საქართველოში საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

შესაბამის შეთანხმებას ხელი მოეწერა “დოიჩე ტელეკომის” ჯგუფის წევრ კომპანია “დეტეკონსა” და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო “ოუფენ ნეტს” შორის. პროექტი “ფონდი ქართუს” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

საყოველთაო მაღალსიჩქარიან ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება, რომლის ფარგლებში სათანადო ინფრასტრუქტურით 2000-მდე დასახლებული პუნქტი დაიფარება.

ახალ ინტერნეტ-ინფრასტრუქტურას მიუერთდება ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა სკოლა და ბიბლიოთეკა.