ბაქოში, ირანის კულტურისა და ისლამური ორიენტაციის მინისტრის ალი ჯანატისა და აზერბაიჯანის ტურიზმისა და კულტურის მინისტრის აბულფას გარაევის შეხვედაზე მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ირანში აზერბაჯანის კულტურის დღეეები გაიმართება. ამის შესახებ Trend-ს შაბათს, ირანისა და აზერბაინაის საელჩოებმა შეატყობინეს.

შეხვედრაზე ჯანატმა განაცხადა, რომ ირანში აზერბაიჯანის კულტურის დღეების ჩატარება ორი ერის მეგობრობის განმტკიცებასა და ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

“ირანი მზად არის აზერბაიჯანთან ერთად სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები ჩაატაროს. ორი ქვეყნის ხალხს საერთო რელიგია, ენა და მსგავსი კულტურა აქვთ და ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ კულტურულმა პროგრამებმა დიდი ინტერესი გამოიწვიონ”, – დასძნა ირანელმა მინისტრმა.

გარაევი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანის კულტურის დღეები თეირანის გარდა, ირანის სხვა ქალაქებშიც, მათ შრის ისპაჰანში, შირაზსა და არდებილში მოეწყობა. გარდა ამისა, მისივე თქმით, მალე აზერბაიჯანშ ირანული კინოს კვირეული გაიმართება.

შეხვედრაზე გადაწყვიტეს მომავალ წელს აზერბაიჯანში ირანის კულტურის დღეები  გაიმართოს.