მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში დაიწყო ფესტივალი “ერთიანი კავკასია” («One Caucasus»), რომელიც 29 აგვისტომდე გაგრძელდება და სამი დღის განმავლობაში გააერთიანებს ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს.

საერთაშორისო ფესტივალი «One Caucasus» უკვე მეორე წელია იმართება და მისი მთავარი მიზანია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო  და შემოქმედებითი გარემოს შექმნა. პროექტი ხორციელდება პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მხარდაჭერით.

ფესტივალში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც ღამის გასათევად თან კარავს წაიღებს.

სამი საფესტივალო დღის განმავლობაში “ერთიანი კავკასიის” მთავარ სცენაზე წარმოდგენილი იქნება ახალი ინტერნაციონალური მუსიკალური პროექტები, როგორიც არის: CLIVE BROWN (დიდი ბრიტანეთი, იამაიკა) და პირველი კავკასიური გუნდი (კავკასია); JULIAN CHAMBERS (დიდი ბრიტანეთი, იამაიკა, ბარბადოსი) + MARNELI (საქართველო); PAKO SARR (სენეგალი) + გორდელა (საქართველო) ; VOŁOSI (პოლონეთი) + ჩვენებურები (საქართველო); NATURAL BORN LOVERS (საქართველო) + ჯაზ/ბლუზ მუსიკოსები რეგიონიდან ( კავკასია); FOLKNERY (უკრაინა) + კავკასიის ფოლკ/რეგი (კავკასია).

ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება მუსიკალური ტრენინგები და ექსპერიმენტები, კინოჩვენებები მოეწყობა არაფორმალურ კინოთეატრებში და სხვა მრავალი ღონისძიება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here