თებერვლის დასაწყისში ქალაქ ერევნის ადმინისტრაციულ სასამართლოში დაიწყო განხილვა საქმეზე, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივი ორგანიზაცია “პინკ-არმენიას” მიერ ერევნის მერიის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, ქალაქის ცენტრში ამავე ორგანიზაციის სარეკლამო ბილბორდების დემონტაჟთან დაკავშირებით. ორგანიზაცია “პინკ-არმენიამ” თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ 16-19 მაისს, მსოფლიოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება და სწორედ ამასთან დაკავშირებით დამონტაჟდა სარეკლამო ბილბორდები. საერთო ჯამში, სამი სარეკლამო ბილბორდი დამონტაჟდა. ერთ-ერთზე გამოსახული იყო ორი მამაკაცები, რომლებიც ერთმანეთს ეხვეოდნენ და ჰქონდა წარწერა: “გსურს, რომ ყველა ბედნიერი იყოს – გვისურვე ბედნიერება”.

მეორე ბილბორდზე გამოსახული იყო სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები წარწერით: “თქვენ მათ ყოველდღიურად ხვდებით”. მესამეზე კი – სამი ხელი წარწერით: “ტრანსები – ჩვენი საზოგადოების ნაწილი”. ამან საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია, რის შემდეგაც მერიამ ბილბორდების დემონტაჟი დაიწყო და განაცხადა, რომ ისინი უკანონოდ იყო დამონტაჟებული.

“პინკ-არმენიას” სარჩელში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის აზრით, მერიის მოქმედება დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს, რადგანაც სარეკლამო ბილბორდები მას შემდეგ ჩამოხსნეს, რაც მედიასაშუალებებით მათ შესახებ მწვავე კრიტიკა გავრცელდა. ასევე, სარჩელში აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ დემონტაჟის შემდეგ მერიის რეკლამის და გარე გაფორმების აპარატის ხელმძღვანელმა, არაზ ბაღდასარიანმა, თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ მერიამ არარეგალურად გამოკრული სარეკლამო აბრები ჩამოხსნა. ამის შემდეგ, არაზ ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ რაც უფრო ნაკლებად ისაუბრებს საზოგადოება ამ ინციდენტზე, ეს თემა მით უფრო ნაკლებად გაპიარდება, მერია კი კანონის ფარგლებში ყველა შესაძლო ზომას მიიღებს. ამ განცხადებებსაც “პინკ-არმენიას” წარმომადგენლები დისკრიმინაციად მიიჩნევენ. რეკლამის დამკვეთები სასამართლოსგან მოითხოვენ მერიის მოქმედებების უკანონოდ და დისკრიმინაციულად გამოცხადებას და ზემოთ აღნიშნული სარეკლამო ბილბორდების აღდგენას.

მთელი ეს ისტორია სომხეთისთვის თავიდანვე სამარცხვინო იყო, რადგან, როგორც აღმოჩნდა, საუკუნოვანი ტრადიციების მქონე ქვეყანა აქტიურად აღნიშნავს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის ახლადგამომცხვარ და გაურკვეველ დღეებს. გარდა ამისა, უცხო ქვეყნის საელჩოებს ნებისმიერი სახის დროშის გამოფენა შეუძლიათ, მაგალითად, სომხეთში დიდი ბრიტანეთის საელჩოს თავზე ლგბტ-ს მრავალფერი დროშა ფრიალდა. სარეკლამო ბილბორდებთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ კი, ორგანიზაციამ “პინკ-არმენია” აშშ-ს ოფიციალური მხარდაჭერით გადაიღო ფილმი სომხეთში ლგბტ-საზოგადოების ცხოვრების შესახებ, რომელიც შემდეგ კინოფესტივალ “ოქროს გარგარზე” უნდა წარედგინათ. ფილმის ჩვენება აიკრძალა.

ჩნდება ერთი საინტერესო კითხვები: ვინ იზრუნებს არასრულწლოვან ბავშვებზე, რომლებიც ზემოთ აღნიშნული ბილბორდების დამონტაჟების დროს ქალაქის ცენტრში იმყოფებოდნენ, თამაშობდნენ, ან უბრალოდ სეირნობდნენ?

სად არის ზღვარი სექსუალური უმცირესობების და არასრულწლოვანების უფლებებს შორის? სომხეთში არასრულწლოვანების უფლებების რატომ არ არის დაცული, ან საერთოდ რატომ არ არსებობს კანონი ამის შესახებ? როგორი განაჩენი უნდა გამოიტანოს სასამართლომ, როდესაც მსგავსი შინაარსის რეკლამის დამკვეთები სხვა ნორმალურ ქვეყანაში დიდი ხნის დასჯილები იქნებოდნენ, ჩვენთან კი მერიის წინააღმდეგ ჩივიან?

საინტერესოა, რომ აშშ სომხეთში სექსუალური უმცირესობების დასაცავად და მსგავსი პროპაგანდისთვის მილიონობით დოლარს ხარჯავს, იმ დროს, როდესაც ამერიკის 8 შტატში, ასეთი შინაარსის პროპაგანდა კანონით ისჯება. ცხადია, ამაში დიდი წვლილი ხელისუფლებას მიუძღვის. პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს დასავლეთთან ფლირტი აქვთ გაჩაღებული და “დემოკრატიის” თამაშს განაგრძობენ. ამის სანაცვლოდ გრანტებს და კრედიტებს იღებენ, თუმცა ყველაფერს თავისი ფასი აქვს და სომხეთმაც ეს ფასი უნდა გადაიხადოს.

სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ მერია სასამართლო პროცესს წააგებს, რადგან ისეთი ორგანიზაციების, როგორიცაა “პინკ-არმენია”, უკან აშშ-ს საელჩოს სახით სერიოზული სპონსორები დგანან. ეს უკანასკნელნი კი სომხეთის პოლიტიკურ სცენაზე აქტიურად თამაშობენ. ეს კიდევ ზღვაში წვეთია. დასავლური ფასეულობების მიღებას სომხეთს სიტყვით კი არა, საქმით სთავაზობენ და ამ გრძელვადიან პროცესს სერიოზულად აკონტროლებენ.

დღეს შეძლო მერიამ სულელური ბანერების ჩამოხსნა, მაგრამ რა მოხდება 20 წლის შემდეგ?! ვნებიანი ფლირტი დასავლეთთან უკვალოდ არ ჩაივლის და კულტურული თვითმყოფადობის და ეროვნულობის შენარჩუნების შანსსაც აღარ დატოვებს. საზოგადოების მხრიდან ზემოქმედების შედეგად სომხეთის დედაქალაქის ხელმძღვანელობამ შეძლო ამგვარი აგრესიული რეკლამების ჩამოხსნა, რისთვისაც პატივისცემას იმსახურებს. თუმცა, ეს სამწუხაროდ, მხოლოდ დაავადების სიმპტომებია და საჭიროა დაავადების გამომწვევი მიზეზების მოსპობა.

არამ გუკასიანი – ჰუმანიტარული განვითარების საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე.