საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ჭრელ პალიტრას კიდევ ერთი მკაფიო შტრიხი – სტუდენტური მღელვარებები, გაფიცვები და შიმშილობა დაემატა.

ის, რომ სტუდენტები თავიანთი დაუშრეტელი ენერგიით, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების არქონისა და ახალგაზრდული მაქსიმალიზმის გამო აალებადი მასაა, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. საკმარისია გავიხსენოთ 1968 წლის პარიზი, როდესაც სტუდენტური მღელვარებები კინაღამ ყველაზე სერიოზულ რევოლუციაში გადაიზარდა. სამწუხაროდ, ახალგაზრდობა ყოველთვის ადვილად ეხმაურება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, რის გამოც იოლად ხდება პოლიტიკური მანიპულაციის ობიექტი. მსოფლიო, ალბათ, არასოდეს დაივიწყებს ყბადაღებული ხუნვეიფინებისა და წითელი კხმერების – ახალგაზრდა მამაკაცებისა და ქალების მოღვაწეობას, რომლების სისხლის ტბა დადგა.

სტუდენტური მღელვარება სიახლე არც საქართველოსთვის არის. 1977 წელს საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუციის მიღებისას, სწორედ ქართველმა სტუდენტებმა და პროფესორებმა მოთხოვეს საბჭოთა ხელისუფლებას საჯაროდ, ქართული ენისთვის სახელმწიფო სტატუსი მიენიჭებინათ. 1988 წლის შემოდგომაზე და 1989 წლის გაზაფხულზე, სტუდენტები რუსთაველის გამზირზე მასობრივ აქციებს მართავდნენ, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პოლიტიკური პროცესების შემდგომ განვითარებაში.

არსებობდა კურიოზულ-ანეგდოტური სახიათის სტუდენტური აქციებიც. მაგალითად, 2000 წელს სტუდენტებმა დემონსტრაციები მხოლოდ იმიტომ მოაწყვეს, რომ ახალი ათასწლეულის დაწყებასთან დაკავშირებით ჩათვლები და გამოცდები გაეუქმებინათ. ამ ვითარების აბსურდულობა და კომიკუროდა შეიძლება შევადაროთ ორსული ქალების მიერ მშობიარობის გაუქმების მოთხოვნას, რადგანაც მას თან ახლავს ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები.

თუმცა სტუდენტურ ფენას ბევრად უფრო სერიოზული ცვლილებების მოხდენაც შეეძლო და ამის ფლაგმანი ყოველთვის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. როგორც ცნობილია, სხვადასხვა ქვეყნისთვის “ფერადი რევოლუციების” სცენარი ტიპიურია და ყოველთვის ითვალისწინებს მებრძოლი, ახალგაზრდული ფრთის შექმნას. საქართველოში ასეთ ორგანიზაციას “კმარა” ეწოდა. სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილ ასეთ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შეეძლოთ მშვიდად, კანონის გაუთვალისწინებლად, შეესრულებინათ საჭირო საქმე და “ფერადი რევოლუციისთვის” პრობლემები არ შეექმნათ.

მას შემდეგ რაც, მიხეილ სააკაშვილის “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, “კმარელები” მაღალჩინოსნების კაბინეტებში შედიოდნენ და მათ პირდაპირ ქუჩაში უშვებდა. დემოკრატიული პრინციპების დარღვევისთვის, რომელ ახალგაზრდა “კმარელს” მოსთხოვდნენ პასუხს, რადგანაც ორგანიზაცია თავისი მისიის შესრულებისთანავე გაქრა. მაშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა “კმარას” წარმომადგენლების მოთხოვნისთანავე დატოვა თავისი კაბინეტი. თუმცა ანალოგიურ მოთხოვნას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სერიოზულად შეეწინააღმდეგა, მაგრამ, რამდენიმე თვეში უკან დაიხია. სწორედ თსუ იყო ერთადერთი ადგილი, სადაც გამარჯვებულმა “ვარდების რევოლუციამ” ეკლები დაიცალა.

230589915

უმაღლეს სასწავლებელში კვლავაც ციებ-ცხელებაა. ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწყობილმა ხანგრძლივმა მღელვარებებს შედეგად რექტორის, ლადო პაპავას გადადგომა და მისი მოვალეობების შემსრულებლის არჩევნები მოჰყვა. ამ თანამდებობაზე დარეჯან თვალთვაძე დაინიშნა. თავად ლადო პაპავამ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებდა. მის მხარდასაჭერად უნივერსიტეტის პედაგოგებმა შიმშილობაც კი დაიწყეს. ყოფილ რექტორს მიაჩნია, რომ ქვეყანაში დიდი გაურკვევლობაა, ვერ გაიგებ ვინ არის ხელისუფლების სათავეში: “ქართული ოცნება”, თუ “ნაციონალური მოძრაობა”.

ეს ყველაფერი კოჰაბიტაციის მავნე პოლიტიკის შედეგია. ისინი, ვინც თავისი შეცდომებისთვის მკაცრად უნდა დასჯილიყვნენ, კომფორტულად არიან სახელმწიფო სტრუქტურებში მოწყობილები. სწორედ ამით აიხსნება “ქართული ოცნების” ბევრი წარუმატებლობა.

“თსუ-ს აქციებს ის ძალები მართავდნენ, რომლებიც დღემდე კომფორტულად სხედან სახელმწიფო სტრუქტურებში. თუმცა ეს ის ინფორმაციაა, რომლის გამჟღავნება ჯერ არ მსურს. დადგება დრო და მე ყველაფერს ვიტყვი. 2013 წელს უნივერსიტეტში ისტორიული არჩევნები ჩატარდა. მართალია, მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი კვლავაც მიხეილ სააკაშვილი იყო, თუმცა ზოგიერთი სტრუქტურა მას აღარ ემორჩილებოდა. ამასთანავე, „ქართული ოცნება“ რაღაც ეიფორიაში იყო. ხელისუფლების საშუალო და ქვედა რგოლები ახალ ბატონებს ეძებდნენ და მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენას ვერ ახდენდნენ”,- განაცხადა ლადო პაპავამ.

მან თავი თსუ-ს ლეგენდარულ რექტორებს – პეტრე მელიქიშვილსა და ივანე ჯავახიშვილს შეადარა, რადგანაც ამ თანამდებობაზე, მხოლოდ ეს სამი ადამიანი მოვიდა არჩევნების გზით და მუშაობდნენ დამოუკიდებლად, გავლენის გარეშე. დანარჩენი 25 რექტორი ჯერ ინიშნებოდა, შემდეგ ფორმალურად იგება არჩევნებს და მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების თანახმად მოქმედებდა.

რექტორ პაპავასა და ქვეყნის მთავრობას შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც იგი ეკონომიკის სამინისტროსა და ქალაქის მერიის მიერ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ნებადართული ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას შეეწინააღმდეგა. კონკრეტულად ამ ბიზნესს ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა. მშენებლობის წინააღმდეგ სტუდენტებიც გამოვიდნენ და ის შეაჩერეს.

 

ზემოქმედების მორიგი ეტაპი კანცლერის არჩევნების წინ დაიწყო. მაშინ ლადო პაპავას აზრით, ძალოვანმა სტრუქტურებმა, რექტორის ზურგს უკან ბინძური თამაში წამოიწყეს.

Photo: Civil.ge
Photo: Civil.ge

სტუდენტური მღელვარებების ბირთვად იქცა ჯგუფი, რომელიც თავის თავს “აუდიტორია 115”-ს უწოდებს. სტუდენტური პროტესტის გამო, უნივერსიტეტის ზოგიერთ კორპუსში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. სტუდენტებმა თავიანთი მოთხოვნა შემდეგი სახით ჩამოაყალიბეს. მათ სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურის გამარტივება და სტუდენტებისთვის, რომლებსაც აკადემიკურ საბჭოებში პირდაპირი გზით აირჩევენ, წარმომადგენლობითი ფუნქციების გადაცემა მოითხოვეს. მათ რექტორისა და აკადემიკური საბჭოს არჩევნების წესის დაუყოვნებლივ შეცვლაც სურდათ. “აუდიტორია 115”-ის მოთხოვნებს შორის იყო ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა. ამ შეხვედრისათვის სტუდენტებს კონკრეტული შეკითხვები ჰქონდათ მომზადებული და მთავრობის ხელმძღვანელისგან კონკრეტულ პასუხებს ელოდნენ. “მზად არის თუ არა მთავრობა ამ ცვლილებებისთვის; დაუყოვნებლივ გატარდება თუ არა საგანმანათლებლო და სამეცნიერო რეფორმა 2013 წელს შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად; რა ზომები მიიღება უნივერსიტეტში სწავლების დონის ასამაღლებლად და გაიზრდება თუ არა დაფინანსება?”

“აუდიტორია 115”-ის მიერ წამოჭრილი ერთ-ერთი პრობლემა იყო “მოქმედი რეზერვის ოფიცრების” თანამშრომლების საკითხი. ესენი არიან საიდუმლო თანამშრომლები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მუშაობენ. სტუდენტებმა სასწავლო დაწესებულებებში მსგავსი სტრუქტურების ლიკვიდაცია კატეგორიულად მოითხოვეს. “აუდიტორია 115”-ის წევრებმა განაცხადეს, რომ მათი ოჯახის წევრებს, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების დაჭერით, უსიამოვნებებითა და სამსახურების დაკარგვით ემუქრებიან, თუ სტუდენტები არ შეწყვეტენ სპეც.სამსახურების წინააღმდეგ ბრძოლას.

8426049784260497jpgპრემიერ-მინისტრის სტუდენტების მოწოდებას გამოეხმაურა. იგი თსუ-ში მათთან შეხვედრაზე პირადად მივიდა, გაეცნო მათ მოთხოვნებს, დაეთანხმა მათ და “აუდიტორია 115”-თან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. წამოჭრილ პრობლემებზე სამუშაოდ, პრემიერი სტუდენტებს სამუშაო ჯგუფის შექმნას დაჰპირდა და საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტა სთხოვა, რადგან სასწავლო პროცესის ჩაშლა აბსოლუტურად დაუშვებელია.

უნივერსიტეტში სწავლება განახლდა. ძნელია იმის პროგნოზირება, კიდევ რა შეიძლება მოხდეს შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებამდე. ნებისმიერი საზოგადოებრივი მღელვარება, ყოველთვის მოქმედი ხელისუფლების მინუსია და ეს მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

ირაკლი ჩხეიძე, სპეციალურად Dalma News-ისთვის