Сандро Брегадзе

მათ საარჩევნო ნომერი 55-ია. მათ დემონიზირებას თანაბრად ცდილობს, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება, არც ისინი ესწრაფვიან, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან კოალიციას. მათ საკუთარი ბრძოლა აქვთ და მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის განწყობას გამოხატავენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ტელესივრცეში ამ ორგანიზაციის ლიდერები ხშირად, იბლოკებიან და სატელევიზიო ეთერებში თითქმის არ იწვევენ, მათ მაინც შეძლეს ფართომასშტაბიანი წინასაარჩევნო კამპანიის ორგანიზება. ისინი ქვეყნის რეგიონებში დადიან და ხმებს კარდაკარის პრინციპით აგროვებენ. როგორიაქართული მარშისპოლიტიკური სტრატეგია და რევოლუციური სცენარის შემთხვევაში, რომელ მხარეს დადგებიან, ამის შესახებ Dalma News საზოგადოებრივპოლიტიკური მოძრაობაქართული მარშისერთერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ესაუბრა.

როგორ მიმდინარეობსქართული მარშისწინასაარჩევნო კამპანია?

– უკვე გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ. ზუგდიდში ჩემს ძველ თანამებრძოლებს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებს შევხვდი. ვხვდებით მოსახლეობას მთელი საქართველოს მასშტაბით. ვგეგმავთ მასშტაბური მარშის ჩატარებას ქუთაისში, ბათუმში და ქვეყნის სხვა ქალაქებში, სადაც ჩვენს განსხვავებულ სიტყვას ვიტყვით. არჩევნებამდე ვგეგმავთ დიდი მარშის გამართვას თბილისში, სადაც დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციებს უკვე არჩევნებთან დაკავშირებით, ანუ სრული მობილიზაცია გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფინანსური რესურსი მწირია, აბსოლუტურად ყველა საინფორმაციო და სატელევიზიო საშუალება გვბლოკავს და მხოლოდ ლიბერასტულ, მოღალატეობრივ პარტიებს აპიარებენ, ჩვენ მაინც საკმარისზე მეტი მხარდაჭერა გვაქვს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ პარლამენტში “ქართული მარში” წარმოდგენილი იყოს.
იმავდროულად, ბრძოლა გვიწევს საერთაშორისო დონეზეც, რადგან ძალიან ბევრი უცხო ძალა არის დაინტერესებული, რომ “ქართული მარში” პარლამენტში ფართო შემადგენლობით არ იყოს წარმოდგენილი. ფაქტობრივად 2 ფრონტი გვაქვს, ერთი საშინაო, მეორე საგარეო.

წლებია მიმდინარეობსქართული მარშისდემონიზაცია, ამას, როგორ უმკლავდებით?

– ეს ბუნებრივი პროცესია მთელს მსოფლიოში. CNN, BBC და სხვა ტელეკომპანიები დღეს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დემონიზაციას ეწევიან. მასაც კი უბედავენ ამას. ასევე, ევროპაში, ვინც არიან ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკოსი, ყველას დემონიზაცია მიმდინარეობს ლიბერასტული პრესის მიერ. ჩვენი მართალი სიტყვით, ვფიქრობ, ამ ყველაფერს გავუმკლავდებით. საქართველოს ყველა მოქალაქე, განსაკუთრებით სოფლებში მცხოვრებნი, თავისი მრწამსით “მარშელები” არიან, იმ ღირებულებებზე დგანან, რასაც ჩვენ ვქადაგებთ. ეს არის მართლმადიდებლობა, ოჯახის სიწმინდე, გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვა და კონსერვატორულ ტრადიციებზე აგებული თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა. “ქართულ მარშს” ხალხში მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეს, ჩვენი არათუ დემონიზაცია არ მოხდებოდა, არავინ ყურადღებასაც არ მოგვაქცევდა. ამასწინათ ნიკა გვარამიას ტელევიზიაში ერთი კვირის განმავლობაში 120-ჯერ ახსენეს “ქართული მარში” სხვადასხვა რესპონდენტებმა და ჟურნალისტებმა, ჩვენ კი არ გვაძლევენ საშუალებას, რომ მათ ბრალდებებს ვუპასუხოთ.

სანდრო ბრეგაძე

რა მოლოდინები გაქვთ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თქვენს შანსებს, როგორ აფასებთ?

– კვლევები, რასაც ე.წ სოციოლოგიური კომპანიები აწარმოებენ, აბსოლუტური ფალსიფიკაციაა. რეიტინგის ჩამონათვალში არსად არ შეჰყავთ “ქართული მარში”. რამდენიმე ჩემი მეგობარი, როცა მოხვდა ამ გამოკითხვაში, დაინტერესდა, თუ რატომ არ იყო “მარში” ამ ჩამონათვალში. ეს კვლევები არის აბსოლუტური ფარსი. სახელისუფლებო პარტიის მიერ ჩატარებულ კვლევაში “ქართულ ოცნებას” აქვს 60 %-ზე მეტი, ხოლო ნაციონალების მიერ ჩატარებულ კვლევაში უწერენ 36%-ს. ჩვენი მიზანია, მე-10 მოწვევის პარლამენტში “ქართული მარში” ფრაქციის სახით იყოს წარმოდგენილი. “ქართული მარშის” ფრაქცია იქნება ფარი ყველა იმ უზნეობის და ანტიქართული იდეების წინააღმდეგ, რაც უხვად მოედინება არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიიდან. ჩვენ შევძლებთ იმას, რომ დაცული იქნება, პირველ რიგში ჩვენი ეროვნული იდენტობა და სახელმწიფო ინტერესები, მეორე მხრივ – არ მივცემთ საშუალებას დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება, რომ უცხოელებზე იყიდებოდეს ქართული მიწები, რომ უცხოტომელები დასახლდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ როცა 2 მლნ ემიგრანტი გვყავს. არ მივცემთ არავის იმის საშუალებას, რომ გაყიდონ საქართველოს ტერიტორიები, ისევე, როგორ თავის დროზე გაყიდეს დავით გარეჯი და ცხინვალის რეგიონი. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთო კავკასიურ ღირებულებებზე დაყრდნობით აღდგეს.

როგორ ხედავთ რუსეთთან ურთიერთობას?

– ვფიქრობ, რუსეთთან ფართომასშტაბიანი და თანაბარუფლებიანი დიალოგი არის დასაწყები, რადგან მივაღწიოთ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის დენონსაციას. ამის რესურსი გაგვაჩნია. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ 1920 წლის კონსტიტუციის საფუძველზე კვლავ დავუბრუნდეთ იმ პოზიციებს, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის წლებში გვქონდა. იმ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველო არის ნეიტრალური ქვეყანა და სამხედრო მიუმხრომლობას ინარჩუნებს. სწორედ ეს შეიძლება გახდეს ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში გადამწყვეტი მომენტი. იმავე დროს, უფრო მჭიდრო ურთიერთობა უნდა გვქონდეს ევროპულ სტრუქტურებთან. ჩვენ გამოვდივართ ახალი სიტყვით და გვაქვს მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი, მიუხედავად იმისა, რომ ისტერიული ბრძოლა მიმდინარეობს ჩვენს წინააღმდეგ.

პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, რომელ პოლიტიკურ ძალასთან კოალიციაში განიხილავთ თავს?

– ჩვენ არავისთან კოალიციას არ ვაპირებთ. თუ ვინმე დააპირებს ჩვენთან კოალიციას, ის უნდა იზიარებდეს იმ მორალურ-ზნეობრივ სახელმწიფო პრინციპებს, რომელზეც ჩვენ ვდგავართ. ეს პირველ რიგში არის ის, რომ “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”, რომ საქართველოს მმართველები იყვნენ ამ ქვეყნის მოქალაქეები და ქართული საქართველოს პრინციპით ვიცხოვროთ.  საქართველოს მოქალაქეების ინტერესები დღეს, მეორე და მესამე ხარისხოვანია. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ქვეყნის ბატონ-პატრონად ვაგრძნობინოთ თავი და კიდევ მთავარი,  ემიგრანტები აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ სამშობლოში. ცხოვრების ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ ეს ოქროს ფონდი დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში.

სანდრო ბრეგაძე

როგორ აფასებთქართული ოცნებისპოლიტიკას?

– სიმართლე გითხრათ “ქართული ოცნების” პოლიტიკა ვერ გავიგე, მესმოდა ზვიად გამსახურდიას პოლიტიკა – ეს იყო ეროვნული, ქართული, სახელმწიფოს აღმშენებლობაზე ორიენტირებული. შევარდნაძის პოლიტიკა ეფუძნებოდა კორუფციას, ტერიტორიების გაყიდვას, მიუღებელი იყო ჩემთვის, მაგრამ გასაგები. სააკაშვილის პოლიტიკა ეფუძნებოდა სადიზმს, მისი საგარეო პოლიტიკა საშინელი ავანტიურებით იყო გაჯერებული, რამაც ქვეყანა ტერიტორიების დაკარგვამდე მიიყვანა და დავით-გარეჯიც მიუყოლებიათ ზედ. ამათი ცუდიც და კარგიც მესმოდა, მაგრამ ამ ხელისუფლების ვერაფერი გავიგე. “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკა ერთი დიდი აჯაფსანდალია, რაც რეგრესის მაჩვენებელია.

არსებული სისტემა ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს. საქართველოში პატიმრებს აღარ აწამებენ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ პირადად მე, 2012 წელს იმისთვის არ მიბრძოლია, რომ ქვეყანა კვლავ “ნაციონალური მოძრაობის” კოჰაბიტირებული, თუ პორტირებული წარმონაქმნებით იყოს გავსებული და ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. დამნაშავეები დაუსჯელები არიან, სამართლიანობა არ არის აღდგენილი და მუდმივად ვხედავ ვირტუალურ ბრძოლას “ქართულ ოცნებასა” და “ენმ”-ს შორის, რომლებიც ერთმანეთს ასაზრდოებენ. ერთმა იცის, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნისთვის აუცილებელია მტრის ისეთი ხატი, რომელიც არის დისკრედიტებული. ასეთია “ნაციონალური მოძრაობა”. მეორე მხრივ “ენმ”-საც უღირს ეს მდგომარეობა, მათ აქვთ დაფინანსება ბიუჯეტიდან, ფრაქციები პარლამენტში, დადიან უცხოეთში ვიზიტებზე. კომფორტულად გრძნობენ თავს, გაიფურჩქნენ და აყვავდნენ. თუ მიეცემათ საშუალება, რა თქმა უნდა რევანშზე იზრუნებენ, თუმცა ამის გარეშეც კომფორტულად არიან პარლამენტში.

– რევოლუციის შემთხვევაში “ქართული მარში” რა პოზიციას დაიკავებს?

–  სააკაშვილის და მისი ჯგუფის მხრიდან ყველაფერი მოსალოდნელია. როგორც ჩანს ივანიშვილთან არ მიდის სრული ინფორმაცია, რომ “ოცნების” მხარდაჭერა 65%-ზე გაცილებით ნაკლებია.  არავის უნდა მიეცეს რევოლუციის საბაბი და არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან გარემოში. ასეთი შეცდომა ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას. არჩევნები თუ გაყალბდა, ეს ძალიან ცუდი იქნება. მაგრამ თუ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და ნაციონალების მხრიდან იქნება რევანშის საფრთხე, “ქართული მარში” ამას წინ აღუდგება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში “ქართულ ოცნებაში” პორტირებულთა უმეტესობა დაიმალება. ისევ ეროვნული ძალების გადასარჩენი გახდება ქვეყანა, რომ ნაციონალების მანიაკალური ხროვა არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში.

– თქვენი საარჩევნო ნომერი 55-ია, ნაციონალების კი -5, სიმბოლურია?

– კი, ეს იმის მანიშნებელია, რომ 2-ჯერ მეტად დიდი სიძლიერით დავამარცხებთ ნაციონალების სექტას. თითქმის ყველა ოლქში წარვადგინეთ  მაჟორიტარები. მე არავის ვთხოვე ხმებს, უბრალოდ ამომრჩეველი თავად უნდა დაფიქრდეს, არის თუ არა საჭირო პარლამენტში ეროვნული ძალის ყოფნა, რომელიც ხმალამოღებული დაიცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

– “ქართული მარშისმიმართ ყოველთვის ისმის ბრალდება, რომ თქვენ რუსული ინტერესების გამტარებელი ძალა ხართ საქართველოში

– მთელი აგენტები მე დამდევენ, თითქოს რამე საფრთხეს წარმოვადგენდე. მეგობრები მყავს გერმანიაშიც, საფრანგეთშიც, რუსეთშიც, რომლებიც ოჯახებით ისვენებენ ხოლმე ჩემთან. როცა სხვა კომპრომატი ვერა მოძებნეს, ჩემს მეგობართან საუბარი ჩაიწერეს, რომელიც საქართველოში ბიზნესთან დაკავშირებით, რაღაცის გარკვევას მთხოვდა. სანდრო ბრეგაძე რუსულად რატომ ლაპარაკობსო? – მეგობრებს ეროვნების მიხედვით არ ვყოფ და ყველგან საქართველოს ეროვნულ ინტერესების გამტარებელი ვარ. “ქართული მარში” არ არის, არც პრორუსული, არც პროამერიკული ძალა, ის არის ქართული ძალა, ეს უნდა შეიგნოს ყველამ.

როგორი უნდა იყოს საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა?

– როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, ვგულისხმობ იმას, რომ საქართველო უნდა იყოს შვეიცარიის ტიპის ქვეყანა – კავკასიის შვეიცარია. საომარი მოქმედებები, რომელიც ჩვენს სამეზობლოში მიდის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, აუცილებლად გადაინაცვლებდა მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველოში. ჩვენ მოვახერხებდით ზავის მიღწევას. ჩვენ გვტკივა, როცა ჩვენი მეზობლები საომარ მოქმედებებში არიან. როცა, არც ერთი მეზობელი სახელმწიფო არ გვეყოლება მტრის როლში და ყველასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვექნება, მივაღწევთ არნახულ ეკონომიკურ აყვავებას. ეს არის გიორგი ბრწყინვალეს საქართველო, რომელიც ომებზე კი არ იყო აგებული, არამედ მშვიდობასა და ქვეყნის აღმშენებლობაზე.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი