ქართველმა ხალხმა ქრისტიანობა ჯერ კიდევ შორეულ მეოთხე საუკუნეში მიიღო. საუკუნეების შემდეგ რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში ორთოდოქსობა გავრცელდა. მეათეს საუკუნეში ქართულმა ეკლესიამ მართლმადიდებლობა მიიღო და მას შემდეგ, ერის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საუკუნეების განმავლობაში იგი წინააღმდეგობას უწევდა დამპყრობლების სისხლიან შემოტევებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას, არამედ ქართველი ერის ფიზიკურ არსებობას.

ისტორიამ მრავლად იცის მაგალითები, როდესაც თვითმყოფადი და დიდი ერები უკვალოდ გამქრალან. მათ შესახებ დღეს, მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომებიდან და სამუზეუმო ექსპოზიციების საშუაებით ვგებულობთ. ის, რომ ქართველმა ერმაც იგივე სამწუხარო ბედი არ გაიზიარა, დიდწილად მართლმადიდებლური ეკლესიის დამსახურებაა. მრავალრიცხოვანი მტრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, სწორედ ეკლესია ახერხებდა ძალების კონსოლიდაციას, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. სულიერი ფასეულობები ქართველს ქართველობის შენარჩუნებაში ყოველთვის ეხმარებოდა.

ისტორიული პროცესები მრავლად ითვლის პარადოქსულ ვითარებებს. ის, რომ მუსულმანური სამყარო არაკეთილგანწყობილია ქრისტიანული სამყაროსადმი, გასაგები და ლოგიკურია. მაგრამ თავად ქრისტიანულ კონფესიათა შორის არსებული სიძულვილი, მაგალითად, როგორიცაა მართლმადიდებლობის მიმართ კათოლიციზმის დამოკიდებულება, აბსოლუტურად ალოგიკურია.

1054 წლის დიდი საეკლესიო განხეთქილების შემდეგ, კათოლიკურმა ეკლესიამ მართლმადიდებლობა ერეტიკოსობად და ცოდვად გამოაცხადა, რომელსაც ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. თუმცა, რომაულ – კათოლიკურ და ბერძნულ – მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორი, მანამდეც სუფევდა სიძულვილი. დღეს ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ დასავლეთმა მართლმადიდებლობის მიმართ პოზიცია შეცვალა. 1204 წელს დასავლეთის ქრისტიანულმა არმიამ მუსულმანების წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობები მოაწყო. სისხლის ზღვები დააყენა კონსტანტინეპოლში და ქრისტიანულ ბიზანტიაში, გაძარცვა და გადაწვა ქრისტიანული ეკლესიები. 1439 წელს, თურქ – ოსმალების ზემოქმედების ქვეშ მყოფ აღმოსავლურ ქრისტიანობას ფლორენციის და ფერარის საკათედრო ტაძრებში ბერძნულ-კათოლიკური კავშირი მოახვიეს თავს. ფაქტობრივად, ეს კათოლიციზმის მიერ მართლმადიდებლობის შთანთქმას ნიშნავდა.

შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ, არც ისე ბევრ ეპისკოპოსს შორის, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს თავიანთი რწმენის ფაქტობრივ ღალატს და დასავლეთის წინაშე კაპიტულაციას, იყო ქართველი მიტროპოლიტი გიორგი ივერიელი. იმისთვის, რომ მას რწმენისთვის არ ეღალატა და საკუთარი სიცოცხლეც გადაერჩინა, თავი მოიგიჟიანა.

რა მოიმოქმედა დასავლურმა ქრისტიანობამ იმ თანამორწმუნე დების და ძმების დასახმარებლად, რომლებსაც თურქებმა საკუთარ მიწაზე ჯოჯოხეთად უქციეს ცხოვრება? – არაფერი! ბერძნების, რუმინელების, ბულგარელების, სერბების, მაკედონიელების და სხვათა განთავისუფლების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ რუსეთს მიუძღვის. მათ შორის, არის მართლმადიდებლური საქართველო, რომელმაც არჩევანი გააკეთა მუსულმანურ ქვეყანას, სადაც მისი მოსახლეობა მონებად იყიდებოდნენ და არა უბრალოდ ქრისტიანულ, არამედ მართლმადიდებლურ სახელმწიფოს შორის.

დასავლეთმა სწორედ ეს – მართლმადიდებლობის აღორძინება ვერ აპატია რუსეთს: სამხედრო გზით მასთან ანგარიშსწორების არა ერთი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. გაერთიანებული დასავლეთის კოლექტიური ლაშქრობები: ნაპოლეონი, ინტერვენცია, ჰიტლერი – სრული განადგურებით დასრულდა. ე.ი. მართლმადიდებლობა შიგნიდან უნდა დაიშალოს. ამისთვის მთელი რიგი საშუალებებია ამოქმედებული: “მეხუთე კოლონია”, ეკონომიკური მოხრჩობა, პირდაპირი სამხედრო აგრესია. და აი, მართლმადიდებელ სერბეთის თავზე რაკეტები და ავიაბომბები ცვივა. ქვეყნის ერთიანი საზღვრებიდან გლეჯენ კოსოვოს და მეტოხიოს მხარეებს, სადაც უპირველესად მართლმადიდებლური ეკლესიები და მართლმადიდებელი ხალხი ნადგურდება. მართლმადიდებლური საბერძნეთი ეკონომიკურ ჩიხში და ევროკავშირის ვალების ორმოშია მოქცეული, საიდანაც თავს რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ვერ დაიხსნის. მართლმადიდებლური ბულგარეთი, სადაც ძალაუფლება „მეხუთე კოლონამ“ ჩაიგდო ხელში, ვაშინგტონიდან გაცემული ბრძანების თანახმად, რუსეთთან გაფორმებულ მისთვის უკიდურესად ხელსაყრელ კონტრაქტებს წყვეტს.

რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს და უკრაინის ჩამოშორებას. პოლიტიკური თვალსაზრისით, მიზანი მიღწეულია – ამ ქვეყნებში ძალაუფლება საჭირო რეჟიმების ხელშია. ახლა ჯერი სულიერ ჩამოშორებაზე მიდგა. უკრაინაში ამ მიმართულებით უკვე რამდენიმე ასწლეულია სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევითი არც ის არის, რომ დონბასის მოსახლეობის დამსჯელობით ოპერაციას სათავეში სწორედ პროტესტანტი მღვდელი ტურჩინოვი ჩაუდგა. უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიების ძარცვა, მღვდლების უკანონო გაძევება და ხელისუფლების გულგრილობა უკვე არავის უკვირს.

საქართველოში განსხვავებული ვითარებაა და მსგავსი რამ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს, ხოლო მოსახლეობაში არსებული ნდობის თვალსაზრისით, ვერც ერთი პოლიტიკოსი გაბედავს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან მიახლოვებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ძალები ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის და პირადად პატრიარქის დასაცავად უნდა მობილიზდეს. ედუარდ შევარდნაძემ, ჯერ კიდევ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელად ყოფნისას, სცადა ამის გაკეთება, თუმცა მარცხი განიცადა. მოგვიანებით, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიხეილ სააკაშვილის ხელმძრვანელობით, რომელმაც ძალაუფლება გადატრიალების გზით ჩაიგდო ხელში, მთელი ძალით სცადა ეკლესიაზე და კათალიკოს-პატრიარქზე შეტევა.

“ლიბერალების” და “დემოკრატების” მიერ მართლმადიდებლური ეკლესიისობის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღი ე.წ. “ევროპული ფასეულობებია”, რომლებიც ერთსქესიანთა ქორწინებაში, მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციაში და ა.შ. ვლინდება. სრულიად საქართველოს პატრიარქზე თავდასხმა ისტერიულ ფანატიკოსს “კმარელ” თეა თუთბერიძეს დაავალეს (“კმარა” – დასავლური სპეც.სამსახურების მიერ შექმნილი მებრძოლთა ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომლის ანალოგებიც სხვადასხვა ქვეყნებში ფერადი რევოლუციების მოსაწყობად შეიქმნა) ცეცხლოვანი რევოლუციონერი ქალბატონი ქართული ეკლესიის ხელმძღვანელის სიტყვებმა გაამწარა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომში დამნაშავედ მიხეილ სააკაშვილი გამოაცხადა. პატრიარქის თქმით, თუ გემი კლდეს დაეჯახება და დაიღუპება, დამნაშავე კაპიტანია და არა – კლდე.

(ამჟამად საქართველოში მიმდინარე წინასაპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს იგივე აზრი დააფიქსირა პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რამაც მისი ოპონენტები ისტერიულ მდგომარეობაში ჩაყარა).

განსაკუთრებული სახის სიბრაზეს იწვევს ის გარემოებაც, რომ რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის ყოველთვის არსებობდა ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა. როდესაც სააკაშვილისეული ინტრიგებით გაერთიანება პოლიტიკური თამაშებით ერთობოდა, პატრიარქი ინტელიგენციასთან ერთად მოსკოვში ჩავიდა და იმ ხიდის დაცვას შეეცადა, რომელიც ორ მართლმადიდებლურ ერს აერთიანებდა. რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთდამოკიდებულებაზე უარყოფითი გავლენა ვერც დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამაც მოახდინა.

ამისათვის ნებისმიერი მაქინაცია კარგია და მსოფლიო პატრიარქი ბართლომე, რომელსაც კონსტანტინოპოლის ნაცვლად (აშშ-ს) ჯიბის პატრიარქის სახელი უფრო მოუხდებოდა, ნებისმიერ მანიპულაციაში მონაწილეობისთვისაა მზად. ფაქტობრივად, რელიგიურ სფეროში კოსოვოს ვარიანტი თამაშდება, იხსნება პანდორას ახალი ყუთი. საინტერესოა, ეს ყველაფერი რა შედეგს მოუტანს საქართველოს?!

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს უწინდებურად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური სივრცის ნაწილებად მიიჩნევს, თუმცა, ადგილობრივი სასულიერო წარმომადგენლები განსხვავებულ პოზიციაზე არიან.

უკრაინის, რომელიც არ მალავს ნაციონალურ-შოვინისტურ პოზიციას, ბანდერული ეკლესიის ლეგიტიმიზაცია იურიდიული პრეცედენტია. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია „ცუგცვანგის“ მდგომარეობაშია, როდესაც ნებისმიერი გამოსავალი წამგებიანია.

ეჭვგარეშეა, რომ ქართული პოლიტიკური ელიტის მაქსიმალურად პროდასავლური კურსი ეკლესიაზე უზარმაზარი ზემოქმედებით, პირდაპირ პროვოკაციებში გადაიზარდოს. უკრაინაში უკანონო გაყოფითი მოქმედებების ოფიციალური აღიარება ავტომატურად გამოიწვევს მსგავს ქმედებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი, რომელიც უზარმაზარ სიყვარულსა და პატივისცემას გვიმტკიცებს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის კუბოში ახალი ლურსმნების ჩაჭედებას კვლავაც სიამოვნებით განაგრძობს. ფამილარობას თუ მოვრჩებით და ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ყველაფერი სწორედ ასე იქნება.

დავით კუპატაძე (თბილისი)