აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) მზად არის ევროპულ კომპანიებთან მოსალაპარაკებლად, ბერძნულ გაზტრანსპორტირების ოპერატორ DESFA-ში 16%-იანი წილის გასაყიდად, – იტყობინება «Haqqin.az».
2013 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ ტენდერში გაიმარჯვა და DESFA-ში მონაწილეობის 66% 400 მილიონ ევროდ შეიძინა.

ევროკომისიამ 2014 წელს გამოძიება დაიწყო, ევროკავშირის რეგლამენტის შესაბამისად DESFA-ში წილის შეძენის ხელშეკრულებაზე. ამჟამად აღნიშნულ ხელშეკრულებას ევროკომისიის კონკურენციის საკითხების დირექტორატი განიხილავს და ეს პროცედურა წლის ბოლომდე გაგრძელდება.

სახელმწიფო ნავთობკომპანიას აზერბაიჯანში, საქართველოში, უკრაინაში, რუმინეთსა და შვეიცარიაში ავტოგასამართი სადგურები ეკუთვნის, ასევე უმსხვილესი თურქული ნავთობქიმიური კომპლექსი Petkim-ისა და თურქეთში სხვა აქტივების მფლობელია.