შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განaხორციელდა.

როგორც უწყების პრესსამსახური, facebook-ის სოციალურ ქსელში წერს, თავდასხმის შედეგად ვებგვერდი 18 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე გახდა მიუწვდომელი.

www.smr.gov.ge-ზე განთავსებული იყო ანიმაციური გამოსახულება და ტექსტი: Hacked by error 7rb. No System Is Safe Access to the Site Was Easy out admin Your site has been hacked! Greet’s to: Dr.web Hijikata7rb All 7rb HACK Skype: Error 7rB BB: 73ECB3F0 Zone -h

ამჟამად აპარატის ვებგვერდი გათიშულია. სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰაკერებმა კიბერშეტევები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განახორციელეს.