ქართული ეროვნული ვალუტა ერთობ უჩვეულოდ “იქცევა”. ქვეყნისთვის შედარებით სტაბილურ პერიოდში, როდესაც მსოფლიოში, განსაკუთრებულ კატაკლიზმებს ადგილი არ ჰქონდა, ლარი მოულოდნელად გაუფასურდა. ლარის კურსი, თითქმის ყველა სხვა ვალუტასთან მიმართებაში ყოველდღიურად ეცემოდა. ნეგატიური პროცესი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო, რასაც ძალიან მალე მოჰყვა მოსახლეობის აღელვება და ოპოზიციის კრიტიკა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ხელისუფლებაში მოსული ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პარტია “ქართული ოცნების” ოპონენტებმა ყველაფერში ოლიგარქის დადანაშაულება დაიწყეს და აცხადებდნენ, რომ მისი “არაკვალიფიციური და არაპროფესიონალური” მთავრობა და მის მიერ გატარებული “არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა” თავს ვერ ართმევს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

იმ დროისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ექსპრეზდენტ სააკაშვილის თანამოაზრე გიორგი ქადაგიძე მუშაობდა და “ქართული ოცნების” ლიდერებმა ლარის გაუფასურებაში ის დაადანაშაულეს. თავად ქადაგიძე, მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე აცხადებდა, რომ ქართულ ლარს “მერყევი გაცვლითი კურსი” აქვს და რომ ამ პროცესში ანომალიური და გასაკვირი არაფერია.

მომდევნო წლის დასაწყისში ლარი, რამდენადმე დასტაბილურდა, კურსის დაცემის პროცესი შეჩერდა, მაგრამ 2014 წლის ოქტომბრიდან განახლდა და 1 აშშ.დოლარის ფასმა 1,74 ლარი შეადგინა. 2014 წლის ბოლოსთვის ეს ნიშნული 1,91 ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2015 წლის იანვარში, 2 ლარს გადააჭარბა. 2015 წლის ბოლოსთვის 1 აშშ.დოლარი უკვე 2,4 ლარი ღირდა.

Банкротეროვნული ვალუტის გაუფასურება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლის და ამ თანამდებობაზე “ქართული ოცნების” მიერ, კობა გვენეტაძის დანიშვნის შემდეგაც გაგრძელდა. მომდევნო, 2016 წლის განმავლობაში ქართულმა ლარმა დაახლოებით 0,3-0,4 პუნქტით დაიწია, ხოლო 2017-2018 წლებში 2,4 -2,7 ნიშნულებს შორის მერყეობდა. ქართული ვალუტისთვის ყველაზე კრიტიკული პერიოდი 2019 წელი აღმოჩნდა, როდესაც 1 აშშ.დოლარის ფასმა დაახლოებით 3 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი ეროვნული ვალუტის მაშინდელი მდგომარეობის შესახებ ზუსტად ისეთ განმარტებებს აკეთებდა, როგორც მისი წინამორბედი.

“საქართველოში ცვალებადი გაცვლითი კურსი მოქმედებს, ასეთ კურსს კი მერყეობა ახასიათებს… ეროვნულ ბანკს ყველანაირი ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ ფასების ზრდა არ დაუშვას”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში.

თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზები არ გამართლდა და ფასებმა აიწია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მნიშვნელოვნად გაძვირდა საწვავი, პური, ხილი და ბოსტნეული, ხორცი და საყოფაცხოვრებო საქონელი… შემდეგ მოხდა ის, რასაც ლარის შემდგომი გაუფასურების ძირითად მიზეზს უწოდებენ. საუბარია, ე.წ. გავრილოვის ღამეზე, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი და ყოფილი მოკავშირეების მიერ იყო პროვოცირებული. თუმცა, 20 ივნისის შემდეგ, ოპოზიციის და მისი მომხრეების საპროტესტო აქციების ფონზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ტურისტული ნაკადის მოსალოდნელი შემცირება ეროვნულ ვალუტაზე გავლენას ვერ მოახდენდა. სამწუხაროდ, მისი სიტყვები არ გამართლდა.

ზემოთ აღნიშნული 20 ივნისის მოვლენებამდე 1 აშშ. დოლარი 2,78 ლარი ღირდა, ივლისის ბოლოს – 2,9 და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ძვირდებოდა. ვალუტის გაუფასურების მიზეზებს საქართველოს მთავრობა “გავრილოვის ღამეში” ხედავდა, რომელსაც რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ავიაკავშირების შეწყვეტა და რუსეთიდან ტურისტული ნაკადის შემცირება მოჰყვა. რუსი მოგზაურები, ხომ საქართველოს ტურისტული სექტორის შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენდნენ.

შალვა ალავერდაშვილ

სასტუმროების და რესტორნების ქართული ასოციაციის დამფუძნებელ შალვა ალავერდაშვილს მაშინ მიაჩნდა, რომ რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვის შედეგად მისი ასოციაციის წევრების და საერთოდ სექტორის ზარალი დაახლოებით 750 მილიონი აშშ.დოლარი იქნებოდა.

სწორედ ამ ვითარებამ უკარნახა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს განეცხადებინა, რომ რუსეთიდან ტურისტების ნაკადის შემცირების და რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს წინააღმდეგ გატარებული ახალი სანქციების გამო საქართველოს მოსახლეობაში არსებულმა ნეგატიურმა დამოკიდებულებამ ლარის კურსზე იმოქმედა.

ზოგიერთმა ექსპერტმა სავალუტო ბაზარზე ვითარების ნორმალიზების ერთ-ერთ საშუალებად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და რეფინანსირების განაკვეთის ამაღლება დაასახელა.

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ამ ზომებისგან დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს, მაგრამ სექტემბრის დასაწყისში, როდესაც ლარი თავის „ისტორიულ მინიმუმს“ მიუახლოვდა, იძულებული გახდა გაეთვალისწინებინა ექსპერტების რეკომენდაციები და რეფინანსირების ნიშნული 0,5%-ით 7%-მდე გაეზარდა. ლარი ოდნავ გაძვირდა, თუმცა ცოტა ხნით და ეროვნულმა ბანკმა სექტემბრის ბოლოსთვის რეფინანსირების ნიშნული კიდევ 0,5%-ით გაზარდა, ხოლო ოქტომბრის ბოლოსთვის – 1%-ით 8,5%-მდე. ამის შემდეგ 11 დეკემბრისთვის ნიშნული 9%-მდე გაიზარდა და საბოლოო დეკემბრის ბოლოსთვის ლარის კურსი დასტაბილურდა – 1 აშშ.დოლარი 2,86 -2,87 ლარად შეფასდა.

ლარის გამყარების პროცესი ბევრისთვის მოულოდნელად 20 თებერვალს დაიწყო. ქართული ეროვნული ვალუტა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ყოველდღიურად 0,01-0,02 ნიშნულით ძვირდება. ეს კი მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის საფრთხის, ასევე ჩინეთთან, შემდეგ კი ირანთან ავიაკავშირების შეჩერების პირობებში ხდებოდა. შემოსავლების შემცირებასთან დაკავშირებით ტუროპერატორების, რესტორნების და სასტუმროების მფლობელების უკმაყოფილების ფონზე, ქართულმა ვალუტამ თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში აშშ.დოლართან მიმართებაში 2,78-2,79 ნიშნული შეინარჩუნა. გარდა ამისა, ინფლაციის დონეზე და ფასების ზრდაზე ამას ზეგავლენა არ მოუხდენია.

საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, თებერვალში, წინა თვეებთან შედარებით, საკვები და გამაგრილებელი სასმელები საშუალოდ 1,3%-ით გაძვირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, იგივე საქონლის ფასი 12,7%-ით არის გაზრდილი. განსაკუთრებით გაძვირებულია: ბოსტნეული და ბაღჩეული (80%-ით); მინერალური, ჩამოსხმული სასმელი წყალი, უალკოჰოლო სასმელი და ნატურალური წვენები (1,7%-ით). მართალია, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დაფიქსირებულია რძის, ყველის, კვერცხის, კარაქის და ზეთის გაიაფება, თუმცა მომხმარებელი ამას ვერ შეიგრძნობს, თუ რა თქმა უნდა, არ გავითვალისწინებთ ამ საქონელზე სუპერმარკეტების ცალკეული აქციების ფასდაკლებებს.

საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, თებერვალში, წინა თვეებთან შედარებით, საკვები და გამაგრილებელი სასმელები საშუალოდ 1,3%-ით გაძვირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, იგივე საქონლის ფასი 12,7%-ით არის გაზრდილი. განსაკუთრებით გაძვირებულია: ბოსტნეული და ბაღჩეული (80%-ით); მინერალური, ჩამოსხმული სასმელი წყალი, უალკოჰოლო სასმელი და ნატურალური წვენები (1,7%-ით). მართალია, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დაფიქსირებულია რძის, ყველის, კვერცხის, კარაქის და ზეთის გაიაფება, თუმცა მომხმარებელი ამას ვერ შეიგრძნობს, თუ რა თქმა უნდა, არ გავითვალისწინებთ ამ საქონელზე სუპერმარკეტების ცალკეული აქციების ფასდაკლებებს.

ქართველი ექსპერტების აზრით, ლარის კურსის გამყარება – დროებითი მოვლენაა და ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე მისი შემდგომი გაუფასურება გარდაუვალია. თუ რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურ ზომებს არ მიმართავს.

დემურ გიორხელიძე

როგორც ქართველმა ექსპერტმა თემურ გიორხელიძემ განაცხადა, ლარის კურსის გამყარებას რაიმე რეალური საფუძველი არ აქვს და მზარდი ინფლაციის პირობებში ეს უბრალო დამთხვევად შეიძლება განვიხილოთ.

“ლარის კურსის გამყარება – დროებითი მოვლენაა. ის ფაქტი, რომ ლარი ძვირდება, ინფლაცია ზრდას განაგრძობს, ხოლო მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ძალიან ცუდი მოლოდინები არსებობს, რაიმე სერიოზული საფუძველი არ გააჩნია. ეს უბრალო დამთხვევაა. ლარის კურსი წლის ბოლომდე იმერყევებს”, – აცხადებს ექსპერტი დემურ გიორხელიძემ.

ექსპერტის აზრით, ლარის კურსის ამჟამინდელი სტაბილიზაციის ლოგიკური ახსნა ძალიან რთულია.

“ლარის ამჟამინდელი გამყარება მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებას და ჩინეთიდან იმპორტის, რომელიც ქართულ ბაზარზე იმპორტული საქონლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა, შემცირებას დაემთხვა. შემცირდა ასევე, ოპერაციები ირანიდან. ამ ყველაფერს ლოგიკური ახსნა მოუძებნო – ძალიან რთულია. ეს უბრალოდ დამთხვევაა”, – დასძინა დემურ გიორხელიძემ.

რომან გოცირიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, ამჟამად საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ ლარის გამყარება დროებითი მოვლენაა და რომ მომავალში ეს ვითარება ქართულ ვალუტაზე აუცილებლად მოახდენს ნეგატიურ გავლენას. იგი ლარის გაუფასურების შემდეგ, მის სტაბილიზაციას მიმდინარე ანგარიშების ბალანსის გაუმჯობესებით და იმპორტის შემცირების ფონზე ექსპორტის ზრდით ხსნის.

“ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერება იყო. შექმნილ პირობებთან ადაპტირება ტურიზმმა სწრაფად მოახდინა და შარშან ტურისტების ნაკადი, მათ შორის რუსეთიდანაც გაიზარდა. ამან ლარის ეტაპობრივად დასტაბილურებას შეუწყო ხელი. გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშების ბალანსიც. ექსპორტი 100%-ით გაიზარდა. შემცირდა იმპორტი”, – განაცხადა Dalma News-თან საუბრისას რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, რაოდენ უჩვეულოც არ უნდა იყოს, კორონავირუსის გავრცელებამ ლარზე დროებითი, მაგრამ პოზიტიური გავლენა მოახდინა.

“რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ლარზე კორონავირუსმაც გარკვეული პოზიტიური გავლენა მოახდინა. მსოფლიო ბაზრებზე საწვავი გაიაფდა. რეგიონში, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ შეწყდა ფრენები ირანსა და ჩინეთში, დაიკეტა სახმელეთო საზღვრები. ეს ყველაფერი ნეგატიურ ეფექტში გადაიზრდება. უკვე შეექმნა პრობლემები სასტუმრო სექტორს. საჭიროა სწორი მონეტარული პოლიტიკის გატარება, რათა ლარის კურსი საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს”, – დასძინა რომან გოცირიძემ.

ექსპერტების და ანალიტიკოსების პროგნოზები ნელ-ნელა სრულდება. 5 მარტის მონაცემებით თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვალუტის კურსი შემდეგნაირად დაფიქსირდა: 1 აშშ.დოლარი – 2,7860 ლარი, 1 ევრო – 3,11 ლარი, ხოლო 1 ფუნტი სტერლინგი – 3,565 ლარი.

ნ. ხაჩვიძე