გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა, ჯავახეთის რეგიონში იქთიოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ექსპედიციის შედეგად თევზის უიშვიათესი სახეობა “ტბის კალმახი” აღმოაჩინეს.

აღნიშნული თევზის სახეობის მოპოვების შესახებ ინფორმაცია საქართველოში ბოლო 20-25 წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა, შესაბამისად აღნიშნული თევზის სახეობა საქართველოში გადაშენებულად მიიჩნეოდა.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მოპოვებული თევზის სახეობა მიეკუთვნება ტბის კალმახის კლასიკურ ფორმას (SALMO LACUSTRIS VAR ROMANOVI).

გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომელებმა კანონმდებლობის თევზი ცოცხალ მდგომარეობაში კვლავ გარემოში დააბრუნეს.