2016 წლის მაისის ბოლო დღეებში ერევანში, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შეიარაღებული ძალების მთავარი მარშალის, საბჭოთა კავშირის გმირის ამაზასპ ბაბაჯანიანის ძეგლი სადღესასწაულო ვითარებაში გახსნეს. პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიებას ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე უცხოელი სტუმრები: აშშ-ს სახმელეთო ძალების მთავარსარდალი ევროპაში, გენერალ-პოლკოვნიკი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი და ამერიკის შტატ კანზასის სახელმწიფო ეროვნული გვარდიის მთავარსარდალი, გენერალ-მაიორი ლი ტაფანელი, სახელოვანი მეთაურის თანასოფლელები ყარაბაღის სოფელ ხაჩისარიდან (ჩარდახლუდან) და საზოგადო მოღვაწეები.

ცერემონიალის დროს, მარშალზე ბევრი კეთილი და სავსებით დამსახურებული სიტყვა ითქვა. საკმარისია იმის გახსენება, რომ ​ამაზასპ ბაბაჯანიანი მეორე მსოფლიო ომში ​მაიორი წავიდა და გენერალ-ლეიტენანტი დაბრუნდა. ომის წლებში შენაერთი, რომელსაც ხელმძღვანელობდა, 15-ჯერ არის მოხსენიებული უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებებში. სხვადასხვა წლებში, მარშალ ბაბაჯანიანის სახელს მოსკოვის, ერევნის, ოდესისა და სხვა ქალაქების ქუჩები, მოედნები, სკოლები და სამხედრო სასწავლებლები ატარებდნენ. ცხადია, მარშალმა დაიმსახურა, რომ მისი ძეგლი ერევანში დადგან.

ერთი რამ ძალიან იქცევს ყურადღებას: მოქანდაკე ჰამლეტ მატინიანმა ამაზასპ ბაბაჯანიანი სავარძელში ჩასვა. ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა – სამხედრომოსამსახურის მჯდომარე ძეგლი, მსოფლიოში არსად მოიპოვება, რადგანაც მთავარსარდალი მხოლოდ ცხენზე ამხედრებული მოიაზრება. ეს ერთგვარი, დაუწერელი რკინის კანონია, რომელიც დღემდე არავის და არასდროს დაურღვევია. თუმცა, როგორც ჩანს, ამის გაკეთებაც შესაძლებელი ყოფილა.

როგორც მოქანდაკე მატინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, “მარშალი ჰიტლერის სავარძელში იჯდა და ეს სიმბოლურია” რადგანაც სატანკო შენაერთი ბაბაჯანიანის ხელმძღვანელობით ერთ-ერთი პირველი შეიჭრა ბერლინშიო. ცხადია, ამაზასპ ბაბაჯანიანი არასოდეს მჯდარა ფაშისტების ფიურერის სავარძელში. გარდა ამისა, კონკრეტულად, რომელ სავარძელს გულისხმობდა მოქანდაკე, ძნელი დასადგენია. ამასთან დაკავშირებით ძეგლზე არანაირი მინიშნება, ან წარწერა არ არსებობს.

მარშალ ბაბჯანიანის ძეგლი, ერევნის ცენტრალურ და მოსკოვის სომხური ვაგანკოვის სასაფლაოებზე არსებული ზოგიერთი „ავტორიტეტული“ პერსონაჟის საფლავთან დადგმული ძეგლს ჰგავს. ამას ნებისმიერი მიხვდება. უფრო მეტიც, ზოგიერთ ერევნელს, რომელიც თვალს ადევნებდა ზემოთ აღნიშნულ ცერემონიალს, თავდაპირველად ეგონა, რომ მარშალის ნეშტი მოსკოვის ნოვოდედოვოს სასაფლაოდან ისტორიული სამშობლოს ყველაზე პრესტიჟლ სასაფლაოზე გადაასვენეს, რადგანაც ძეგლი მდიდრული სასაფლაოების მემორიალებს ჰარმონიულად ერწყმის. ეს მწარე და გულსატკენი ფაქტია: თავისი არსით, სახელგანთქმული სამხედრო პიროვნება თითქოსდა გაუთანაბრეს სრულიად განსხვავებული სამყაროს პიროვნებებს, რომლებთანაცსაერთო არაფერი ჰქონდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა.

ნათქვამია, გემოვნებაზე არ დავობენო. ეს არასწორია. სწორედ ასეთი მიდგომა ახვევს თავს ადამიანებს უგემოვნობასა და არაკომპეტენტურობას, რაც შეუიარაღებელი თვალისთვისაც აშკარაა.

მოამზადა არმენ ხანბაბიანმა