ქართველი მოდელით, 19 წლის ანა ახვლედიანით კოსმეტიკური ფირმა L’Oreal-ის პარიზის ფილიალის პრეზიდენტი დაინტერესდა და შესაძლებელია ანა ახვლედიანი ამ კომპანიის სახე გახდეს.

როგორც საინფორმაციო პორტალი artinfo იტყობინება, L’Oreal-ის პარიზის ფილიალის პრეზიდენტი Cyril Chapuy ანა ახვლედიანს პარიზში, საკუთარ ინსტაგრამის გვერდიდან ოფიციალურად იწვევს.

ანა ახვლედიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც 2014 წელს ჟუნრალ ELLE-ს ფურცლებზე მოხვდა და ის ELLE-ს და VOGUE-ს ფოტოგრაფმა ნიკოლა ბორისოვმა 500 მოდელს შორის DOLCE & GABANA-ს სარეკლამო სახედ აარჩია.

წლების განმავლობაში, L’Oreal-ის სახები იყვნენ ცნობილი მოდელები ჯულიანა მური, ზოი სალდანა, ფრიდა პინტო, ბლეიქ ლაივლი, ლეტიცია კასტა, ლარა სტოუნი, ბიანკა ბალტი. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ბიანკა ბალტის შემცვლელად მოიაზრებენ ანა ახვლედიანს მსოფლიო მოდისა და პარფიუმერიის ინდუსტირაში.