სექტემბერი ბევრისთვის ახალი ცოდნის მიღების პერიოდთან ასოცირდება. ამის საფუძველი კი წიგნია. სწორედ ამ თვეში, ყოველწლიურად, მოსკოვში წიგნის საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა იმართება. ამჯერად რუსეთის დედაქალაქში 30 ქვეყნიდან 400-ზე მეტი მწიგნობარი შეიკრიბა. გამოფენაში მონაწილეობდნენ  აზერბაიჯანი, ალბანეთი, არაბეთის საემირო, ბელორუსი, უნგრეთი, ვენესუელა, გერმანია, ეგვიპტე, ისრაელი, იტალია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, კუბა, ლატვია, თურქეთი, უკრაინა, საფრანგეთი და იაპონია.  დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ ამ ქვეყნების მიერ წარმოდგენილ მხატვრულ, საბავშვო, სასწავლო, სამეცნიერო ჟანრის, ასევე ცნობარ-ენციკლოპედიურ ლიტერატურას გაეცნონ.

წელს მოსკოვის საერთაშორისო წიგნის გამოფენა-გაყიდვა  ახალი ფორმატით ჩატარდა. ორგანიზატორებმა ვრცელი საქმიანი პროგრამა მოამზადეს: ხუთდღიანი მუშაობის განმავლობაში გამოფენის სხვადასხვა მოედანზე 500-ზე მეტი ღონისძიება მოეწყო, პოპულარულ და დამწყებ მწერლებთან, ახალი წიგნების ავტორებთან, მსახიობებთან, რეჟისორებთან, პოლიტიკოსებთან და სპორტსენებთან შეხევდრის ჩათვლით. სელფის მოყვარულებისათვის კი გამოფენის ტერიტორიაზე ორგანიზატორებმა სპეციალური აპარატები დაამონტაჟეს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იყო სმარტფონით გადაღებული ფოტოების დაბეჭდვა.

 

მოსკოვის წიგნის გამოფენა დროის სვლის ტემპს ყოველთვის ინარჩუნებს. ერთ-ერთი პავილიონი  ახალ ტექნოლოგიებს დაეთმო. წარმოდგენილი იყო ელექტრონული წიგნები, აუდიოწიგნები და რესურსები ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან.  გამოფენის დღეებში ჩატარდა ასევე შეხვედრა თემაზე – “წიგნი მედიამოხმარების თანამედროვე სისტემაში”.

გამოფენა-გაყიდვის დღეებში ყველგან სასიამოვნო მუსიკა ისმოდა. გამომცემლობების, ხმის ჩამწერი კომპანიების წარმომადგენლები, მელომანები, რომლებიც მთელი ცხოვრება ვინილის ჩანაწერებს აგროვებენ, დამთვალიერებლებს პავილიონ “ვინილი ვერანდაზე” შეხვდნენ. იქ შესაძლებელი იყო  რუსეთსა და სხვა ქვეყნებში შესრულებული როგორც რეტრო, ისე  ახალი ჩანაწერების შეძენა.  წარმოდგენილი იყო ასევე  ჟურნალები როკ-მუსიკოსების შესახებ, სიმღერებისა და სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის თვითმასწავლებელი წიგნები, ცნობილი მუსიკოსების ფოტოებით.

მოსკოვის საერთაშორისო წიგნის გამოფენა-გაყიდვაში სომხეთი პირველად როდი  მონაწილეობს, თუმცა წელს იგი სერბეთთან და ირანთან ერთად სპეციალურ სტუმრად მიიწვიეს. სომხეთის პავილიონზე წარმოდგენილი იყო 400 წიგნი, მათ შორის ისტორიული, სამეცნიერო-პოპულარული, მხატვრული და  საბავშვო, რომლებიც ქვეყანაში ყველაზე პოპულარულმა  საგამომცემლო სახლებმა, კერძოდ “ბუკინისტებმა”, “ციცერნაკმა” (მერცხალი), “ნაირიმ”, “ანტარესმა” და “ზანგაკმა” გამოსცეს.

 

წიგნის გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში კრის ბოიჯალიანის  “გოგონები ქვიშის ციხე-სიმაგრეში”,  ვარუჟან ვოსკანიანის “ჩურჩულის წიგნის”, ბოგდან გემბარსკის “წერილები მსოფლიოს” და სხვა წიგნების პრეზენტაცია მოეწყო. სომხურ პავილიონზე წარმოდგენილ წიგნებს შორის განსაკუთრებული ყურადღება რუსულ ენაზე ნათარგმნმა კრებულმა “დედამიწა ამბობს” მიიპყრო. კრებულში შესულია ათობით დასავლეთ სომეხი პროზაიკოსის ნაწარმოები. წიგნი უკვე ნათარგმნია ინგლისურ და გერმანულ ენებზე, ახლო მომავალში  ფრანგულადაც გადაითარგმნება.

 

გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში მოეწყო სომხური დიასპორის წარმომადგენლებისა და დამთვალიერებლების შეხვედრა სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ლიტერატურის დარგში მრავალრიცხოვანი პრემიების ლაურეატ, პოეტსა და მწერალ ედვარდ მილიტონიანთან. Dalma News -თან საუბარში მილიტონიანმა განაცხადა, რომ სომხურმა პავილიონმა დამთვალიერებლების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. მოსკოვის საერთაშორისო წიგნის გამოფენა-გაყიდვას გახსნისთანავე ესტუმრა რუსეთის ფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინი. იგი დაინტერესდა ცნობილი მზვერავის გევორქ ვართანიანის შესახებ დაწერილი წიგნით. “სერგეი ევგენევიჩმა შორიდანვე შეამჩნია ეს წიგნი, მივიდა და გადაფურცლა. ჩვენ მას ერთი ეგზემპლარი ვაჩუქეთ”,- ამბობს სომხური დელეგაციის ხელმძღვანელი.

სომხურ პავილიონზე სომეხი ავტორების გარდა, რუსი ავტორების, რომლებიც სომხურ ენაზე წერენ და რუსეთში გამოქვეყნებული წიგნებიც იყო გამოფენილი. მილიტონიანის თქმით, რუს ავტორებს თავად მიჰქონდათ თავიანთი ნამუშევრები და გამოთქვამდნენ სურვილს, რომ მათი წიგნები სომხურ პავილიონზე განეთავსებინათ. ასეთ ავტორებს შორისაა რუსი არქიტექტორის ანდრეი ივანოვის წიგნი “ერევანი: ეტიუდები ადგილის სულის შესახებ”. “წელს ჩვენს პავილიონზე წარმოდგენილია ბევრი ახალი და საინტერესო წიგნი. ჩემთვის უკვე შევარჩიე რამოდენიმე, რომლის წაკითხვაც მომინდა”, – ამბობს სომხური დელეგაციის ხელმძღვანელი.

გამოფენის მუშაობის დღეებში მუსიკალური ღონისძიებებიც მოეწყო.  მოსიკალურმა კოლექტივებმა  სომხეთის, ირანისა და სერბეთის ტრადიციული კუტურა წარადგინეს. მაყურებლის წინაშე  სომხეთის ეროვნული ტრადიციალური ანსამბლი დუდუკის ჰანგებზე  წარსდგა.

მოსკოვის საერთაშორისო წიგნის გამოფენა-გაყიდვა რუსეთის დედაქალაქში 1977 წლიდან ტარდება. ის პირველივე დღიდან წიგნის გამომცემელთა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ კალენდარში ჩაიწერა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here