ცნობილი ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე, რომელიც აქტიურად აფართოვებს თავისი მაღაზიების ქსელს ახლო ქვეყნებში, აპირებს ერთ-ერთი მათგანი ბაქოშიც გახსნას. იტყობინება საიტი «XeberXetti.az» “ბიზნეს საქართველოზე” დაყრდნობით.

როგორც ავთანდილ ცქვიტინიძე აცხადებს, მისი მაღაზია ბაქოში ოქტომბერში გამოჩნდება. გარდა ამისა, მაღაზიების გახსნასთან დაკავშირებით იგი მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის, რუსეთისა და ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქებთან.

ბრენდ “ავთანდილის” ფილიალი უკვე არსებობს სომხეთში.