როგორც ჩანს, მსოფლიო პოლიტიკური თეატრის სცენაზე, რომელიც დასავლეთის აბსურდის თეატრს წარმოადგენს, საკმაოდ ამაზრზენი ნიღბების ჩამოხსნის დრო დგება. ეს ცხადი გახდა მაიკ პომპეოს გამოცხადების შემდეგ, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტის, აშშ-ს სახ. დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობით შეცვლისთვის ემზადებოდა. პომპეოს მიაჩნია, რუსეთთან დაკავშირებით აშშ-ს “რბილი პოლიტიკის” დრო წარსულს ჩაბარდეს. შესაძლოა, ეს იმას ნიშნავს რომ ამიერიდან ვაშინგტონი რუსეთთან დაკავშირებით ყველაზე მკაცრი ზომების მიღებას აპირებს.

ალბათ, მას ეჩვენება, რომ ასეთი რეზონანსული განცხადებების შემდეგ რუსეთმა შიშისგან თვალები უნდა დახუჭოს, თავი დახაროს და სირიიდან, ან მთელი პლანეტიდან უნდა წავიდეს. იმავდროულად, ვაშინგტონი, სირიის წინააღმდეგ თავის ბუტაფორიულ შეტევაზე დაყრდნობით, დიდებული გამარჯვების მოპოვებაში თავისი მოკავშირეების დარწმუნებას ცდილობს. “გამარჯვება” მართლაც დიდებულია, რადგანაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები საერთოდ არ ამოქმედებულა, ხოლო სირიის, საბჭოთა დროინდელმა, სულ მცირე 30 წლის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველაზე “ჭკვიანი” და ფანტასტიკურად ძვირადღირებული რაკეტების 70% გადაიტაცა. ეს ის ტექნიკაა, რომლის დახმარებითაც ამერიკის ნახევრადპრეზიდენტი დოლანდ ტრამპი ტვიტერის სივრცეში იბრძვის.

შემთხვევითი არ არის ფსიქოლოგების მიერ მთელს მსოფლიოში გავრცელებული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებსა და მოზარდებში ძალადობა და დამნაშავეობა უკონტროლოდ იზრდება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს შეშფოთება აქტუალურია არა მხოლოდ მოზარდების, არამედ მსოფლიოს უდიდესი არმიის ზოგიერთი მეთაურის მიმართაც, რომლებიც გლობალური ჰეგემონიის დამყარებას აპირებენ. ერთადერთი დამამშვიდებელია ის სიფრთხილე, რომელსაც ორი მილიონი აშშ.დოლარის ღირებულების ამერიკელი “ჭკვიანი” რაკეტები იჩენენ “რუსული სულის” ობიექტების აღმოსაჩენად. მართლაც, რომ საიუველირო სიზუსტეა. როგორც ამბობენ, ამერიკული განსაკუთრებულობა განსაკუთრებულია და ვაშინგტონში შესანიშნავად იციან ვისთან არ ღირს საქმის დაჭერა.

მასმედიაში შემთხვევით არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპი რუსული და ირანული მიზნების განადგურებას აპირებდა, თუმცა თვადაცვის მინისტრმა, ჯეიმს მეტისმა აზრი შეაცვლევინა. ეს სწორედ ის მინისტრია, რომელსაც მეტსახელად “ცოფიანი ძაღლი” ეწოდა და რომელიც ამბობდა, რომ “სხვის ბიჭებზე სროლა სახალისოაო”. გამოდის, “ცოფიანი ძაღლიც” კი არც ისე ცოფიანია, რადგანაც კარგად იცის ვის არ უნდა უკბინოს.

ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ქვესკნელისკენ მიჰყავთ, დასავლეთის მმართველი ელიტა პოლიტიკურ ფარსს თამაშობს.

მაშ, როგორ უნდა ებრძოლო რუსეთს? როგორ უნდა შეცვალო “რბილი” ძალა სხვაზე? რუსეთი არც იუგოსლავიაა და არც ლიბიაა, არც ერაყი შეიძლება იყოს და არც – სირია. ასეთ შემთხვევაში საპასუხო დარტყმის მიღებაც შეიძლება. ამ დროს, გენიალურ იდეას ახმოვანებს ზემოხსენებული მაიკ პომპეო: ახალი სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ, დიპლომატების გაძევება, ამერიკული არმიის ბირთვული ძალის გაძლიერება. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ არა საკმარისი.

“აშშ შეაიარაღებს მამაც ახალგაზრდებს, რომლებიც უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ექსპანსიას ეწინააღმდეგებიან… ეს ბევრად უფრო გრძელი სიაა და დარწმუნებული ვარ, კორექტირების შესაძლებლობა მომეცემა”, – ნათქვამია პომპეოს კონგრესისადმი წერილობით ჩვენებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა.

პომპეომ იცის, როგორ იბრძვიან რუსები.

მცირერიცხოვანმა სამხედრო კონტიგენტმა სირიაში ძალიან მოკლე დროში რადიკალურად შეცვალა ვითარება. სასაკლაოზე რომელი საღად მოაზროვნე გაგზავნის ახალგაზრდა ამერიკელ ბიჭებს? უკრაინა და საქართველო რისთვის არსებობენ? რისთვის ხარჯავენ ამდენ ფულს? უკრაინის და საქართველოს ბრძოლისუნარიანმა ახალგაზრდებმა დღესვე უნდა აიღონ ხელში ამერიკული იარაღები და აანაზღაურონ ის დოლარები, რომელსაც მათი სახელმწიფოები იღებენ.

იქნებ, საქართველოს ხელისუფლება ასეთი განცხადებების შემდეგ მაინც აღშფოთდეს, პროტესტი გამოთქვას და დასვას შეკითხვა: “რამდენ ხანს აპირებთ ჩვენი ახალგაზრდების საზარბაზნე ხორცად გამოყენებას?”. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას აბსოლუტურად განსხვავებული რეაქცია აქვს. ამას მოწმობს საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ზვიად კვაჭანტირაძის მიერ გაკეთებული განცხადება:

“ეს განცხადება იმას მიანიშნებს, რომ აშშ-ს სტრატეგიული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში უცვლელია და ეს უნდა გვიხაროდეს. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყნებს შორის ეს ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული. ჩვენს ურთიერთობებს მთელი რიგი სავალდებულო დოკუმენტები არეგულირებს. მათ შორის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია – სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია. ეს ურთიერთობები უკვე გაწერილია. ისინი ნაკლებად საჯაროა. ვფიქრობ, აშშ-სთან დაკავშირებით, ჩვენ სწორ გზას ვადგავართ”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

უნებლიედ გახსენდება სალტიკოვ-შედრინის ცნობილი “ზღაპრები სრული ასაკის ბავშვებისთვის”, სადაც საუბარია მაზოხისტ მსხვერპლებზე, რომლებიც სიამოვნებით ელოდებიან მხეცებს. იმედია, ქართველი ერი ბოლოს და ბოლოს დაუსახელებს ჭეშმარიტ ფასს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ყველა თავიანთი მოქმედებებით “30 ვერცხლად გამყიდველს” ემსგავსებიან. ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ქვესკნელისკენ მიჰყავთ. ის პოლიტიკური ფარსი, რომელსაც დასავლეთის მმართველი ელიტა თამაშობს, შეიძლება არა მხოლოდ სისხლიანი ტრაგედიით, არამედ გლობალური კატასტროფითაც დასრულდეს.

დასავლეთის პოლიტიკური ელიტის დეგრადაციის შესახებ დღეს, ყველა ღიად საუბრობს. აშკარაა, რომ ამ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, რის გაკეთებასაც აპირებენ. აშშ ძალიან წააგავს დინოზავრს, რომელსაც ძალიან დიდი ძალა და პატარა ტვინი აქვს. მათ რომ გაანალიზების უნარი ჰქონდეთ, დიდი ხნის წინათ მიხვდებოდნენ, რომ რუს ხალხზე, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტად დღეს კიდევ ერთხელ აირჩია ვლადიმერ პუტინი, ძალისმიერი ზემოქმედება უკიდურესად საშიში და უაზროა. პირველ რიგში კი, თავად დასავლეთისთვის. ზამბარის შეკუმშვა დიდხანს შეიძლება, მაგრამ უნდა იცოდე, რომ რაც უფრო მეტად შეკუმშავ ზამბარას, მით უფრო ძლიერად გაიშლება საპირისპირო მიმართულებით.

რუსეთის დამცირების ყველა მცდელობა მის ერზე მხოლოდ დადებითად მოქმედებს. საინტერესოა, რას მიაღწევს დასავლეთი? კარგად ვიცით, როგორ დასრულდა უკიდეგანო რუსეთიდან “სამშობლოსათვის” ლოზუნგის ქვეშ გაერთიანებული ხალხის ბრძოლა ნაპოლეონის და ჰიტლერის წინააღმდეგ. ამ დიდებულ გამარჯვებებში დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ ერს, რომელსაც დღეს ბარიკადების მეორე მხარეს ბრძოლას აიძულებენ. ქართველ ხალხს დიდ თამაშებში ხშირად იყენებდნენ გასაცვლელ პეშკად. იმედია, მომავალში მსგავსი აღარაფერი მოხდება.

დავით კუპატაძე (თბილისი)