საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები (FABLAB) მოეწყობა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროექტის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, “ფაბლაბების” შექმნა გაზრდის პროფესიული განათლების ხარისხს და პროფესიულ სტუდენტებს განუვითარებს ისეთ კომპეტენციებს, რომლებიც დაეხმარება მომზადებულ კადრებს, ადგილი დაიმკვიდრონ სწრაფად და მუდმივად ცვალებად საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზარზე.

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები აღჭურვილი იქნება თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით და კომპიუტერულად კონტროლირებადი ინსტრუმენტებით.