“ბიჭები ბაქოდან” – ეს არის ახალგაზრდა ბაქოელი ბიჭების გუნდი ხარისხიანი სამამულო იუმორის ლეგენდარული ვეტერანი იული გუსმანის ხელმძღვანელობით, რომელიც ტელევიზორების ეკრანებზე ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან სჩანს.

ყველაფერი ასე დაიწყო: შორეულ 1967 წელს გუსმანმა მეგობრებთან ერთად დამოუკიდებელი ბაქოელი კლუბი შექმნა. 1968 წლიდან იგი უკვე გუნდის კაპიტანია და ლიდერობას 7 წლის განმავლობაში ინარჩუნებს.

მხიარულთა და საზრიანთა გუნდს პირველივე დღიდან წარმატება სდევდა თან. 1967-68 წლების სეზონზე მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის (მსსი) გუნდი დაამარცხა. ამ შეხვედრას გუსმანი ღიმილით იხსენებს; კაპიტნების კონკურსზე მისი მეტოქე მსსი-ს კაპიტანი ანდრეი მენშიკოვი იყო. ინტელიგენტური ახალგაზრდა მამაკაცი სათვალით, რომელიც მეცნიერებაზე შეყვარებულ და “გადარეუ” ბიჭს ასახიერებდა. თავად გუსმანი, საკუთარი აღიარებით, ბაქოს სტილის ულვაშებში გამოწყობილი, პომიდვრების გამყიდველს უფრო ჰგავდა. თამაშის თემა – ზღვა. კოდები, კოორდინატორები, კვანძები. დავალება: დარბაზიდან საყვარელი გოგონას გამოძახება და მისი ნებისმიერი სურვილის შესრულება. ანდრეი იძახებს მეუღეს. ის სთხოვს მას “ულვაშებინ ახალგაზრდა მამაკაცთან“ კაპიტნურად დალაპარაკებას. მენშიკოვი ზღვიური პროფესიონალიზმის ტერმინებსა და ტოპონიმებს აფრქვევს. გუსმანი მშვიდად უყურებს და ფიქრობს: “პირდაპირი ეთერი! ტელევიზორის წინ დედა, მამა და მთელი ბაქო!” მოწინაღმდეგეს შეკითხვის გამეორებას სთხოვს. მაყურებელი ფიქრობს, რომ გუსმანი დროს აჭიანურებს, მაგრამ იგი უახლოვდება მიკროფონს და პასუხობს: “წერტილი-დეფისი-წერტილი-დეფისი-დეფისი-წერტილი…”, მორზეს ანბანი! მორზეს ანბანი, რომლის გახსენებაც მენშიკოვს არ შეეძლო.

Yuliy
იული გუსმანი

იმპროვიზაციის წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ მენშიკოვს, ისევე, როგორც გუსმანს, კონკურსისთვის მომზადების დრო არ ჰქონდათ. მორზეს ანბანი მას არ დაუწერია, არც დარბაზსა და ჟიურის წევრებს. გაურკვეველი შეკითვის დასმის შემდგე მენშიკოვმა პასუხი მიიღო, რომელიც ვერც მან და ვერც დარბაზმა გაიგო.

1969-70 წლების სეზონზე “ბიჭები ბაქოდან” ოდესის ცივი ინსტიტუტის გუნდს შეხვდა, სადაც ლეონიდ იაკუბოვიჩი და ხაზანოვი თამაშობდნენ. ფინალშო ბაქოს გუნდმა კაპიტნების კონკურსში მოგებული ერთი ქულის უპირატესობით გაიმარჯვა.

ამ შეხვედრაში იული გუსმანმა ფურორი მოახდინა, მიწეპებული ულვაშები მოიგლიჯა. სხვათა შორის, ამ ნომრისთვის მან ნამდვილი ულვაშები გაწირა. თამაშის წინ გუსმანი, ავტორების ძლიერი ზემოქმედებით, “მშობლიურ” ულვაშებს დაემშვიდობა.

1971 წლის ბოლოს, ცენზურის გამო მხიარულთა და საზრიანთა კლუბი დაიხურა და მხოლოდ 1989 წელს განახლდა. გუსმანის გუნდის ბედნიერი სახელწოდება “ბიჭები ბაქოდან” 1988 უკვე აღორძინებული “КВН”-ის გუნდმა დაირქვა, რომლის კაპიტანი ანარ მამედხანოვი გახდა.

 

სხვადასხვა დროს გუნდის წევრები იყვნენ: ბაჰრამ ბაგირზადე, თემურ ვაინშტეინი, სამირ აბდულლაევი, ენვერ მანსუროვი, აზერ მამეზადე, ელჩინ აზიზოვი, მურად დადაშევი, ძმები იმანოვები, ვადო კოროვინი, ემილ აბბასოვი, იანა ნიკიტინა, ილგარ ნაბიევი, კიამრან აჰმედოვი, ჯასიმ ფარისი, ელნურ მამედოვი, მეხტი მირსალიმოვი, ზაურ ტაგიევი, დიმიტრი იანგურაზოვი, თამერლან ალიევი, ვიდადი მამიევი, ელდარ ჰუსეინოვი, ლეონიდ რაბილოვიჩი, ვადიმ ეპშტეინი, ჯეიჰუნ ნაზარლი, ალიშან კადიროვი, პარვიზ მამედოვი. ეს სია შეგნებულად არ შეგვიმოკლებია, რადგანაც თითოეულმა მათგანმა აზერბაიჯანული მსკ-ს ისტორიაში ბრწყინვალე, ტემპერამენტული და განუმეორებელი სახეები შექმნეს.

გუნდმა სახელი თავისი მუსიკალური ნომრით გაითქვა; “აზერბაიჯანი – მუჰამას ქვეყანა, და მუსიკა აქ წინ არის” – ამბობდნენ მონაწილეები. ყველაზე დაუვიწყარი ნომერი – “სამი დიდებული ტენორი”: მონაწილეები პავაროტის, დომინგოსა და კარერასის პაროდიას ასრულებენ. “ბიჭებს ბაქოდან” ყოველთვის თან ახლდათ წარმატება. ამგვარად, 1992 წელს ისინი სეზონის ჩემპიონები გახდნენ; 1993 წელს – თამაშის ფინალისტები; 1995 წელს – ზაფხულის თასის მფლობელები; 2000 წელს – 10 საუკეთესო კლუბის ტურნირის გამარჯვებულები. სხვაგვარად ამ კლუბებს “XX საუკუნის ჩემპიონებს” უწოდებენ.

ხშირი იყო სასაცილო ისტორიებიც. მაგალითად, 1993 წლის დეკემბერს, როდესაც “ბიჭები ბაქოდან” მოსკოვში ფინალურ თამაშზე მიემგზავრებოდნენ. არახელსაყრელი ამინდის გამო, თვითმფრინავი ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტში იძულებით დასვეს. ასაფრენი ბილიკი იმდენად გაყინული იყო, რომ ტრაპის თვითმფრინავთან მიყვანა შეუძლებელი გახდა. მგზავრები დიდი რკინის კიბით ჩამოვიდნენ. მინუს ოც გრადუს ყინვაში რკინის მოაჯირზე ხელები ეკრობოდათ! უფრო მეტიც: დაუპატიჟებელ სტუმრებს არავინ შეხვდა! ასე იდგნენ თვითმფრინავის გვერდით. ბაქოელი ადამიანისთვის რთული ასატანია ასეთი პირობები. “მოდით გავხურდეთ!” – დაიძახა ერთ-ერთმა მათგანმა. იპოვეს რაღაც მატერია, გადაახვიეს, დაამრგვალეს და ფეხბურთის თამაში დაიწყეს. ცივი აეროპორტი ფეხბურთის მოედნად გადააქციეს. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ყველა მგზავრი თამაშობდა – “КВН-შიკები”, მასწავლებლები, ექიმები, მეცნიერებათა კანდიდატები. ბოლოს კი აეროპორტის თანამშრომლებმა პირდაპირ შუქურებზე, კინაღამ ტოტალიზატორი გახსნეს!

Parni

“КВН”-მა კვალი თითოეული მონაწილის ცხოვრებაში დატოვა. ამგვარად, ვადო კოროვინი შოუმენი გახდა. მსკ-ს შესახებ ამბობს: “პათოსურად რომ ვთქვა, მსკ-მა ყველაფერი მომცა! ეს არის საკუთარი თავის წარდგენისა და სხვების დანახვის შესაძლებლობა, იდეების განხორციელება, ძალიან საინტერესო ადამიანების გაცნობა… მსკ – ეს არის ახალგაზრდობა, ყველაზე საუკეთესო მოგონებები და ჩემი ცხოვრების ძალზედ ძვირფასი ნაწილი!”

დღეს გუნდს საკუთარი გადაცემა აქვს აზერბაიჯანის ტელევიზიაში, რომლის ბაზაზეც მთელი თეატრი შეიქმნა. ტარდება ყოველწლიური საკონცერტო მარათონები და იუმორისტული საღამოები.

“ბიჭები ბაქოდან” აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას განაგრძობენ: 25, 26 და 27 აპრილს “პლანეტა ბიჭები ბაქოდან” მორიგ იუმორისტულ კონცერტს გამართავს.

მოამზადა რავილ ალაზოვმა