი IMAX-ის დარბაზი გაიხსნება.