თბილისში ჰეიდარ ალიევის სახელობის ქართულ-აზერბაიჯანულმა ჰუმანიტარულმა უნივერსიტეტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. უნივერსიტეტის რექტორმა ნოვრუზ ბაირამოვმა მასმედიას განუცხადა, რომ უნივერსიტეტს, რომელმაც შარშან ოფიციალური სტატუსი მიიღო, წელს ლიცენზია შეუწყვიტეს,- იტყობინება “Haqqin.az“-ი.

რექტორმა დასძინა, რომ უნივერსიტეტი თბილისში საგანმანათლებლო დაწესებულება „ახალ უნივერსიტეტს“ შეუერთდა და მის ყოფილ შენობაში “ევროპული განათლების” ცენტრი გაიხსნა.

ბაირამოვმა უნივერსიტეტის დახურვის მიზეზებზეც ისაუბრა. “მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ასევე განათლების განვითარებისა და ხარისხის შეფასების ეროვნულ ცენტრში რეგისტრაცია გაიარა, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობებიდან გაანთავისუფლეს. რაკი სწორედ მაია ფანჯიკიძის ძმა, ლაშა ფანჯიკიძე დაგვეხმარა უნივერსიტეტის სტატუსის მიღებაში, მისი ნათესავების თანამდებობებიდან განთავისუფლების შემდეგ, ეს სტატუსიც ჩამოგვართვეს”, – ამბობს ნოვრუზ ბაირამოვი.

ლიცენზიის ჩამორთმევასთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარების მცდელობისას უნივერსიტეტმა თაღლითების გამო 300 ათასზე მეტი აშშ დოლარი დაკარგა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here